სუნიანი ნასკი

ჩიტიპედია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სუნიანი ნასკი არის გრუზინული ყოველდღიურობის განუყოფელი ატრიბუტი. გრუზინი ქალები და მამაკაცები ნასკს სპეციალურად აძველებენ, რათა მან განუმეორებელი და უიშვიათესი არომატი შეიძინოს. ცნობილია შემთხვევები, როცა ისინი თვეობით არ იხდიან ფეხიდან ნასკს, რათა ის რაც შეიძლება უკეთ გაიჟღინთოს ბაქტერიებით, ვირუსებით და სხვა უტვინო და გულუბრყვილო არსებებით. სუნიანი ნასკის საპატივცემოდ საქართველოში ეწყობა ფესტივალები და კარნავალები, გრუზინი პოეტები უძღვნიან მას ლექსებს, თუმცა იმან, რაც ამასწინათ სუნიანი ნასკის საპატივცემოდ გამართულ ერთ-ერთ გლამურულ წვეულებაზე მოხდა, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. როცა ვახვახ ნასკდამძველებელმა, რომელსაც საზეიმოდ (უკვე მეხუთედ) გადასცეს საპატიო ნასკდამძველებლის ჯილდო, ფეხიდან ნასკი წაიძრო, საერთაშორისო და ინტერნაციონალური ჟიურის გაოგნებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა ოთახში არავითარი სუნი არ დაფიქსირდა. ნასკი სასწრაფოდ იქნა გადატანილი სპეციალურ ლაბორატორიაში. ლაბორატორიის თანამშრომელმა ქალმა, რომელიც ობიექტს ელექტრონული მოკროსკოპით აკვირდებოდა, აღმოაჩინა მხოლოდ ერთი კოჭლი ბაქტერია, რომელიც გამწარებული დედის გინებით ტოვებდა საცხოვრისს და პლუტონზე აპირებდა გაფრენას საკუთარი პირადი კოსმოსური შატლით, რადგან ნასკზე უფრო გაუსაძლისი პირობები იყო შექმნილი, ვიდრე ამ პლანეტაზე, სადაც ისეთი ავტორიტარული მეცნიერები, როგორიცაა მაგ. შლუხენბოზენი, იგივე ტიპის ბაქტერიების გავრცელების შესაძლებლობას სრულიად რეალურად აღიქვამენ. ჟიური კიდევ უფრო მაშინ გაოცდა, როცა ვახვახ ნასკდამძველებლის მეუღლემ, მაყვალა მკერდბანჯგვლიანმა ჟიურის აუხსნა, რომ ასეთი რაღაც როგორც მათ, ასევე მის გრუზინულ სამეზობლოში ხშირად ფიქსირდება და მსგავსი რამ ქართულ-გრუზინული ყოფიერებისათვის სულაც არ წარმოადგენს უჩვეულო მოვლენას.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ინსტრუმენტები