შორენა შავერდაშვილი

ჩიტიპედია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქართველი მწერალი და მედიამაგნატი, პოლიტოლოგ ლუკა კურტანიძის და.
შავერდაშვილის ყველაზე ცნობილი ნაწარმოებებია რომანები "ცისფერთვალება მამაო" და "ბერმუდის კათეტერი", აგრეთვე ავტობიოგრაფიული "ობიექტურობის საფასური".

სარჩევი

მედიაბიზნესი

შორენა შავერდაშვილი ცნობილია, როგორც პრაგმატული და ეფექტური მენეჯერი. მისი სტილია წამგებიანი მედიასაშუალებების სიმბოლურ ფასად, ლარად, შესყიდვა და წარმატებულ კომერციულ პროექტებად ქცევა. ფორბსთან ერთ-ერთ ბოლოდროინდელ ინტერვიუში, საკუთარი წარმატების საიდუმლოებებზე საუბრისას, შავერდაშვილი ამბობს: "ჩემი სტიქია არაა ხელმოცარული ფსევდოინტელექტუალების დასაქმება და მათი ვერბალური სუბლიმაციის მომხმარებლისთვის შეთავაზება. მე ვაძლევ კლიენტს იმას, რაც მას სჭირდება. ვისაც ეს არ მოსწონს, შეუძლია წავიდეს და გვახარიას ვოლზე პოსტვა გააგრძელოს... სხვათა შორის, გარეთ მგონი მშვენიერი ამინდია და არაა საჭირო გაუთავებლად პოლიტიკაზე ლაპარაკი!"

ბერმუდის კათეტერი

ბერმუდის კათეტერი არის რთული ალუზიებითა და სტრუქტურული ექსპერიმენტებით გაჯერებული პოსტმოდერნული რომანი, რომელშიც ავტორი მოქნილად იყენებს თავის ბექგრაუნდს ზუსტ მეცნიერებებში. ამმხრივ რომანს ბევრი საერთო აქვს ამავე პლეადის სხვა ცნობილი ავტორების, (ტერი პრეტჩეტი, ია ანთაძე) ნაწარმოებებთან, თუმცა ლიტერატურულად გაცილებით თამამი და ეკლექტურია. "ბერმუდის კათეტერში" შავერდაშვილი ვირტუალურად "ეთამაშება" უელბეკის, ბეგბედერის, კამიუს, აკუტაგავას, ანდრეი პლატონოვისა და გოჩა მანველიძის ტექსტებს.

ახალგაზრდობა

მასაჩუსეთსის ტექნიკური უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, შორენა, თავის "ტრუსიკის მეგობარ" ფიზიკოს გია დვალთან ერთად, გაემგზავრა სპირიტუალურ მოგზაურობაში ტიბეტში. იქ ისინი გადააწყდნენ ახალგაზრდა სტივ ჯობსს, რომელიც ადგილობრივ ბავშვებს ფოკუსებით ართობდა. თუმცა, შავერდაშვილი მალევე დაბრუნდა საქართველოში, რადგან, ენობრივი ბარიერის გამო, ტიბეტელ ბერებთან სულიერი კომუნიკაციის დამყარება ვერ მოახერხა. მცირეხნიანი ძიების შემდეგ, შავერდაშვილი დაუბრუნდა მშობლიურ ერთმორწმუნეობას და ორი წელიწადი მონასტერში გაატარა, სადაც შექმნა რამდენიმე ნაკლებად მნიშვნელოვანი ნაწარმოები აკა მორჩილაძის ფსევდონიმით.

პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა

კულუარული ინფორმაციით, სწორედ შავერდაშვილმა დააფინანსა რადიკალი მემარცხენე პოეტის, ბერას მანამდე უცნობი მამის პოლიტიკური აღმასვლა. შორენას ფინანსებისა და ინტელექტუალური მხარდაჭერის წყალობით, "ჭორვილელი მორისონი" რიგითი პროფკავშირელი იდეალისტიდან ერთ წელიწადში იქცა აღიარებულ ორატორად და რესპექტაბელურ პოლიტიკოსადაც ჩამოყალიბდა, რამაც საბოლოო ჯამში, (ჯერჯერობით პირველ და უკანასკნელ) დემოკრატიულ არჩევნებში გამარჯვება მოუტანა.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ინსტრუმენტები