ქართველი ისტორიკოსი

ჩიტიპედია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქართველი ისტორიკოსი - ადამიანი, რომელმაც დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი და რომელიც თვლის, რომ დიდგორის ბრძოლაში თურქების ჯარი 400 000-ს აღწევდა, ხოლო ჯალალ ედ-დინმა თბილისის აღებისას 100 000 "მოწამე" დახოცა. ქართველ ისტორიკოსებს გარდა ისტორიისა უჩნდებათ სხვა ინტერესებიც, მაგ. ისტორიის ასოცირებული პროფესორი გუბაზ სანიკიძე კოსმონავტობაზე ოცნებობს და დაინტერესებულია ასტრონომიით, ასევე არის პოლიტიკოსი და აპირებს გახდეს მილიონერი. გუბაზ სანიკიძე ხშირად იყენებს ისტორიის ღრმა ცოდნას და პოლიტიკური გამოსვლების დროს ხალხს ასეთი ფრაზებით მიმართავს - "ბახტრიონის აჯანყება გახსოვთ ხალხო!!!" მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ გუბაზ სანიკიძის მსგავსად ქართველ ისტორიკოსთა დიდი ნაწილი კარგი თამადა და ჭამა-სმის მოყვარულია. ისტორიულ ნაშრომებს რაც შეეხება გამოსარჩევია ერთ-ერთი პატივცემული ქართველი ისტორიკოსის კვლევები, რომელმაც კუნძულ კრეტაზე აღმოჩენილი წარწერები(ფესტოს პოდნოსი) მეგრულად წაიკითხა. მისი თქმით კრეტის მეფე მინოსი ასე მოიკითხავდა ხოლმე თავის მინოტავრს ლაბირინთში "მუამბე რე სკან ურე, მუჭო მეურს საქმეეფი".

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ინსტრუმენტები