შენ

ჩიტიპედია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მიუხედავად იმის კრეაციონისტი ბრძანდები თუ იზიარებ დარვინის დებულებებს კაცობრიობის განვითარების ძირითადი ასპექტების შესახებ, გაგიჭირდება მცირედი ეჭვის შეტანა ფაქტში რომ თავიდან ადამიანს არ ქონდა სახლი და სახელდობრ ასეთ მომენტში როდესაც დაბერა აღმოსავლეთის ქარმა, პირველყოფილი ადამიანის ვიწრო შუბლში, მის ცნობიერებაში დასაბამი ჰპოვა გარდამტეხ აზრთა ქარიშხალმა და სწორედ აღმოსავლეთის ქარმა, როგორც ისტორიულმა მოტივატორმა უბიძგა ადამიანს აეშენებინა აღმოსავლეთის კედელი. კვლავ მნიშვნელობა არ აქვს რომელ რელიგიურ მრწამსს იზიარებ, მომადლებული ინტუიციის ნიჭი გკარნახობს სამყაროს კანონზომიერებათა ირონიული ზნის შესახებ. ზნის შესახებ რომელიც მშვიდობიანობის ჟამს, ადამიანს განსაცდელს მისთვის მოულოდნელი მხრიდან თავს დაატეხს ხოლმე და კანონზომიერებების შესახებ, რომლებიც სამყაროს დასაბამიდანვე ჩვენი ცხოვრების დაუზარელი თანამგზრები არიან. მაშინ ადვილად გაისისხლხორცებ პირველყოფილი ადამიანის ბედს, აღმოსავლეთის კედელთან, როდესაც მას ქარი თავს დაატყდა დასავლეთიდან. ადამიანის ბედს, რომელმაც დასავლეთის მხრიდანაც ააგო კედელი და ქარი თავს დაატყდა სამხრეთიდან. ადამიანის ბედს, რომელმაც ჩრდილოეთის კედელიც ამოაშენა, ჩრდილოეთის ქარისგან დასაღწევად და ზეცა ჩამოექცა წვიმად. და დღეს როდესაც თანამგზავრიდან ღამის დედამიწა მოსჩანს როგორც ციცინათელების ველი და დღეს როდესაც კორპუსები სკებივით ჩამწკრივებულან და დღეს როდესაც კორპუსების თბილ ბინებში, ოთხივე მხრიდან შემოსაზღვრულ მყუდრო კედლებში ადამიანები მშვიდად ცხოვრობენ, დღეს როდესაც იაგუნდები თავთუხებისა მთაწმინდის ღამით, შენ ხარ ოთახში ჰაერზე მეტი.

მოძიებულია „http://chiti.ge/pedia/index.php?title=შენ&oldid=12680-დან“
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ინსტრუმენტები