ქოცები

ჩიტიპედია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქოცები — სამართლიანობისთვის მებრძოლი რაინდები.მათი ფართო ინტერესებიდან და მიზნებიდან უმთავრესია სამართლიანობის აღდგენა, ღირსების,ქართველობისა და იმ 50 თეთრის დაბრუნება, თითო ლიტრი ბენზინიდან მიშას ჯიბეში რომ მიდიოდა.

ქოცები - ლაითი ნაცები.

სარჩევი

მიღწევები

მიუხედავად იმისა,რომ ქოცები მხოლოდ რამდენიმე თვეა მოვიდნენ ხელისუფლებაში,უკვე უამრავ წარმატებას მიაღწიეს. ქართველობის დაბრუნების ისტორიული პროცესი რომ დაწყებულია,ამას ბუსუსებიანი პრეზერვატივის აკრძალვა ადასტურებს.ეს მხოლოდ ამ დიადი საქმის ნახევარია,ამიტომ ნაღდი ქართველი და დამრტყმელი დეპუტატი კობა დავითაშვილი ამაზე გაჩერებას არ აპირებს და საქმეს ბოლომდე მიიყვანს. ტელეფონზე თავისუფლად ვლაპარაკობთ,აღარ გვეშინია.სულიც ნელ–ნელა იწმინდება ფურთხისგან და იმედია ღირსებაც მალე დაგვიბრუნდება.

ქოცი ღმერთები

ბატონი ბიძინა
  • ბატონი ბიძინა - მთავარი ღვთაება.ქოცური მითოლოგიის მიხედვით, ბიძინა დაიბადა და გაიზარდა ჩვეულებრივ ოჯახში. ახალგაზრდობის წლებში გადასახლდა რუსეთში, სადაც დიდძალ ქონებასთან ერთად სახელიც მოიხვეჭა. მას შემდეგ, რაც ხალხმა დახმარება შესთხოვა, ბიძინამ უარყო ჩვეული ცხოვრების წესი და დიქტატორ სააკაშვილთან ბრძოლაში ჩაება. მას მხოლოდ ერთი წელიწადი დასჭირდა, რათა ნაცების რეჟიმი აღეგავა პირისაგან მიწისა, რის შემდეგაც გაიფანტა უკუნი და ქვეყანაში გასაოცარმა დემოკრატიამ, მშვიდობამ და სიყვარულმა დაისადგურა. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ,პატივისცემისა და მოწიწების ნიშნად ხალხმა მას ბატონი ბიძინა უწოდა. არასოდეს მიაქციოთ ყურადღება მის პირველ გამოსვლას. არამედ მხოლოდ მეორეს - სადაც ბიძინა პირველ განცხადების განმარტებას გააკეთებს. ბატონმა ბიძინამ ყოველთვის ყველაფერი უკეთ იცის,რადგან მან ექვსი მილიარდი იშოვნა. ბატონი ბიძინა ფლობს მომაკვდინებელ იარაღს - იუმორს. ის ყოველთვის წარმატებულად ხუმრობს. გადმოცემის თანახმად, მისი ერთი ანეგდოტიც კი სასიკვდილოა.
  • თეა წულუკიანი - სამართლიანობის ქალღმერთი.არ არსებობს ძალა,რომელიც თეას სამართლიანობის აღდგენის საქმეში წინ აღუდგება.მას ჩიპიანმა პასპორტმაც კი ვერაფერი დააკლო.
  • ეკა ბესელია - ჯაშუშებისა და ყოველთა ჩაგრულთა მფარველი ქალღმერთი.
  • ლალი მოროშკინა - ნგრევის ქალღმერთი. გადმოცემის თანახმად, ის ფლობს გიგანტურ ჩანგალს, რომლითაც ანგრევს სისტემას. სავარაუდოდ მან ეს ჩანგალი პოსეიდონთან (ან ში) გატარებული ღამის შემდეგ მოიპოვა.
  • სოზარ სუბარი - ღვთაება ბახუსის ქართული ინკარნაცია.
  • სოსო ჯაჭვლიანი - კაცობისა,მეობისა და ვაშკაცობის ღვთაება.
  • ელდარ-ლუკა-ბლექბერ კურტანიძე - ტყის ღვთაება.
  • რობიკო სტურუა - ხელოვნებისა და კულტურის მფარველი ღვთაება.მისი უკანასკნელი ნამუშევარია "თვალთმაქცი ევროპა და ორმოცი გახრწნილი ლობისტი".ჟამთააღმწერელმა,მე მეტს ვერაფერს დავწერ,ჯერ დიდი მაესტროს დონემდე მივიდეო.
  • გუბაზ სანიკიძე - ხვავისა და ბარაქის ღვთაება;
  • ოლეგა იაძე-მრისხანე - მრისხანების ღვთაება.საუკუნეების განმავლობაში მას ებრძვის დაუძინებელი მტერი მარეხ მოუსვენარი.
  • მურმან დუმბაძე - შურისძიების ღვთაება. მან დაწყევლა ყველა ნაციონალური მოძრაობის მომხრე, რის შემდეგაც ისინი სრულად განადგურდნენ.

