ღირსება

ჩიტიპედია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ღირსების შელახვით აღშფოთებული ჯეკი ჩანი

ღირსება - (ინგ: Ghirseba) გრძნობა ან თვისება, რომელიც გარკვეული ქმედებების შედეგად იკარგება. ხშირად გვხვდება წართმეული ღირსებაც.



სარჩევი

ისტორია

დასაბამი

ღირსებას საფუძველი აზიურ კულტურაში ჩაეყარა, კერძოდ იაპონიაში, ქალაქ კიოტოსთან არებულ აღმოსავლურ გრძნობათა სკოლაში. მისი დამაარსებელი იოშემიცუ იმამოტოა, რომლსაც ადრეული ასაკიდანვე აწუხებდა შეკითხვები ადამიანებისა და იაპონელების სრულყოფასთან დაკავშირდებით, "არა, რაღაც გვაკლია!" - ვკითხულობთ იეროგლიფურ ჩანაწერში, რომელიც იამამოტომ 10 წლის ასაკში ჩახატა. მსოფლიო მნიშვლეობის აღმოჩენა ახალგაზრდა იოშემიცუმ შემთხვევით გააკეთა, იგი ნიუტონივით იწვა ხის ძირში, თუმცა ინგლისელი ფიზიკოსის ხისგან განსხვავებით აღნიშნული ხე ალუბლის იყო. ჩაფიქრებულ იამამოტოს შუბლში ძალიან მწარედ მოხვდა ალუბლის კურკა, ტკივილისგან ფეხზე წამოჭრილმა იამამოტომ კინაღამ მიზიდულობის კანონი შვა, თუმცა როდესაც გაანალიზა, რომ მას კურკა არა თავისით - არამედ მისი კლასელის აგანო ამანუჩის წყალობით მოხვდა ფიზიკაზე ფიქრს მოეშვა და აქამდე უცნობ გრძნობას მისცა უფლება მას დაუფლებოდა.

იამამოტოს გვიან ჩანაწერებში ვკითხულობთ, როგორ აღწერს ის საკუთარ თავში ჯერ ღირსების დაბადებას, ხოლო შემდეგ მის შელახვას. სწორედ ამ მომენტში მიხვდა იამამოტო რა აკლდა აქამდე იაპონელ ხალხს. იმ დღიდან ის აქტიურად შეუდგა თანამემამულე იაპონელებში ღირსების ჩასახვას. იამამოტოს გამოგონება ხალხმა უმალვე აიტაცა და ახალგაზრდა იაპონელი მსოფლიოში პირველ სტივ ჯობსად იქცა.

რამდენიმე წლის შემდეგ, როდესაც იოშემიცუ იამამოტოს გამოგონებამ ჰონსიუ, ჰოკაიდო და კიუსიუ მოიცვა ღირსებამ უკუჩვენებების გამოვლენა დაიწყო, რის შედეგადაც სიკოკუზე მისი იმპორტი ცოტა გაჭირდა. როგორც აღმოჩნდა, დროთა განმავლობაში შეულახავი და კარგად დაცული ღირსების შელახვისას, ღირსება ღირსებაშელახულ/წართმეულ ადამიანში აჩენდა ძლიერ მოთხოვნას ან ღირსების შემლახავი მოეკლა ან თავი. ამ პერიოდისათვის იაპონიაში სიკვდილიანობამ იმატა, თუმცა დროთა განმავლობაში პრობლემა აღმოფხვრილი იქნა.

ღირსება ევროპაში

ღირსება ევროპაში მარკო პოლომ შემოიტანა ჩინეთიდან დაბრუნებისას. ისტორიული წყაროების ცნობით მოგზაურის მიერ შემოტანილი პროდუქტებიდან, დენთთან ერთად, სწორედ ღირსება გახდა ყველაზე პოპულარული. როგორც ისტორიკოსები ყვებიან, გასართობად და ფეირვერკების გასაშვებად გამოგონებულ დენთს ევროპელებმა მალევე უპოვეს დანიშნულება. ისინი ღირსებასა და ტყვია-წამალს ერთად ყიდულობდნენ, შემდეგ ერთმანეთს ღირსებას ულახავდნენ ან ართმევდნენ, ხელთათმანებს სახეში ულაწუნებდნენ და დუელებში ღვრიდნენ სისხლს.

ამჟამად ევროპელებს ღირსების წართმევისა და შელახვისადმი იმუნიტეტი გამოუმუშავდათ. შესაბამისად მკველობების და ომების ნაცვლად, ღირების შელახვის შემთხვევაში, ევროპელები უბრალოდ შფოთავენ.

ღირსება და საქართველო

ღირსების აღდგენით გახარებული ინწელიგენწია

საქართველოს ღირსების 20% ამჟამად ოკუპირებულია. თუმცა ამ მხრივ პროგრესია, რადგან 2012 წლის 1 ოქტომბრამდე, ქართველი ხალხის ღირსების 100% სააკაშვილისა და მისი ხროვის ხელში იყო. აღნიშნული პოლიტიკური ძალა ქართველი ხალხის ღირსებსას სხვადასხვა დანიშნულებით იყენებდა, ძირითადად კი ყიდდა ამერიკაში, ხოლო აღებული ფულით მარშალის კუნძულებზე არეგისტრირებდა ტელევიზიებსა და მედია საშუალებებს. გაყიდული ქართული ღირსების ხარჯზე სააკაშვილმა ჩამოიყვანა ტოტო კუტუნიო, ენრიკე იგლესიასი და სოფია ნიჟარაძე. მნიშვნელოვანია, რომ ამ დროს საქართველოს ღირსების დაცვის სადარაჯოზე საკუთარი ღირსებით ხელში მედგრად იდგა და უკან არ დაუხევია გივი სიხარულიძეს, რომელიც მოგვიანებით მადლიერმა ეკლესიამ ღირსი გივის სახელით წმინდანთა დასს მიაკუთვნა.

არჩევნებში ქართული ოცნების გამარჯვების შემდეგ ქართველ ხალხს ღირსება და გაყინული ანაბრები ნელ-ნელა უბრუნდებათ. თუმცა სამართლიანობისა და ღირსების აღდგენის ეპოქაში მაინც გვხვდება ღირსების შელახვის ფაქტები. ღირსების დაკარგვისა და წართმევის ბოლო შემთხვევა პარლამენტარმა გოგა ხაჩიძემ დააფიქსირა თავის Facebook გვერდზე. დეტალებს ამ ფაქტის შესახებ თქვენ მისი (ხაჩიძის) მემატიანის, ამბები.გე-ს, საშუალებით შეგიძლიათ გაეცნოთ.

მოძიებულია „http://chiti.ge/pedia/index.php?title=ღირსება&oldid=2864-დან“
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ინსტრუმენტები