ფოტოგრაფი

ჩიტიპედია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფოტოგრაფი - ყველა ის ადამიანი, ვისაც აქვს ფოტოაპარატი.

სარჩევი

ისტორია

უკანასკნელი დეკადის განმავლობაში ინტეგრალური ფოტომატრიცების გაიაფებამ და ჩინელი ბავშვების ნაზი თითის ბალიშებით გამოსირებამდე ტოქსიურ გამხსნელში გაპრიალებული იაფფასიანი ოპტიკის აღმოჩენამ განაპირობა მთელი რიგი იაფფასიანი ფოტოაპარატურის ხელმისაწვდომობა. რა საკვირველია ასოციალურმა თინეიჯერმა/პიონერ პერეროსტოკმა საკუთარი გარყვნილი აზროვნებით უმალ ისარგებლა ამით და გამონახა პრიმიტიული, მაგრამ ქმედითი საზოგადოებაში ინტეგრირების გზა. გამომდინარე ფაქტიდან, რომ პროფესიონალ ფოტოგრაფთა გარდა (რომლებიც ლეგენდის თანახმად დიახ, არსებობდნენ), შეფასების კრიტერიუმები ფაქტიურად ყველასთვის უცნობია, ნორჩ პათოლოგს დიდი ძალისხმევის გარეშე შესწევს უნარი თუნდაც ტრაკში გადახრილი ჰორიზონტიც კი "საკუთარ ინდივიდუალურ ხელწერად" და "არასტანდარტულ ხედვად" გაასაღონ. და ზოგადად, ვინც ვერ ხვდება ავტოზუმმოშლილი კამერით გადაღებული ფოკუსანუსში მყოფი სურათი რომ ერთგვარი "სიურეალიზმია", ლობოტომირებული, აზროვნება დაშტამპული უსულო არსება ხართ, და და უაზროა თქვენი სულის საჭმლით კვება, დერთი შვაინე!

აღჭურვილობა

სასურველია ფოტოგრაფს თავისი აპარატი ჰქონდეს მხარზე შესისხლხორცებული და ატარებდეს მას ყველგან, თანაც გაითვალისწინოს, რომ ფოტოაპარატის ჩანთიდან გადმოშვერილი უნდა იყოს საცნობი ნიშანი, რომელ ბრენდს განეკუთვნება ეს აპარატი. ასევე აუცილებელია ფოტოგრაფი აღიარებდეს მხოლოდ ერთ ბრენდს, ქენონს ან ნიკონს. რაც შეეხება ზენიტს, მასზე ყველას ერთი აზრი აქვს, ის უბრალოდ გენიალურია.

პათოგენეზი

ფოტოგრაფის ძირითადი საქმიანობა შემოიფარგლება ძალიან მაგარ ლინზებზე ოცნებით. ხოლო დანარჩენ თავისუფალ დროს ისინი დაკავებულები არიან ფოტოების გადაღებით, მათი კომპიუტერში შეყრით, დახარისხებით (ანუ უფოკუსო და გაბლარული ფოტოების წაშლით და დანარჩენების ერთ ფოლდერში გადაყრით) ფოტოების სადმე ატვირთვით, ან მათთვის გაგზავნით, ვისაც გადაუღო. თუმცა აღსანიშნავია, რომ ბოლო ოთხი ქმედება ყველა ფოტოგრაფს ეზიზღება. ამიტომ მათი საქმიანობა რჩება უამრავი ფოტოს მხოლოდ გადაღება და განუსაზღვრელი დროით აპარატშივე ჩატოვება, ანუ იქამდე სანამ აპარატის მეხსიერება გაქაჩავს, რამდენიმე თვის მერე კი ამ ფოტოების აღმოჩენა და თქვენი ფეისბუქის კედელზე დაპოსტვა, შეძახილით ნახერავიპოვე!

ფოტოგრაფისთვის აუცილებელი უნარები

ფოტოგრაფისთვის აუცილებელია იმის ცოდნა, როგორ დარეგისტრირდეს Tumblrზე, როგორ გააკეთოს ფეიჯი ფეისბუქში, როგორ დაადოს თავის გადაღებულ ფოტოებს ვოთერმარქი. იგი ასევე უნდა იცნობდეს რამდენიმე მსოფლიო შედევრს ფოტოგრაფიაში და არ უნდა აღიარებდეს მათ, პრინციპით - ეგეთი კამერა რომ მომცე, მე უკეთესს გადავიღებ..

ფოტოგრაფის სევდა

ფოტოგრაფი მეგობრებისთვის ყველგან სასურველი სტუმარია, ვინაიდან არასდროს ეზარება ჩააჩხაკუნოს აპარატი და გადაგიღოთ რამდენიმე ახალი, ფეისბუქის პროფილის ფოტოდ რომ გამოდგება, ისეთი სურათი. თუმცა სინამდვილეში ყველა ფოტოგრაფი გულში ნატრობს ერთხელ მაინც გამოართვათ აპარატი და მას გადაუღოთ კარგი პროფილის სასურათე ფოტო. მაგრამ ვინაიდან ამას მოკვდავნი ვერ ხვდებიან, ფოტოგრაფების უმრავლესობა ძირითადად სარკის წინ გადაღებული სევდიანი სელფშოტებით ინუგეშებს თავს.

ქორწილის ფოტოგრაფი

ქორწილის ფოტოგრაფი თითქმის იგივეა, რაც ქორწილის ოპერატორი.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ინსტრუმენტები