სულის გაყიდვა

ჩიტიპედია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სულის გაყიდვა – (ასევე ცნობილი როგორც გარიგება ეშმაკთან, ფაუსტური გარიგება) მისტიური რიტუალი, რომლის შედეგად ეშმაკი ადამიანს სულის სანაცვლოდ სურვილს უსრულებს. როგორც წესი ამ რიტუალს ატარებს ხელმოცარული ადამიანი, რომელსაც აქვს მიზანი, მაგრამ არ აქვს ამ მიზნის მიღწევის ფინანსური ან/და გონებრივი შესაძლებლობა.

სარჩევი

ცნობილი მაგალითები

სულის გაყიდვის უთვალავი მაგალითი გვხვდება მსოფლიოში, ქვემოთ მოყვანილია ყველაზე ცნობილი ლეგენდები.

რობერტ ჯონსონი

მეოცე საუკუნის პირველი ნახევრის გამოჩენილი ბლუზმენი. მისი ოცნება გიტარის კარგად დაუფლება და დაუვიწყარი მუსიკის შექმნა იყო, მაგრამ სმენა არ უწყობდა ხელს. ლეგენდის თანახმად რობერტმა გზაჯვარედინზე ეშმაკს უხმო და სულის სანაცვლოდ შეუდარებელი მუსიკალური ტალანტი მიიღო.

ეშმაკმა მას სული 27 წლის ასაკში ამოხადა და მას შემდეგ ჯოჯოხეთის მეშვიდე წრეში ყავს გამომწყვდეული, ყურსასმენები გაუკეთა და დღემდე სვით ჰოუმ ჩიკაგოს უნიჭო ქავერებს ასმენინებს.


მსგავსი ისტორიები უკავშირდება ასევე კურტ კობეინს, ჯიმი ჰენდრიქსს, გია სურამელაშვილს (თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ უკანასკნელმა ეშმაკის ნაცვლად ჭინკა გამოიძახა და მისი დრო ჯერ არ მოსულა, ტფუ ტფუ ტფუ დიდხანს იყოს ჩვენი გია).

იმერელი გლეხის ბიჭი

სულის გაყიდვის ლეგენდა მსოფლიოს ყველა კუთხეში გვხვდება და არც საქართველო, კერძოდ იმერეთია გამონაკლისი. არსებობს ცნობილი თქმულება, რომ იყო ერთი იმერელი გლეხის ბიჭი, უქონელი, დაჩაგრული, არც გარეგნობით მყავდა ბრედ პიტი და არც გონებით აინშტაინი.

ერთხელაც დადგა გზაჯვარედინზე, სოფ. ჭორვილის გადასახვევთან, და გამოიძახა ეშმაკი. მეფისტოფელმაც არ დააყოვნა და ბიჭს გამოეცხადა. ბიჭმა მას ბევრი ფული სთხოვა და აუსრულდა კიდეც (იუმორის გრძნობაც უთხოვია მაგრამ ეშმაკმა ორ სურვილს არ ვართო).

შეთანხმების თანახმად, 10 წლის შემდეგ, ეშმაკი იმერელი ბიჭის სულის წასაყვანად დაბრუნდა. უყურა, უყურა, შემდეგ თავისთვის ჩაიჩურჩულა: „ეს ვის რა ჩემ ყ*ედ უნდაო“ და ცხრა მთას იქით გადაიხვეწა. ასე შერჩა ბიჭუნას უთვალავი სიმდიდრე, ხოლო ჩვენ - ბიჭუნა. აგრეთვე არსებობს ამ ლეგენდის მეორე ვერსია, რომლის მიხედვითაც ეშმაკმა ბიჭუნას იუმორის გრძნობა წაიღო.

ედუარდ შევარდნაძე

არსებობს მოსაზრება, რომ ეშმაკთან გარიგების ხარჯზე აიწყო პოლიტიკური კარიერა პრეზიდენტმა შევარდნაძემ. ეშმაკის სხვა მსხვერპლთაგან განსხვავებით მან გარიგების დადების მომენტში ნიჩურიტი გააკეთა და ამ გზით მოახერხა თვით ეშმაკის გაცურება. გაბრაზებულმა ეშმაკმა შევარდნაძეს თეთრი მელა შეარქვა, რა სახელითაც მას დღემდე დიდი სიყვარულით და სითბოთი იხსენიებს მისი მარად მადლიერი ერი.

სულის მასობრივი გაყიდვა

არის შემთხვევები, როდესაც ადამიანთა გარკვეული ჯგუფი საერთო მიზნის (ძირითადად ფულის) გარშემო ერთიანდება, ირჩევს გარიგება დადოს ეშმაკთან და შემდგომ ორგანიზებულად ახორციელებს ამა თუ იმ ბოროტ ზრახვებს. ასეთ ჯგუფებს, ლეგენდების მიხედვით, წარმოადგენს იეღოვას სექტა, პიდარასტები, სოროსის მონები, მასონები და ა.შ..

ეს სია ძალზედ ვრცელია და მხოლოდ საქართველოს მოსახლეობისთვის არის ბოლომდე გამხელილი, რისთვისაც ჭეშმარიტების მღაღადებელ აქუს უნდა ვუმადლოდეთ.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ინსტრუმენტები