ჩემი ცოლის დაქალების კომენტარები

ჩიტიპედია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჩემი ცოლის დაქალების ფეისბუქ კომენტარები თავისუფლად შეგვიძლია შევიტანოთ ქართული მარაზმების სიის მოწინავე ადგილებში.

აქ მოსაუბრე გოგონებსა (70–75%) და ბიჭებს შეუძლიათ დასცინონ მათ ბებიებს, იმაზე თუ როგორ ესაუბრება ის თავის დაქალებს ტელემუნდოს სერიალების შესახებ და როგორ განიცდის ყოველივე იქ მომხდარს. თუმცა, ჩვენ ზუსტად იგივის ანალოგი შეგვიძლია გავავლოთ ამ ახალგაზრდებსა და მოხუც ხალხს შორის არსებულ დამოკიდებულებაზე ტელესერიალებთან დაკავშირებით.

მოხუცებს არ შეუძლიათ ფეისბუქის გამოყენება. ამიტომ მათი ერთადერთი კომუნიკაციის საშუალება ე.წ ბირჟა ან ტელეფონია. დიახ ისინი საუბრობენ ხუანის ისტორიებზე, იმიტომ რომ ქართული ტელევიზია მაგას აჩვენებს, მაგ ხალხს (მოხუცებს) სხვა საქმე არც აქვთ და სხვა საქმის კეთებაც იშვიათად თუ შეუძლიათ.

ამაზე ღადაობენ ახალგაზრდები.

ახალგაზრდებს შეუძლიათ ფეისბუქის გამოყენება, შეუძლიათ კი არადა უკვე ზედმეტადაც არიან მასზე დამოკიდებულნი. მათი კომუნაკაციის საშუალება გახდა ფეისბუქი. მაშასადამე, ორი მოვლენა:

  • მოხუცების ბირჟაზე საუბარი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოახერხა ხუანხემ გადარეული ბილის გზიდან ჩამოშორება

და

  • ახალგაზრდები განიხილავენ იმას, თუ რატომ უღალატა დათომ თავის ცოლს სტომატოლოგთან

გამოდის იგივე!

ამ პოსტში შეიძლება არაფერია სასაცილო, მაგრამ ვინც თქვენი თავი ამოიცანით უბრალოდ მოგმართავთ –

ყლეობა კომენტარების წერას თუ არ ანებებთ თავს, მოხუცებს მაინც ნუ გაუტრაკებთ საქმეს.

პ.ს სრულიად ჩვეულებრივი მოვლენაა, რომ ცოლ–შვილიან ადამიანს შეიძლება სხვა ადამიანი შეუყვარდეს.

პ.პ.ს მსახიობს თუ ცუდი როლი აქვს, მისი 'საქონლად' მოხსენიება უბრალოდ არაეთიკური და ამორალურია.

პ.პ.პ.ს ეს უბრალოდ მხატვრული ფილმია, სადაც სცენები, რომლებიც მოიცავენ სხვადასხვა სიტუაციებს, დიალოგებსა და ურთიერთობებს, იქმნება ხ ე ლ ო ვ ნ უ რ ა დ და არ არის საჭირო ყველაფერი ასე ახლოს მიიტანოთ გულთან.

Arriverderci.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ინსტრუმენტები