ყველაფერის ტკივილი

ჩიტიპედია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ყველაფრის ტკივილი - მდგომარეობა როდესაც ყველაფერი გტკივა.

ყველაფრის მტკივანი ახალგაზრდა დარდობს ერზე

სარჩევი

ისტორია

დასაბამი

ყველაფრის ტკივილი პირველად აღმოაჩინეს დმანისთან არსებულ გამოქვაბულში დახატულ პრეისტორიულ საგაზე, რომელზეც ზეზვასა და მზიას მარცხენა მეზობელი პოეტი იყო გამოსახული, რომელსაც ყველაფერი სტკიოდა და ყველაფერი ესმოდა. სამწუხაროდ ისტორიულმა წყაროებმა არ შემოგვინახეს ნიჭიერი ახალგაზრდის წარმატების ამბავი, თუმცა არსებობს ეჭვი, რომ მან მოზღვავებული კრეატიულობის შედეგად ახალი ტოპონიმებისა და საკუთარი სახელების შექმნა დაიწყო.

სწორედ მის სახელს უკავშირდება ისეთი სახელები, როგორიცაა:

  • გომბ-ორი.
  • კოდ-ორი.
  • შა-ორი.
  • ფოსფ-ორი.
  • სეკატ-ორი.

და სხვ.-ორი.

ყველაფრის ტკივილი შუა საუკუნეებში

განსხვავებული ყველაფრის მტკივანები ერთიანდებიან ერთი ტკივილის ქვეშ

ყველაფრის მტკივანნი შუა საუკუნეების საქართველოში აქტიური საზოგადო მოღვაწეები იყვნენ. ისინი მოდიოდნენ ხალხიდან და ეხმარებოდნენ მეჭურჭლეთუხუცესებს, თავადებსა და ბატონებს ტირანების დამარცხებაში. როგორც მემატიანენი წერენ სწორედ მათ იცოდნენ ყველაზე მეტად რა სჭირდებოდა ხალხს და ამიტომ მათი რჩევები სამეფო კარის ინტრიგებში ძლიერი გავლენის მქონე იყო. ცნობილია, რომ სულხან-საბა ორბელიანის "სიბრძნე სიცრუისას" მთავარმა გმირმა მეფე ფინეზმა სწორედ ყველაფრის მტკივანთა ორდენის წევრ ლეონს მიაბარა თავისი შვილი ჯუმბერი, რაღა ამ უკანასკნელს ყველაფერი კარგად გაეგო და შესაბამისად სტკენოდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ხსენებულ ნაწარმოებში ორბელიანს გამორჩა ისტორიის დამაგვირგვინებელი ნაწილი, როდესაც ჯუმბერმა და ლეონმა ყველაფერი მოისმინეს, ყველაფერი იტკიეს და განკურნებულებმა უთესლესი შოუ გააკეთეს მეფის კარზე, რომლითაც ახარებნენ და ტკივილს უამებდნენ ერსა და ბერს.

ყველაფრის ტკივილი საბჭოურ საქართველოში

საბჭოთა საქართველოში ყველაფრის მომტკივანთ აქტიურად სდევნიდნენ, რადგან ისინი რევოლუციისა და კომუნისტური ჩაგვრის უმთავრეს მტრებად ითვლებოდნენ. გასაოცარია ისიც, რომ ყველაფრის მტკივანი ხალხი არამარტო კომუნიზმს არამედ კაპიტალიზმსაც აქტიურად ებრძოდნენ და შესაბამისად არც დასავლეთში უყვარდათ ისინი.

ანტიკომუნისტური ტკივილებისა და მოსმენების აღსაკვეთად საბჭოთა ხელისუფლებამ გადაწყვიტა სადავეები საკუთარ ხელში აეღო და რეპრესიების შედეგად ყველა მომჩივანს თვითონ სტკენდა და თვითონ სმენდა.

ყველაფრის ტკივილი თანამედროვე საქართველოში

2012 წლის არჩევნების შემდეგ არავის აღარაფერი სტკივა.

სიმპტომები

ყველაფრის ტკივილის დროს იკვეთება რამდენიმე სიმპტომი, რომელსაც აუცილებლად უნდა მიექცეს ყურადღება:

  • ყველაფერი გესმით - უბრალოდ გესმით ყველაფერი.

განკურნება

ტკივილ გაყუჩებული ახალგაზრდები თესლ შოუში

ყველაფრის ტკივილი იკურნება ძალიან მარტივად, მას შემდეგ რაც თქვენი ტკივილი დაგიამდებათ, ყლეზე უნდა დაიკიდოთ ყველაფერი, რის შედეგადაც აღარც არაფერი გესმით - ანუ მთავარი სიმპტომი ქრება და ტკივილიც მიჰყვება.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ინსტრუმენტები