ქლაბინგი საქართველოში

ჩიტიპედია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქართული ქლაბინგი წარმოადგენს ფრიად გასაკვირ თუმცა ძალზედ საინტერესო ფენომენს. ის ხშირად გვხვდება თბილისური ქლაბინგის ან თბილისური "ტუსოვკების" სახით, თუმცა ტექნოლოგიებისა და ხალხის განვითარებასთან ერთად, ქლაბინგის არეალი უფრო და უფრო იზრდება. ქართულ ქლაბინგს დიდი ისტორია აქვს და ის დღესდღეისობითაც არ კარგავს აქტუალურობას.

ისტორია

ქართული ქლაბინგის ფესვები მიდის მე-19 საუკუნემდე. ცნობილი ფაქტია ის რომ ილია ჭავჭავაძე რუსეთში სწავლისას აკვირდებოდა იქაური ხალხის ადათ-წესებსა და იმას თუ როგორ ერთობოდნენ ისინი. არ არის გასაკვირი ის რომ მან მოსკოვიდან ჩამოტანილი დიჯეი "სირიოჟასა" და დიჯეი "კლუბნიკას" მიქსებით შეძლო და შეაყვარე ქართველ ერს ეს კულტურა. თუმცა 1918 წელს, ელექტრონული მუსიკის მოსმენა და შესაბამისად ქლაბინგიც აიკრძალა საქართველოში. ხალხს საქმე აღარ ჰქონდა და რუსეთის იმპერიისაგან განთავისუფლება განიძრახა. ამის შემდგომ კი ხალხში ქაოსი იყო. ერმა არ იცოდა რა უნდა ექნა და ქეიფი დაიწყო. თუმცა ეს ყველაფერი გაგრძელდა მხოლოდ 80 წელიწადი. 2000 წლებში, ქლაბინგი ისევ პოპულარული გახდა ქვეყანაში. როგორც იუწყებიან ცნობილი ისტორიკოსები, 2013 წელი საქართველოში ელექტრონული მუსიკის ბუმი დაფიქსირდა და და ნამდვილ საკლუბო სცენას მოწყურებული ხალხი ბერლინიდან თბილისისაკენ გამორბოდა.

ქლაბინგის ტიპები

ქართული ქლაბინგი სხვადასხვაგარი შეიძლება იყოს, თუმცა ის ძირითადად ორად იყოფა: "სვეცკი" და თბილისური გულაობა და ჰიპსტერულ-"ევროპული" ტუსოვკები

ნაღდ თბილისურ-"სვეცკურ" გულაობას შეიძლება გადავაწყდეთ ისეთ კლუბებში როგორებიცაა სენატი, იუნიქი, ჰუუკაჰ ლაუნჯი, ქლაბ მოსქოუ და ა.შ (ჩამონათვალი არ მთავრდება). იქ არის ყველაზე გემოვნებიანი მუსიკა და გარემო. დამახასიათებელი ელემენტებია: რკინის აშეინიკი და ქუსლებიანი "ბასანოშკები" გოგოებისათვის და გადახოტრილი თავი ემელის გასაღებითურთ ბიჭებისათვის. თუმცა ამ დიად გულაობას გამოეყო ბაბულიკთა და მათ გოგონათა ერთი ნაწილი და შეუერთდენ მეორე ტიპის გულაობებს კერძოდ კი ჰიპსტერულ ტუსოვკებს. ჰიპსტერული გულაობა ძირითადად იმართება თბილისის ორ კლუბში: კაფე-გალერეა და მტკვარზე. ხალხური თქმულების მიხედვით, კაფე-გალერეა "პიდარასტებისთვის" განკუთვნილი ზავიდენიაა, თუმცა არც ერთი ისტორიული წყარო ამას არ ადასტურებს. მტკვარზე კი სავარაუდოდ იმ დროს გაიხსნა ქალაქში როდესაც რეალური აპოგეა ხდებოდა ქლაბინგის და ამ უკანასკნელმა კლუბმაც დიდი წვლილი შეიტანა ამაში: უზარმაზარფანჯრიანი 400 კვადრატული ძველი თევზის რესტორნიდან თქვენ შეგიძლიათ გადახედოთ მტკვარს და დაინახოთ ულამაზესი იქ გადაყრილი მძრენი. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ასევე "გასვლითი ივენთები", რომლებიც ზაფხულის რიჟრაზჟე იწყება და წარმოადგენს სუფთა ჰაერზე გულაობის ტიპს. ზუსტად ამ გულაობების საპატივცემულოდ ლისი ლეიქს დაარქვეს ტექნო ლეიქი.

რჩევები გოგოებს კლუბში მოქცევასთან დაკავშირებით

არასოდეს არ დაიწყოთ მომზადება ივენთისთვის 11 საათამდე. კარგად მოემზადეთ, ამოიღეთ კარგად დაყენებული სახეები თქვენი ტუმბოჩკებიდან, გაიკეთეთ ისინი, დაპრუწეთ ტუჩები, ხელში დაიჭირეთ აიფონი, მოამზადეთ მასზე ფოტოაპარატი, ჩაიცვით ქუსლიანი ფეხსაცმელი, წაისვით 25 ტონა პომადა, ტონალური და ლაინერი, ბოლოსკენ კი იგრძენით თავი თავდაჯერებულად, დაიჭირეთ "პაწუკა" ხელჩანთა და მიდით კლუბში. ივენთის დროს არ დაგავიწყდეს 60 ცენტნერი სურათის გადაღება და სასურველია იმ წამსვე სოციალურ ქსელზე ატვირთვა რათა ამ ფაქტმა გამოიწვიოს თქვენი ფრენდების გულზე გასკდომა. მოწიეთ კენტი და დალიეთ არყიანი კოქტეილები. იცეკვეთ ნელა და სანდომიანად.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ინსტრუმენტები