ქორწილის ოპერატორი

ჩიტიპედია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
როგორ ხედავს ქორწილის ოპერატორი საკუთარ თავს
როგორია ქორწილის ოპერატორის რეალური სახე

ქორწილის ოპერატორი - პროფესია საქართველოში (გვხვდება მსოფლიოს სხვა დანარჩენ ქვეყნებშიც), ამ საქმის პროფესიონალები გამოირჩევიან კრეატიულობითა და მუსიკალური გემოვნებით.

სარჩევი

ისტორია

ისინი თავად ქმნიან ისტორიას!

გამორჩეული პროფესიული ნიშნები

ამ პროფესიის წარმომადგენლები ფლობენ ვინდოუს "მუვი მეიქერს" უმაღლეს დონეზე. განსაკუთრებით დახელოვნებულინი არიან Fade in, Fade out და Cross-dissolve გადასვლებში.

ქორწილის ოპერატორის აუცილებელი უნარია სწრაფად მიმავალი მანქანის ფანჯრიდან ამოძვრეს და ზედ ჩამოჯდეს, იდაყვი ედოს ავტომობილის სახურავზე და იღებდეს ნეფე-პატარძლის ლიმუზინს და საერთოდ მთელს მსვლელობას.

განსაკუთებით ნიჭიერი ოპერტორებს შეუძლიათ არათუ კადრების დაჭერა, არამედ კადრების შექმნა. მაგალითად, "პატარძალი ყნოსავს თაიგულს" - თუმცა აქ პატარძალი ზურგით უნდა დადგეს კამერისკენ და წელში გადმოიხაროს, თითქოს ხიდზე გადადის (თუ ობიექტს ტვინში სისხლი არ ჩაექცა და წელში არ გადატყდა თქვენს საქორწილო ალბომს შესანიშნავი ფოტო შეემატება).

მუსიკალური გემოვნება

Kenny G

ურბანული ლეგენდის მიხედვით ერთ ოპერატორს მუსიკა შეეშალა და ვიდეოზე Gunther-ის Ding Ding Dong (you touch my talala) დაადო, რის გამოც ის პატარძლის და სიძის ძმებმა გაა*ლევეს ცემაში.

ხალხის პირველი რეაქცია როცა ქორწილის ფილმს უყურებენ

–ვაიმეე, რა კარგად არის დამონტაჟებულიი.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ინსტრუმენტები