ყლე

ჩიტიპედია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კარლ მარქსის ბიუსტი. ხედი უკნიდან.

ყლე (რუს. Хуй ; ივრითი. זין) - ყველაზე საინტერესო და მომაჯადოვებელი საგანი სივრცულ-დროით კონტინიუმში.

ყლეების დატოლება - სპეციალური ოლიმპიადის უძველესი და უსაყვარლესი დისციპლინა ამ პლანეტაზე მაცხოვრებელი ყველა მამრისათვის.

იყო დრო როდესაც ეს სიტყვა მხოლოდ მამაკაცის სასქესო ყლის დეფინიციისთვის გამოიყენებოდა. დღეს კი , როდესაც ტექნოლოგიების განვითარება და საზოგადოებრივი მასების დაყლევება უკუპროპორციულ დამოკიდებულებაში არიან ერთმანეთთან, ყლე გასცდა სასქესო ორგანოს ფარგლებს და გაცილებით ფართო კონტექსტში მოიხსენიება. ყლე ყველაფერია და ყველაფერშია. ყლე შეიძლება იყოს როგორც სულიერი (მათ შორის შენც) ასევე უსულო საგანიც . ყლე ყოვლისმომცველი, უკიდეგანო და აბსოლუტურია.

კი მაგრამ, როგორ შეიძლება მთელი სამყარო ეტეოდეს მხოლოდ ერთ სიტყვაში ? ყლე შედგება მხოლოდ სამი ასოსგან და მას შეუძლია მოიცვას მთელი ჩვენი პლანეტა , მზის სისტემა და ჩვენი სამყაროს თერთმეტივე განზომილება. ყლით შეიძლება გამოხატო ნებისმიერი ემოცია : როგორც გაბრაზება( შე ყლეო), ისევე აღტაცება ( აუ, გამოვყლევდი !)ან გაკვირვება ( სულ გამომაყლევა.). ეს დამატებით თავსატეხს აჩენს - ესეიგი მთელი ემოციების გაერთიანება ერთ სიტყვა- ყლეს შეუძლია? კაცობრიობა დიდი თავსატეხის წინაშე დგას. თუ ყლე ყველაფერია და ყველაფერი ყლეა , მაშინ ღმერთმა სამყაროს ნაცლად ჯერ ყლე ხომ არ შექმნა ? ან ადამიანამდე ყლე ? იქნებ სამყარო , როგორსაც მას ჩვენ ვხედავთ მხოლოდ ოპტიკურ-შეგრძნებითი ილუზიაა და სინამდვილეში ის დიადი და ყოვლისმომცველი ყლის ნაწილია ?