როგორ გაოცდა ევროპა

გაოცებული ევროპელები

ერთ-ერთი დაპირება,ევროპის გაოცების შესახებ,ბატონმა ბიძინამ პირნათლად შეასრულა.ამ საქმეში მთავარი როლი, რა თქმა უნდა, თავად ბატონმა ბიძინამ ითამაშა:" ევროპელებს რომ შევხვდი, მითხრეს, ძლივს ნორმალური კაცი დაგინახეთო" - განაცხადა მან.ის არ ასახელებს კონკრეტულად რით გააოცა ევროპელები,თუმცა არსებობს ღრმა რწმენა,რომ ეს მან საოცარი იუმორის გრძნობის მეშვეობით მოახერხა.ასევე დიდი წვლილი მიუძღვის კურტანიძე-ქანთარია-ჯაჭვლიანის ტრიოს.მათმა ინტელექტის ამოუწურავმა მარაგმა და სტრატეგიულად აზროვნების გასაოცარმა უნარმა აღაფრთოვანა ევროპელები და წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა მათზე,ხოლო ნოდარ ხადურის გენიალურმა ნაშრომმა "როგორ გავზარდოთ პენსია კარტოფილის საშუალებით" ბოლო ლურსმანი ჩააჭედა ევროპის გაოცების დიად საქმეში.

მტრები

ჩანერგილი

გარდა ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებისა,ქოცები მტრად მიიჩნევენ ყველას,ვინც ბატონ ბიძინას არ ეთაყვანება და მის ყოვლისშემძლეობას არ აღიარებს. ნაცები იყოფიან მესაბოტაჟეებად და ჩანერგილებად. ნაცებს აგრეთვე ჰყავთ ლობისტები (a.k.a მიშას მონები). ყველაზე ცნობილი ლობისტები არიან:ნატოს გენერალური მდივანი, ანდერს ფოგ რასმუსენი,ნიუ-იორკ ტაიმზისა და ვაშინგტონ პოსტის რედაქტორი მთელ რედაქციასთან ერთად,თეთრი სახლის ადმინისტრაცია სრული შემადგენლობით,მთელი ბოზი ევროპა და დამპალი ამერიკა.მათ გარდა ქოცებს მტრები არ ჰყავთ.მხოლოდ ჰყავთ სტრატეგიული პარტნიორი - რუსეთი.სააკაშვილის დიქტატორულმა რეჟიმმა აკრძალა ყოველგვარი ურთიერთობა რუსეთთან,თუმცა მისი დამარცხების შემდეგ აღმოიფხვრა ყოველგვარი გაუგებრობა,რომელიც მანამდე არსებობდა ორ ისტორიულად მოძმე ქვეყანას შორის.თუმცა უსაფრთხოებისა და თავდაცვის მიზნით საჭიროა მცირეოდენი რუსული ენის ცოდნა,რომ ტყვედ ჩავარდნის შემთხვევაში შეჰღაღადო:"ნე სტრელია ბრატ , ია სვოი,სვოი...სააკაშვილი პიდარასტ".

ასევე იხილეთ

მოძიებულია „http://chiti.ge/pedia/index.php?title=ქოცები&oldid=62802-დან“
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ინსტრუმენტები