შეყვარებული-წყვილი

ჩიტიპედია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შეყვარებული წყვილი - ორი ადამიანი, რომლებსაც Facebook-ზე რილეიშენშიპი უყენიათ, ერთმანეთის ყველა სტატუსსა და ფოტოს ალაიქებენ, უსმენენ იდენტურ მუსიკას და ხშირად უდებენ ერთიმეორეს ბმულებს, რასაც მოყვება ჩვეული კომენტარები: ჩვენი <3, <33333, მიყვარსსსსსს და ა.შ. შეყვარებულ წყვილს ერთმანეთი ან ერთხელ ან კიდევ საერთოდ არ ყავთ ნანახი, ყოველი კინკლაობისას რილეიეშენშიპ სტატუსს ცვლიან, რასაც მათი დაბნეული მეგობრების წუხილითა და სიანნულით აღსავსე კომენტარები მოყვება. ზოგჯერ წყვილი უმიზეზოდ აუქმებს ურთიერთობას და single-ს იწერს, იმისათვის რომ ყურადღების ცენტრში მოექცნენ.

როგორ ამოვინოთ ფეისბუკ შეყვარებულები

როცა ორი ადამიანი დღეში შვიდჯერ პოსტავს გულს მეორის კედელზე.

გამონაკლისები

გამონაკლისის სახით არსებობენ ისეთი წყვილები, რომლებიც აკმაყოფილებენ ყველა ზემოთჩამოთვლილ კრიტერიუმს ორის გარდა: ისინი იშვიათად ან არ ცვლიან რილეიშენშიპ სტატუსს და ხშირად (ან ყოველდღე) ნახულობენ ერთმანეთს. თქვენ შეგიძლიათ ჩამოსქროლოთ კედელი და იხილოთ მათი ჩახუტებული/ჩაცუცქული/ფეხზემდგომი/ხელგადახვეული/წელზეხელებშემოვლებული/მწოლიარე/ხელშიაყვანილი/მოზასავე/ტუჩებგამობზეკილი/ხელჩაკიდებული ფოტოები. მთელი მათი ურთიერთობის ეპოპეა ფოტოებზეა აღბეჭდილი და ფეისბუკზე იდება ცვალებადი სიხშირით: შაბათ-კვირას 16-18 ფოტო დღეში. კვირის დღეებში 8-10.


ხანდახან შეყვარებული წყვილის ურთიერთობა უფრო ფართო მასშტაბებს იძენს და სულ სხვა მოდალობით - ცოლ-ქმრული "ურთიერთობის" სახით გვევლინება ხოლმე.


დაოჯახებულობის განცდა

დაოჯახებულობის განცდა [ფსიქ. sense of being married] - ადამიანის ფსიქოლოგიური მდგომარეობა და დომინაციის ერთგვარი ფორმა, როდესაც წყვილებს ექმნებათ ილუზია, რომ თითქოს დაქორწინებულები არიან და ჰყავთ "ცოლი" ან "ქმარი". ფენომენის გენეზისი მომდინარეობს ფეიბუქ რილეიშენშიფის ფესვებიდან. დაოჯახებულობის განცდით შეპყრობილი ადამიანები, უმეტეს შემთხვევაში, შეყვარებულები არიან ან ფლირტაობენ, მაგრამ იმის გამო, რომ დანარჩენი საზოგადოების წინაშე ერთმანეთისადმი მიკუთვნებულობის მეტი ემფაზირება მოახდინონ , ფეისბუქზე რილეიშენშიფის ველში პწიჩკავენ "married" ფუნქციას. მაგალითად, Mako Makuna is married to Hooligan Gio (სახელები პირობითად). მათთვის აგრეთვე დამახასიათებელია ,უმეტესად, სასიყვარულო შინაარსის მქონე სტატუსებში ერთმანეთის დატაგვა და კომენტარებში სმაილების სავალალო სიმრავლით პოსტვა. სტატუსებსაც, ძირითადად, დომინაციის ელფერი დაკრავს და ფეიბუქის სხვა ფრენდების იმაში დარწმუნებას ისახავს მიზნად, რომ მათი სიყვარული იმდენად ძლიერი და მტკიცეა, რომ თავისუფლად შეიძლება ეწოდოთ ცოლ-ქმარი. ("martoo chemiiii gogo xar, sheen!! yvelaaze dzaalian miyvarxaaar!!", "chemi colia es, aravis araferi shegeshalot, bijoooo!" ან "kmarii, mikvarkhaar!! " და სხვა). ხშირია აგრეთვე youtube ლინკების საჯარო სივრცეში გაცვლა-გამოცვლა, მუსიკა, ბუნებრივია, რომანტიკულია და ტექსტიც ერთმანეთისადმი კუთვნილებას უსვამს ხაზს ("Are you mine?!").


ფსიქოლოგიაში "ცოლ-ქმრობის" ფენომენის კიდევ ერთი გამოვლინებაა საერთო პროფაილების გახსნა. ამ სინდრომით დაავადებულ გოგონებს უყვართ ისეთი სურათების დადება/დაშეარება, რომელშიც ქმართან ჩახუტებული ფეხმძიმე ქალი, და/ან მამის გულმკერდზე ჩაძინებული რამდენიმე თვის ბავშვია გამოსახული. დესკრიფშნად ვხვდებით შემდეგ ტექსტებს: "auu, raa sakvarlebi arian!!" " " "uuu metss mindaa", "vaime, tsudad var, ghmertoo! patara angelozi!" და ასე შემდეგ.


დაოჯახებულობის განცდით შეპყრობილი ადამიანები ერთმანეთს "ცოლს" ან " "ქმარს" ეძახიან, როგორც პირად, ისე საზოგადოებრივ სივრცეში." იზიდავთ ისეთი ფრაზები და ქცევის ფორმები, რომლებიც ოჯახური ფენომენისთვისაა დამახასიათებელი. ხანდახან გოგონებს უჩნდებათ გაბუტვის, "ქმრის" ხვეწნა-მუდარის და შემორიგების პათოლოგიურად მოზღავებული სურვილი და როგორც კი ამის სულ მცირე მიზეზს იპოვნიან, მაშინვე ახალი სტატუს აფდეითი ფეისბუქზე: "mokhval shen sakhlshi!!" ან "gekrebiii! ".. ან "khma aghar gamtse shen!! " და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.


დაოჯახებულობის განცდით შეპყრობილი ადამიანები პირად ურთიერთობებშიც მრავლად მოიპოვებიან, თუმცა მათი დაოჯახებულობის დემონსტრირების ძირითადი არეალი ფეისბუქია.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ინსტრუმენტები