სარჩევი

სახეობები

სახელმძღვანელოს ავტორი გადაკვრით მიგვანიშნებს ამოცანის სიძნელეზე
ეკზოტიკური დელიკატესი
სადღაც კოსმოსში
  • შიბლა, კამბუხი, ცალთვალა გველი, წითელ ჩაფხუტიანი ჯარისკაცი, დანკრატი, ძარღვიანი სიგარა, ბავარიული სარდელი, ანაკონდა სურამის ტყეში და ა.შ
  • კარდუ - უკომენტაროდ
  • ნოდარ მელაძე - სინონიმი
  • ჭუჭუა - პატარა ზომის ყლე. ძირითადად სახელწოდება გამოიყენება პატარა ბავშვების სასქესო ორგანოს აღსანიშნავად.
  • ბლანჟეანი ყლე (იხ. კარდუ)
  • პინუსი - ფიჭვის ყლე ხე. ლათინური სახელწოდება - Genus Pinus
  • პიტალო კლდე ყლე - არაადეკვატური, შეუგნებელი, თავის ტვინის ფიმოზით დაავადებული ინდივიდუმი.
  • სფერული ყლე ვაკუუმში
  • ბაჯაღლო ყლე - 140 პროცენტიანი ქრონიკული ყლე, გამოჯანმრთელების შანსები ნულისკენ მიისწრაფის.
  • ხრუსტალის ყლე - ძერსკოიდი (იხ. გიორგი ქისტაური ), ძირითადი სიმპტომები: სნობიზმი, ამპარტავნობა, საკუთარი ღირსების გრძნობის უკიდურესად მაღალი მაჩვენებელი.
  • ოლიმპიური ყლე - ყველა საერთაშორისო სტანდარტების დამაკმაყოფილებელი ყლე ISO სერტიფიკატით.
  • 360°-იანი ყლე - უკიდურესად გაქნილი, მოხერხებული და ეშმაკი ყლე. აგრეთვე მოიხსენიება როგორც - განდონი
  • უდიპლომო ყლე - გაუნათლებელი, ბოგანო, ინტელექტუალურად დეგრადირებული ადამიანი . სახეობას ხშირად სდევს საბჯის მიერ ამ ფაქტის ქვეცნობიერული უარყოფა. რკინის არგუმენტებსა და ფაქტის წინაშე დაყენების შემდეგ ინდივიდში ხშირად ვლინდება კოგნიტიური დისონანსი.
  • ევროსტანდარტების შესაბამისი ყლე
  • ყლე ნიორწყალში (მარილი გემოვნებით)
  • ზაქის ყლე - ჩემი მეზობელი ლოთი ვალტერი, ცხოველივით რომ გაილეშება და ლიფტში გულს ირევს ხოლმე.
  • ცეცხლოვანი ყლე - ლუციფერის მამაკაცური დემონური ღირსება, რომლითაც ანალურად აუპატიურებს ცოდვილებს დროთა დასაბამიდან, აქტის დასრულების შემდეგ კი უიღბლო ცოდვილის სწორ ნაწლავში ამ დაცემული ანგელოზის ეიაკულატი იღვრება ადუღებული ლავის სახით.
  • შეუპოვარი ყლე–როგოც წესი ასეთები გადაშენების პირას არიან, მაგრამ რამოდენიმე მათგანი დღესაც ბინადრობს საქართველოს ტერიტორიაზე, მაგ:კარდუ,ნოდარ მელაძე. *თოთო ყლე - როგორც წესი, მოზარდი ან ახალგაზრდა მამრი, რომელსაც ძარღვებში მძღნერი უდუღს, მას კი სისხლი ჰგონია, რაც იწვევს შესაბამის ქცევას და როგორც შედეგი, ადამიანს ამ ეპითეტით ამკობენ.
  • მამალი ყლე - ზრდასრული, თუმცა ჯერაც ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც მისი სოციალური სტატუსისა და ასაკისთვის შეუფერებელ ქცევას ავლენს, რაც იწვევს გარშემომყოფებისგან მის მიმართ უარყოფით რეაქციას და როგორც შედეგი ადამიანს ამ ეპითეტით ამკობენ.
  • ყლიანი ქალი - (იხ. მარგარეტ ტეტჩერი, ოთარაანთ ქვრივი, ნინო ბურჯანაძე, კესარია აბრამიძე) ადამიანის მდედრი, რომელიც მისი სქესისა და სოციალური სტატუსის საპირისპიროდ იქცევა, ავლენს უხეშობასა და ძლიერ ხასიათს, ზოგი ეგზემპლარი საუბარში ხშირად იყენებს ძლიერ ლექსიკას. დაუშვებლად დიდი ხნის განმავლობაში იმყოფება სამზარეულოს გარეთ. (ან უბრალოდ ტრანსსექსუალი)
  • ყურებიანი/წვერებიანი/მოლაპარაკე/ფეხებიანი ყლე - ადამიანი, რომელსაც არაადეკვატური და ჩათლახური ქცევის სტილი უკვე გენეტიკურ კოდში აქვს გამჯდარი, რამაც მისი აგებულებისა და მოლეკულური სტრუქტურის ცვლილება გამოიწვია და ადამიანი იქცა ყლედ. ადამიანური ნიშნებიდან მუტანტს შერჩენილი აქვს მხოლოდ რამოდენიმე არსებობისა და ინფორმაციის მიღებისათვის აუცილებელი ორგანო, რათა კვლავ შეძლოს და განაგრძოს პროფესიონალი ყლის ეკლიან გზაზე სიარული.
  • არნახული ყლე - სრული ასოცირებული ყლე, რევოლუციური ყლეობების ინიციატორი, ინოვატორი ამ სფეროში. ყველა ყლეზე ყლე, რომლის ყლეობის პოტენციალი ყოველ ჯერზე აოცებს მის გარშემომყოფებს.
  • დიპლომიანი ყლე - უდიმპლომო ყლის ანტიპოდი. გარკვეულ დონეზე განათლებული ინდივიდი, როგორც წესი, საზოგადოების ნარწყევი ნაღები ფენის წევრი, რომელსაც მამამ უცხოეთში სწავლა დაუფინანსა. რომელსაც დაავიწყდა (ან არც არასდროს სცოდნია) რომ განათლება და ინტელექტი სხვადასხვა ცნებებია, მტკიცედ დარწმუნებულია საკუთარ გონებრივ უპირატესობაში და რომლის საკუთარი ღირსების გრძნობა ყველა არსებულ და არარსებულ დაშვებულ საზღვრებს სცდება. თავის ტვინის ფიმოზის კრიტიკული სტადია.
  • ყლინჯი - ჰალსტუხი. თუ ამ სიტყვის ეტიმოლოგიას და ფონეტიკურ ჟღერადობას გავითვალისწინებთ, შესაძლებელია თუ არა, რომ ამ ქვეყნის ლიდერის მიერ სავალალოდ ცნობილი ჰალსტუხის ღეჭვის ფაქტი ლატენტურ ჰომოსექსუალიზმზე მიგვანიშნებდეს? ჰმ...

