ქართველი მეტალისტი

ჩიტიპედია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქართველი მეტალისტი ერთობ საინტერესო ფენომენია ჩვენს საზოგადოებაში. გრძელი, დასაბანი თმით, ორი ზომით დიდი ბათინკითა და იაფიანი არყის ბოთლით მოსიარულე ბიჭს ხედავთ ვაკის პარკში?! ის ქართველი მეტალისტია! ფეისბუქზე სფეისის გამოყენების გარეშე დაწერილი და ასოებ არეული პოსტები ნახეთ? მაშინ დიდი ალბათობა არსებობს იმისა, რომ ესეც ქართველი მეტალისტის დაწერილია.

  • ქართველი მეტალისტობის ძირითადი კრიტერიუმები
  1. დღეში სამი–ხუთჯერ უნდა ახსენო, რომ პოხუისტი ხარ და ყველაფერი გკიდია, ‘ლიჟბი’ სასმელი გქონდეს.
  2. კარგი იქნება თუ ფეისბუქზე დალაიქებული გექნება გვერდები: ‘Hail Satan’ (თუმცა კი არაა საჭირო დიდ პატივს სცემდე სატანას, უბრალოდ ლავეის მოძღვრების ნაწყვეტები უნდა გქონდეს წაკითხული rock.ge ზე და ესეც საკმარისია), ‘ძირს პაპსა’ და ა.შ.
  • ისტორია და მახასიათებლები

ქართველი მეტალისტები არცერთ თბილისში ჩატარებულ კონცერტს არ ტოვებენ. თუმცა კი ცოტა მათგანი თუ მიდის იქ მუსიკის მოსასმენად. ყველას სხვადასხვა მიზანი ამოძრავებს. უმჯობეისა თუ კონცერტზე ვაგზლის მეორადში ნაყიდი რომელიმე მეტალ ან როკ ჯგუფის მაისურით წახვალ. იქ მისულმა უნდა დალიო ყველაფერი რაც ხელში შეგხვდება, ნაყიდი, ნაჩუქარი, ნაპოვნი. შემდეგ კი სახლისკენ მომავალ გზაზე რამდენიმეჯერ უნდა არწყიო (სასურველია თუ ეს რუსთაველზე ან თავისუფლებაზე მოხდება) და შემდეგ ამითი იკაიფო ერთი თვე მეტალისტ ძმაკაცებში და დაქალებში. თუკი ქვეყანაში ადგილი ექნება ძალადობასა და არათანასწორობას და ხალხი ამის პროტესტს შავი ფონის დაყენებით გამოხატავს, ქართველი მეტალისტი ავატარზე წითელ ფონს დაიყენებს! ქართველ მეტალისტს აინტერესებს, თუ როგორ ახერხებდა იესო წყალზე სიარულს, როგორ მოახერხა ნოემ კიდობნის აშენება ან როგორ საუბრობდა გველი ედემის ბაღში, თუმცა კი არ უღრმავდება ისეთ საკამათო და ორაზროვან ფილოსოფიურ საკითხებს რელიგიაში, რომელიც მართლა მისცემს მას ათეიზმის ან აგნოსტიციზმის საფუძველს. თუმცა კი ფეისბუქის ფეიჯზე დიდი ალბათობით ეწერება რომელიმე მათგანი რელიგიურ შეხედულებებში. ზოგს ათეისტი უწერია, ზოგს აგნოსტიკი, ზოგს უბრალოდ  : They All Suck" ან "I hope I never get so old I get religious" და ა.შ ქართველი მეტალისტების შეკრების ძირითადი ადგილი არის მაგთი კლუბი (თვეში სამჯერ მაინც, ერთხელ წესიერი კონცერტიც იმართება), რომელიმე სკოლის უკანა ეზო ან ვაკის პარკი.

  • წყაროები
  1. www.rock.ge – ქართული როკ–ენციკლოპედია
  2. www.facebook.com/martlmadideblurimargalitebi ( იუზერების 70% )
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ინსტრუმენტები