შეყვარებული

ჩიტიპედია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მსოფლიოში ყველაზე ცნობილი და სანიმუშო წყვილი

შეყვარებული - ადამიანის ტიპი, რომელთან ურთიერთობასაც, ჩვეულებრივი ადამიანებისგან განსხვავებით, თან ახლავს დამატებით ერთი შეგრძნება, რომლის არსიც თვით შლუხენბოზენმაც ვერ გაარკვია. შეყვარებულების მოვალეობაა ერთამენთს გაუგზავნონ მინიმუმ 200 SMS დღეში, შემდეგ კი საძმაკაცოს ან სადაქალოს შეატყობინონ მიღებული გზავნილების დეტალური შინაარსი. შეყვარებულების ცხოვრებაში წელიწადში რამოდენიმეჯერ შეიძლება ადგილი ჰქონდეს ისეთ მოვლენას, როგორიცაა დიდი დათუნიას, იაფფასიანი ბიჟუტერიის და შოკოლადების ჩუქება. მიღებულია მდედრი შეყვარებულისთვის დაბადების დღეზე ერთი წითელის ვარდის მირთმევა, რადგან ხშირად იმდენი ყვავილის ფული, რამდენი წლისაც მდედრი შეყვარებული შესრულდა, მამრ შეყვარებულს არ აქვს. შეყვარებულობა შეიძლება გაგრძელდეს 1 თვე ან მეტი (უფრო ნაკლები ხანგრძლივობისთვის იხილეთ ნაშა), რაც მთავრდება აპრობირებული სოციალური ქცევით - ცოლის მოყვანით.

სარჩევი

სოციალური ქსელი

შეყვარებულებს ოდითგანვე ეკრძალებოდათ ფეისბუქზე ერთმანეთისთვის პერსონალური მესიჯების მიწერა, ამიტომ ისინი იძულებულნი არიან ერთმანეთს ვოლის საშუალებით, საჯაროდ ეკონტაქტონ. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ შეყვარებულები "in a relationship"-ის მაგივრად ხშირად აყენებენ "married" ან "engaged" სტატუსს, რაც ხაზს უსვამს მათი უერთიერთლტოლვის მაღალ ხარისხს.

ქცევა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში

არსებობს დაუწერელი კანონები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოიქცნენ შეყვარებულები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.

  1. აუცილებელია შეყვარებულთან ახლოს დგომა, ხელჩაკიდებული სიარული, კოცნა (სასურველია, კოცნას თან ახლდეს წკლაპუნი) და, განსაკუთრებით თამამი შეყვარებულობის შემთხვევაში, უკანა ჯიბეში ხელის ჩაყოფა და საჯდომზე მოფერება. ამ უკანასკნელი ჟესტით შეყვარებულები საზოგადოებას ამცნობენ, რომ ისინი ძალიან მალე აპირებენ ოჯახის შექმნას (იხ. ცოლის მოყვანა). ყოველივე ზემოთმოყვანილი ასევე ემსახურება შეყვარებულების სტატუსის განსაზღვრას, რადგან ქუჩაში ათასობით გასაუპატიურებელი ქალი და დაუკმაყოფილებელი გურჯი მამაკაცი მოძრაობს და ვინძლო რომელიმეს თვალი არ გამოექცეს.
  2. მამრებს, როგორც წესი, შეყვარებულთან ერთად სეირნობის დროს უფრო ეტანებიან აგრესიული მათხოვარი-გამომძალველები, რის გამოც მამრი იძულებულია ასეთ დღეებში სახლიდან მეტი ხურდა ფულით გამოვიდეს, რომ შეყვარებულთან არ შერცხვეს და ყველას უბოძოს წყალობა.
  3. შეყვარებულები ხშირად ეტანებიან ბაღებს, სკვერებსა და ტბებს, რადგან ბუნებასთან სიახლოვე მათ უერთიერთკავშირის გამყარებაში ეხმარებათ.
  4. შეყვარებულებს ჭირივით აშინებთ ქოწილამდე სექსი, რადგან იგი იწვევს ნაადრევ სიბერეს, უხვ სისხლდენას და საშვილოსნოსგარე ორსულობას.

შეყვარებულობასთან დაკავშირებული მითები

რადგან შეყვარებულობა ფრიად გავრცელებული სოციალური ფენომენია, მას ახასიათებს მითებისა და ცრურწმენების მრავალრიცხოვანება და დივერსიულობა. მაგალითად, ნათქვამია, რომ თუ საკუთარი ქორწილი დაგესიზმრება, შეყვარებულს დაშორდები. ასევე, ცნობილი ფაქტია, რომ შეყვარებულის მიერ საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლის გაცნობა ღალატს მოასწავებს. შეყვარებულებს ხანდახან ახასიათებთ რომანტიულობა. ასეთ შემთხვევებში ისინი თავგამოდებით ამტკიცებენ, რომ ერთი ნახვით შეუყვარდათ ერთმანეთი და სიცოცხლის ბოლომდე ერთად იქნებიან. ასეთ დროს ტვინში მიმდინარე ქიმიური პროცესების უკეთ შესაცნობად იხილეთ სიყვარული.

დამატებითი საკითხავი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ინსტრუმენტები