საინტერესო ფაქტები

  • რუსეთის ბანკის ბილეთი ნომინალით 100 000 რუბლი ერთ-ერთია იმ იშვიათ კუპიურებს შორის მსოფლიოში, რომლებზეც ყლე არის გამოსახული (აპოლონის ძეგლზე ბოლშოი თეატრში). აგრეთვე ყლის გამოსახულება გვხვდება კუკის კუნძულების დოლარებზე. სავარაუდოდ, მათზე აღბეჭდილი ყლე სწორედ თვითონ კუკისგან დარჩა, რომელიც, როგორც ცნობილია, შორიახლო ადგილების აბორიგენებმა (ჰავაელებმა) შეახრამუნეს.
  • რუსეთში, სარატოვში ყლე უჩანს იური გაგარინის ძეგლს, თუ მას ქუჩის ზემოთ 50 მეტრის დაშორებიდან შევხედავთ.
  • ხუი - ჩინელი მუსულმანი
  • ხუია - ტრანსნეპტუნური ობიექტი, ჯუჯა პლანეტობის კანდიდატი.
  • აშშ-ში, ლუიზიანას შტატში, ქალაქ მანსფილდში, შარვლიდან ამოგდებული ყლის გამო დაჯარიმდებით 150 დოლარით ან 15 დღიანი პატიმრობით.
  • ჩინურ ლუნა პარკში აღმართულია მსოფლიოში უდიდესი ყლე. 30 მეტრიანი ფიგურა სახელწოდებით "ზეცის საყრდენი", ქალაქ ჩანჩუნშია აშენებული. პარკის დირექტორის თქმით, ეს შამანების კულტურის ნიშანია, რომელიც ამ ქალაქში განვითარდა. ლეგენდის თანახმად, შამანმა ევენკიმ დაამარცხა სასტიკი მმართველი ქალი და აჩუქა მას ფალოსის ფორმის ტოტემი, დაავალა რა მას პატივი ეცა მამაკაცებისთვის და არ დაეხოცა ისინი მისი სურვილისამებრ.
  • არსებობს ყლის ორი სახეობა: პირველი, რომელიც ერექციის დროს რამოდენიმეჯერ იმატებს სიგრძესა და სიგანეში და მეორე, რომელიც თავიდან დიდი ჩანს, მაგრამ ერექციის დროს სულ ცოტათი იმატებს ზომებში. პირველი მამაკაცების 79% ეკუთვნის, მეორე 21%-ს.
  • ფალოსის პირველი გამოსახულებები 30-35 ათასი წლის წლით არის დათარიღებული
  • ჩვენს წელთაღრიცხვამდე XIII საუკუნეში ეგვიპტური ჯარები შეიჭრნენ ლიბიაში და სამშობლოში ტროფეების სახით 13 200 მოჭრილი ფალოსი ჩამოიტანეს.
  • მამაკაცთა უმეტესობის ყლე მთელი ცხოვრების განმავლობაში აგრძელებს ზრდას.
  • ლეყ არის შებრუნებული ყლე

