შიში

ჩიტიპედია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შიში (ინგლ. chicken, yellow, pussy) (რუს. шиш, обосраться). შიში მძიმე დაავადებაა ძალიან. როგორც ქართველებში ადრე იტყოდნენ „შიში ოხერი რამეა!“. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ შიში არა მხოლოდ ოხერი, ის აგრეთვე ჩათლახიც არის.


სიმპტომები: სიმპტომები თვალსაჩინოა და პირველ რიგში ისინი სათესლეების ზომაზე ვლინდება - დაპატარავებული და შეკუმშული სათესლეები ან ტემპერატურის მკვეთრი ვარდნის, ან შიშის შემოპარვის პირველი ნიშანია.

შიშს ახასიათებს უკნალის უკოტროლო ცახცახი და აქეთ-იქით ქნევა - ხალხში ეს მოვლენა „ტრაკის თამაშის“ სახელწოდებით არის უფრო ცნობილი. ცხადია, ეს იწვევს გარკვეულ უხერხულობას კუჭში გასვლის დროს, რაც ამავე დროს სხვა ჯანმრთელ მოქალაქეებსაც აყენებს, რბილად რომ ვთქვათ, არასახარბიელო მდგომარეობაში, რომ აღარაფერი ვთქვათ გარემოს დაბინძურებაზე. ზოგადად, შიშის დაავადებას თან ყოველთვის ახლავს ფეკალური მასების უკონტროლო გავრცელება და დიდი ოდენობით შარვლებში დასაწყობება.

შიშს ახასიათებს ალერგიის სიმპტომებიც და იწვევს უკონტროლო გაღიზიანებასა და იმპულსურ რეაქციას ჟურნალისტებზე, კრიტიკაზე, პუტინის გინებაზე, მოარულ ნაცებზე და მფრინავ მიშაზე.


მკურნალობა: შიში, არ იკურნება, ის ქრონიკულია, მას სუნი ასდის და ის შეპარვადია. შიშისგან გამოწვეული უხერხულობის გადასაფარავად, პირველ რიგში, საჭიროა რიტორიკის შეცვლა, რასაც თან ახლავს თავისი გვერდითი ჩვენებები, როგორებიცაა თავისუფალი სუნთქვის შეგრძნების ილუზია, დისკალკული კრიმინალური სტატისტიკის დამუშავებისას, ან მაკრო-ეკონომიკური მაჩვენებლების ანალიზის დროს, ფანტომი მონსტრების დევნა 9-წლიანი გარყვნილებისა და ბოროტების განსადევნად, კეთილად განწყობილი მეზობლების მიმართ პათეტიკურად ავი ყეფა და ღრენა.


გავრცელება: შიში გადაეცემა და ვრცელდება ყველანარიად, ჰაერით, ინტერნეტით, ტელევიზიით, რადიოთი, გაზეთებით, ჟურნალებით, ფულით, შანტაჟით, მოტყუებით, დაყოლიებით, ვერბალურად, ორალურად, ანალურად და კიდევ ზვიგენებით.

მოძიებულია „http://chiti.ge/pedia/index.php?title=შიში&oldid=61503-დან“
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ინსტრუმენტები