ქართველი პროგრესული ახალგაზრდა

ჩიტიპედია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საქართველოში უკანასკნელ პერიოდში ჩამოყალიბდა პროგრესული ახალგაზრდის სტერეოტიპი. პროგრესისტები საუბრობენ ბევრი ინგლისური სიტყვის გამოყენებით. ისე, რომ მაქსიმალურად მოარგონ ქართულს, არადა ასეთი სიტყვების ზუსტი ქართული შესაბამისობანი ადვილად მოსაძებნია. მაგალითისთვის გამოიყენება - რელევანტური, დესტრუქციული, ასევე ბოლო დროის ტენდენციაა facebook - სა თუ სხვა საშუალებებში პირდაპირ ინგლისურით დაწერა, ლათინური ასოებით. მაგ. same here, I'm in, just და ა.შ.

"პროგრესული ახალგაზრდის" საქმიანობები

პროგრესული ახალგაზრდები ხშირად დადიან ოფიციალურ ტანსაცმელში, ხშირად უკეთიათ ჰალსტუხი და ეხუტებიან აშშ - ს დროშას. მათი ოცნებაა აშშ - ში ან ინგლისში სწავლა, არა იმიტომ, რომ სწავლა უნდათ, არამედ იმიტომ, რომ ერქმევათ "განათლება უცხოეთში მიღებულები". ძირითადად ქვეყნის განუვითარებლობისთვის მთავარ პრობლემად ესახებათ ქართული ტრადიციები. აქვე დავამატოთ, რომ ბევრ მათგანს მოსწონს რეჟისორი ლიფონავა (რომლის გვარსაც საზოგადოების ნაწილი, ძირითადად ისინი, ვისაც პროგრესულები დასცინიან, უცენზურო სიტყვას აყოლებს გვარის დასაწყისში).

მუსიკა და გემოვნება

უსმენენ გემოვნებიან მუსიკას, არა იმიტომ, რომ ევასებათ, არამედ იმიტომ, რომ "გემოვნებიანი მუსიკაა". რედიოჰედის "ქრიფი" და მიუზის (გნებავთ, მიუსის) "სთარლაითი" მათთვის საუკეთესო ჰიტია, ძირითადად მათ ვოლებზე ამას შეხვდებით, არ ავხსნი რატომ, დაე, თავად მოიფიქრეთ.

ფეისბუქი

ასევე ბოლო პერიოდში მათ ფეისბუქის კედლებზე (ე.წ. ვოლებზე) შეინიშნება ინგლისურად გადათარგმნილი "კაი ტიპების" (მწერალი იქნება თუ მეცნიერი) ციტატები, რომელსაც რომელიღაც გვერდიდან აშეარებენ, ამით ერთი მხრივ საკუთარ სიბრძნესა და ინტელექტუალიზმს, მეორე მხრივ ინგლისურის ცოდნას ესმევა ხაზი. ბარემ fb - ს თემაზე დავამთავროთ, სამუშაო ველში, უმრავლესობას მითითებული აქვთ, რომელიმე საკუთარი ბლოგი ან ინტერნეტ - გვერდი, ამით რას აკეთებენ, რას მიანიშნებენ, კაცმა არ იცის.

ეს არის და ეს.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ინსტრუმენტები