ყლე მითოლოგიასა და ლეგენდებში

პრიაპი
  • ერთხელ ვიშნუს და ბრახმას მოუვიდათ კამათი იმის შესახებ თუ რომელი მათგანი უფრო ძლევამოსილი იყო, რათა მათი კამათი მოეგვარებინა, მათ გამოეცხადათ შივა უზარმაზარი ცეცხლოვანი ბოძის სახით. ბრახმამ უთხრა ვიშნუს: «შენ წადი ზემოთ, მე კი წავალ ქვემოთ, რათა მისი ბოლო ვიპოვოთ». ვიშნუ უზარმაზარ ტახად გადაიქცა და 1000 წელი თხრიდა მიწას მაგრამ მაინც ვერ მივიდა ბოძის ძირამდე. ბრახმა კი ფიქრივით სწრაფ ქათქათა გედად გადაიქცა, ანთებული თვალებით, რომელიც 1000 წლის განმავლობაში მიფრინავდა ზემოთ მაგრამ მაინც ვერ მიაღწია ბოძის წვეროს. როდესაც ისინი უკან დაბრუნდნენ, შივამ მათ სიმართლე გაანდო, რის შემდგომაც შივას სამივე სამყაროში სცემენ თაყვანს. ცეცხლოვანი ბოძი იყო ლინგამი, შივას ყლე.
  • პრიაპი - ანტიკურ მითოლოგიაში ძველბერძნული ნაყოფიერობის ღმერთი, მას გამოსახავდნენ მახინჯ, უზარმაზარ და თან ამდგარ ყლით; აქედანაც პრიაპიზმი - განგრძობითი მდგრადი ერექცია, რომელიც არაა დაკავშირებული სქესობრივ აღგზნებადობასთან.
  • ბერძნების თავდაპირველი წარმოდგენების თანახმად, სწორედ ურანის მოკვეთილი ყლისგან წარმოიშვა სიყვარულის ქალღმერთი აფროდიტე (უფრო ზუსტად კი, სისხლის/სპერმის წვეთებისგან, რომლებიც მოკვეთილი ორგანიდან გამოვიდნენ და ზღვაში ჩაცვივდნენ)
  • ჰიმალაურ ქვეყანა ბუტანში არსებობს ლეგენდა წმინდა მომთაბარეზე, რომელიც შემხვედრ ბოროტ სულებს თავში ყლეს ურტყამდა და ამით მათ კეთილებად აქცევდა. თითქმის ყოველ სოფლის სახლის კარზე გამოსახულია ფალოსის სიმბოლო და ავგაროზის დატვირთვა აქვს.

გაყლერეა

მოძიებულია „http://chiti.ge/pedia/index.php?title=ყლე&oldid=57687-დან“
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ინსტრუმენტები