ყველაზე საქართველოში დაბადებულები

ჩიტიპედია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რომლებიც მუდამ სწუხდნენ ამაზე.

მოქმედების არეალი და ნიშან-თვისებები

ყველაფერი ცუდის და ნეგატიურის მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ საქართველოა! მუდამდღე ყველაფრით შეწუხებული ქართველების ლექსიკა თითქმის იდენტურია.საწუწუნო თემების მასშტაბები კი ყოველდღიური რუტინული ცხოვრების დეტალებიდან ,ზოგადაკაცობრიო თემებამდეა გადაჭიმული.წუწუნი ხორციელდება ყველგან,ვირტუალურ თუ რეალურ ცხოვრებაში,საბოლოოდ კი მიიღწევა კონსესუსი და დამნაშავე ყველაფერში ჩვენი სამშობლოა. დიდი ხანია ამ ადამიანების ქმედება გასცდა ე.წ. წუწუნის საზღვრებს და უკვე ხელოვნების დარგად იქცა.განხილვის ობიექტია:ქართული ტრადიციები,მარაზმები და ა.შ.


წარმოგიდგენთ მათ მიერ ყველაზე ხშირად გამოყენებულ ფრთიან ფრაზებს:

1) "ღმერთო მეტეორი გვესროლე". თუმცა ეს მათი მაქსიმუმი არაა,ხშირად ღმერთს მეტეორის სროლის გარდა სხვა სტიქიური უბედურებების მოვლენას(და არა მარტო) სთხოვენ.ვინაიდან ღმერთი ჩვენს ყველა თხოვნას ისმენს(?),ალბათ ამის მიზეზიცაა მომრავლებული მიწისძვრები.

2) "ძალიან ბნელა".ამ ერთი ფრაზით ორ კურდღელს კლავენ.გარდა იმისა,რომ გულისხმობენ ქართველი ერის გაუნათლებლობას და უკულტურობას,ასვე აქცენტს აკეთებენ ახალი ენერგეტიკის მინისტრის უუნარობაზე და მის ლაფში ამოსვრას ლამობენ.

3) "ასეთი რამ მარტო საქართველოში ხდება". ეს ჩემი საყვარელი გამონათქვამია.ამ დროს მინდება ამ ფრაზის ავტორთან ახლო ურთიერთობაში შევიდე,ლოყაზე ნაზად მოვუთათუნო და ვკითხო თუ როგორი სიტუაცია სვაზილენდში.დიახ,დიახ,მათ ზუსტად იციან თუ რა ხდება დედამიწის ნებისმიერ კუთხეში და ისიც იციან,რომ მხოლოდ 69,700 კმ2 ფართის მქონე მონაკვეთზე,რომელსაც საქართველო ჰქვია,ხდება ის რაც ხდება და არა სხვაგან!

ბოლო პერიოდში ყველაზე დიდი გამოხმარუება,დილის გადაცემის ორმა ჟურნალისტმა ჰპოვა,რომლებმაც არასწორად გამოაცხადეს ტემპერატურა.რამდენიმე საათში ეს სამარცხვინო ვიდეო მთელს სოციალურ ქსელს მოედო,აკრიტიკებდა დიდი თუ პატარა.ჭარბობდა შეურაცხმყოფელი და ცინიკური კომენტარები - “ვინც ესენი ტელევიზიაში დასვა”. ფეისბუქის ინტელიგენციამ გამოაქვეყნა მიმართვა,სადაც ისინი გმობდნენ ამ ფაქტს და პასუხისმგებელ პირებს თხოვდნენ სასტიკად დაესაჯათ ეს ორი სუბიექტი.მოეწყო ასევე ეგზორციზმის რიტუალი,რის შედეგადაც ამ ორი ჟურნალისტიდან გამოძევებული იქნა დემონი,რომელიც მათ აიძულებდა ჟურნალისტური საქმიანობის გაგრძელებას.მეტი ეფექტისთვის წინ უტრიალებდნენ თამარა ჩერგოლეიშვილის,თეო ხატიაშვილის,გოგი გვახარიასა და ნინია კაკაბაძის სურათებს.



ჰობი და ინტერესები

დამღლელი დღის შემდეგ კი იკრიბებიან ლიფ.კაფეებში და შეჯამებას აკეთებენ,თუ რამდენი მარაზმი გამოავლინეს და რამდენი გაასწორეს მიწასთან.შეკრების მიწურულს ფეხზე წამომდგრები ისმენენ ევროკავშირის ჰიმნს და ორივე ლოყაზე კოცნით ემშვიდობებიან ერთმანეთს. ვიიქენდებზე კოლექტიურად გადადიან სარფის გამშვებ პუნქტზე,რათა გაეცალონ ამ ქვეყანას და შეიგრძნონ თავისუფლების არომატი. რასაც ვერ დაუკარგავ,ძალიან ოპერატიულობაა.დროულად ჩნდებიან იქ სადაც ახალი ქართული მარაზმი აღმოცენების პროცესშია და თავის საქმეს პირნათლად ასრულებენ.


მათი საყვარელი რეჟისორი და ზოგადად “inspirational people”_ია გირგი ლიფონავაა,რომელიც მუხრჩაუხრელად,24/7ზე ებრძვის ქართულ დოგმატურ აზროვნებასა და გაბატონებულ მარაზმებს.

საყვარელი სერიალი - ჩემი ცოლის დაქალები.

საყვარელი ფილმი - ჩემი ცოლის დაქალის ქორწილი.

საყვარელი საქმიანობა - Facebook-ზე ჩემი ცოლის დაქალის ქორწილის ტრეილერის შეარი და მეგობრებისთვის ამ გენიალურ ( <3 ) ფილმზე წასვლის მოწოდებაა.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ინსტრუმენტები