ქალიშვილობის ინსტიტუტი

ჩიტიპედია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქალიშვილობის ინსტიტუტი არის ერის მეობის, კაცობის, ჩახუტების და ძმობის გამომხატველი ინსტიტუტი, რომელიც დაარსეს ვინმე ბინძურ ბაღვაშმა და ჯიმშერ ბეწვიანმა ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1703 წელს. თავდაპირველად ის ბოყოიეს სახელობის გალაქტიკათშორისი უნივერსიტეტის ბაზაზე ფუნქციონირებდა როგორც მისი ერთ-ერთი ფილიალი, მაგრამ იმის გამო, რომ კანიბალიზმის და შემდეგ განსაკუთრებით ქრისტიანობის გავრცელების წინა პერიოდში მასში ჩაბარების მსურველთა რიცხვი მეტისმეტად დიდი აღმოჩნდა, გამოეყო აღნიშნულ უნივერსიტეტს და დამოუკიდებელ სასწავლო დაწესებულებად ჩამოყალიბდა. ქალიშვილობის ინსტიტუტში ქალებს და გოგონებს შეასწავლიან ქარგვას, ხელსაქმეს (Handjob-ს არა, ხელსაქმეს!), მამაკაცებისთვის ფეხების დაბანას და მოკლედ ყველაფერ იმას, რასაც პატრიარქი მოითხოვს საოჯახო სწავლების კურსის შემოღებით საშუალო სკოლებში.

ქალიშვილობის ინსტიტუტის პირველი რექტორი იყო ქუთაისელი სერგია, სწორედ მან შემოიღო "ადჟიმანიები" მათთვის, ვისაც ეზარებოდა გამოცდების ჩაბარება ლევან ვასაძის ანალოგიური დასახელების წიგნის სახელწოდების მქონე დისციპლინაში "რატომ ვარ მე ქალიშვილი." სერგია მკაცრად აკონტროლებდა უნივერსიტეტის შინაგანწესს და მასში არ შეჰქონდა ცვლილებები ურგან ბანჯგვლიანის გამეფებამდე, რომელიც იყო მმკ-ს დაარსების ერთ-ერთი ინიციატორი და სულის ჩამდგმელი. გადმოცემის თანახმად ურგან ბანჯგვლიანმა ისე ენერგიულად ჩაბერა სული ქალიშვილობის ინსტიტუტს, რომ ბოლოს იატაკზე გაიშხლართა და სული განუტევა. ის ლოცვებში მოიხსენიება როგორც წმინდა ურგან მსხვილი, იგივე წმინდა ურგან მურთაზიჩი და მის კულტს მოწიწებით ეთაყვანებიან რუსეთის პრეზიდენტი პუტინი და პატრიარქი ჩვენი ნეტარი და განუმეორებელი ილია.

ქალიშვილობის ინსტიტუტის დახურვა ნანტის ედიქტმაც კი ვერ შეძლო, რამეთუ ის მარად ცოცხლობს კაი პურის მჭამელ ქართველ ხვადებში, რომლებიც ქუჩაში წელებს მხოლოდ მათთვის დამახასიათებელი მანერით იფხანენ, იფურთხებიან და ცხვირებს ორი თითით იწმენდენ. ამიტომ თუ გსურთ მათ მიბაძოთ, გაუღეთ კარი გულისა ფართოდ ქალიშვილობის ინსტიტუტს, თუ არადა, მიბაძეთ ყველა ღირსეულ ადამიანს და მართლა დახურეთ ეს ინსტიტუტი ბოლოსდაბოლოს!!!

© დავით ჩუთლაშვილი Inc.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ინსტრუმენტები