ფიზიკოსი გია დვალი

ჩიტიპედია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფიზიკოსი გია დვალი-ადამიანი, ფიზიკოსი, ორთქლმავალი, სხვა მრავალი და შეთავსებით აზრის ტიტანი.

სარჩევი

მოკლე ისტორიული ექსკურსი ფენომენის უკეთესი შეცნობისათვის

დოქტორ შლუხენბოზენის უკანასკნელი ნარკვევებიდან ნათლად შეგვიძლია დავასკვნათ დვალის ფენომენის კავშირი დირიჟაბლ კიროვის შემქმნელ კაპიცასთან. კაპიცა, რომელსაც რეზერფორდის ლაბორატორიიდან გააჯმევინეს სიტყვებით "შენი კამსამოლი დედაც პიტ" მშობლიურ სსრკ-ში დაბრუნდა. ჟანგბადის გათხიერების და აირთა დიდი მაშტაბით ფრაქციული გამოხდის დამუღამების შემდგომ კაპიცა ჩუკენს მიჰყო ხელი. ვინაიდან ფლეიბოი იმ დროს დეფიციტურ პროდუქტს, ხოლო ონანიზმი პარტიულ ნომენკლატურის პრივილეგიას წარმოადგენდა(იხილეთ ორუელის ბოდვები), კაპიცამ ჟურნალი "ასტრალის კარიბჭე" გამოიწერა. რასაკვირველია ონანიზმს აყოლილმა ფიზიკოსმა ამ ჟურნალში პორნოგრაფიული მასალა ვერ იპოვა, მაგრამ ეთ დი ადა ჰენდ აღმოაჩინა რა ვინმე მარია საწყობსკაია კიურის სახელობის ნდობის ხაზი. ცერებრალური ტრახოფონიის უნიკალური ტექნიკით კაპიცა კავშირზე გავიდა მარიას ხაზთან. რამდენიმე თვიანი ქარცეცხლიანი რომანის შემდეგ კაპიცამ აღმოაჩინა, რომ ხუან ხორხესი მისი მამა იყო, როსაულიტა უკანონო შვილი, პანჩიტა-მისი პირადი მწველავი, ხოლო თვითონ-ძროხა როდრიგესების ფერმაში. მაგრამ არ დაიბნა კაპიცა და შუა თითი აუწია ერ ორის სპამერებს. მიუხედავად ამისა, იგი მაინც ფეხმძიმედ დარჩა ხუანისგან და 9 თვეში შვა იგი. მას სრულიად დუალისტური ბუნება აღმოაჩნდა, არც ტალღა იყო და არც კურპუსკული. მშობელმა დედმამმა მას დუალი უწოდა, დუალი G-A ჯი მენის საპატივსაცემოდ. ბგერათა ასიმილაციის და სხვა ხმოვანი აბერაციების გამო მის სახელს ხშირად წარმოთქვავენ როგორც დვალი, გია დვალი, მაგრამ დუალი არც ტუალეტის ქაღალდია და არც ბონდიჯეიმსბონდი!

ყრმობა

თანატოლებისგან განსხვავებით, რომლებიც გაგებით ეკიდებოდნენ დროის კონტინიუმს და მეტაბოლიზმს, გიას ორივე წულუკიანზე ეხატა და ექსპონენციალურად იზრდებოდა. 2 წლის ასაკში მან სარეცხი მანქანა "ოკას" ბაზაზე დედამიწის პირველი ხელოვნური თანამგზავრიშექმნა. 3 წლის ასაკში მეზონლის პიტბული გაუშვა კოსმოსში, ხოლო შემდეგ ძაღლზე ცოფიანი პატრონი, ვინმე იურა, რომლის ზუსტი ვინაობის დადგენაც გართულებულია დუალის ჩრდილში ყოფნის გამო. ერთხელაც პაწაწინა დუალის უნივერსიტეტში წასვლა დაეზარა. ასე დაიწყო კარიბის კრიზისი. 10 წლის ასაკში გიამ მეზობელი სტუდენტის ბულბულატორი სინქროფაზატრონად გადააკეთა. როდესაც თამაში მოსწყინდა მოისროლა. ბულბულატორის გარშემო სასწრაფოდ დაიწყეს ნაუკოგრადის მშენებლობა, რომელსაც მოგვიანებით დუბნა ეწოდა.

სიჭაბუკე

ყრმობის წლები გიამ როგორც მისი ინტელექტის ჭეშმარიტ პატრონს ზომიერ აპათიაში გაატარა.კაცობრიობის ირაციონალობის შემყურე გიას არ ებადებოდა სურვილი საკუთარი მეცნიერული მიღწევები გაესაჯაროვებინა. ამ პერიოდში მან მიახატა სამგანზომილებიანი კოორდინატთა ღერძები მალევიჩის კვადრატს და დაწვა, დაასრულა გოგოლის მკვდარი სულები და დაწვა,გამოიგონა ძველი აღთქმა და დაწვა (როგორც მოგვიანებით აღმოჩნდება, არასათანადო გულმოდგინებით-ინფორმაციამ გაჟონა, იხ. აბრაამისტული რელიგიები), 4 გზის გამოიგონა საქართველოს კონსტიტუცია და მიაღებინა (დაწვის ტოლფასია).

ახალგაზრდობა

სეროტონინის და სხვა მონოამინთა უკუმიტაცების ინჰიბირების გამოგონების შემდეგ პირქუშმა ცხოვრებისეულმა აპათიამ დატოვა გენიის ცნობიერი, რომელიც უმალ ჰადაეშვა ზოგადსაკაცობრიო პროგრესის ქარცეცხლში. მეცნიერების მოწინავე ფრონტზე დუალმა ლახვარი შესცა ვინმე გველეშაპს, რომელსაც სიკვდილის ჩიპი ეჯდა. გველეშაპი, რომელიც თავისუფალ დროს ასფალტის ხალხისთვის ჭმევით იყო დაკავებული მასებს გვარიანად მობეზრებული ჰყავდა და მადლიერების ნიშნად დუალს წმინდა გია (ჟორა დი სეინთ) უწოდეს.

მიღწევები

დუალის უსასრულო ზეობიდან გამომდინარე მისი სრული ბიოგრაფიის აქ მოყვანა საიტის ენჯინის გადატვირთვას გამოიწვევს, ამიტომაც მხოლოდ უმნიშვნელოვანესებს ჩამოვთვლით:

  • ჰიგსის ბოზონი გიამ გააბოზა.
  • ჰოკინგი გიას შრომათა ნახვის გამოა პარალიზებული.
  • გიამ ბიძინას ანეგდოტზე გაიცინა.
  • სამყარო გიას ტვინში წამიერი ფიქრია. მოდელირებულ რეალობაში იგი რეკურსიული პარადოქსების გამოსაკვლევად მოევლინა.

გია და საგანმანათლებლო სისტემა

ქართული ოცნების რეალობად ქცევის ეკლიან გზაზე გიამ თავი ვალდებულად ჩათვალა მოვლენილიყო წმინდათა წმინდა გოძილას ელჩად. იგი თვლის (რაც აპრიორი ჭეშმარიტების კრიტერიუმია), რომ ქართულ განათლებას მხოლოდ ჟანგბადის ინექცია და საქალწულე აპკებისაგან შემდგარი დიეტა იხსნის. მაგალითის სახით მას სტუდენტური მოძრაობა თალიბანის გამოცდილება მოჰყავს.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ინსტრუმენტები