სოფო ნიჟარაძე

ჩიტიპედია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სოფო (სოფია, სოფიკო) ნიჟარაძე - ქართველი მომღერალი, მსახიობი, ტელეწამყვანი და საზოგადო მოღვაწე. მისი უკიდეგანოდ მოხვეჭილი პოპულარობა არც ისე ბევრ წელს ითვლის. ლეგენდის თანახმად, სოფო ნიჟარაძე მას შემდეგ გახდა საზოგადოებისთვის ცნობილი სახე, რაც საქართველოს პრეზიდენტმა მარჯვენა მკერდის თავი მოაკვნიტა, თუმცა მიუხედავად ამ ვანდალიზმისა, მას არც ერთხელ არ დაუჩივლია ყველაზე რეიტინგულ თოქ-შოუ „პროფილში“, სწორედ ხასიათის ასეთი სიმტკიცით და ამტანობით დაიმსახურა მან „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტთა სიყვარული.

სოფო ნიჟარაძე (ზედმეტსახელად - მიშას კარის მომღერალი)იმთავითვე შემჩნეული იყო „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მჭიდრო კავშირში. იგი არც ერთ სამთავრობო კონცერტს არ აკლდებოდა. გავრცელებული ვერსიით, სწორედ მას უნდა ემღერა მეგაპოლის „ლაზიკის“ გახსნის ცერემონიალზე, თუმცა აღნიშნული გეგმის ჩაშლა კრემლის აგენტ ბიძინა ივანიშვილის მიერ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებამ და დემოკრატიის შუქურისათვის (იხ. მიხეილ სააკაშვილი) ელექტროენერგიის მიწოდების შეჩერებამ გამოიწვია. კულუარული ინფორმაციით, დემოკრატიის შუქურას დენის მიწოდება მას შემდეგ შეუწყდა, რაც ენერგეტიკის სამინისტრო ფეხბურთელმა ჩაიგდო ხელში.

ცოტა ხნის წინ გავრცელებული ვერსიის თანახმად, ტელეკომპანია „კავკასიის“ ჭეშმარიტების მფრქვეველმა აქუმ განაცხადა, რომ სოფო ნიჟარაძემ საპარლამენტო არჩევნებში მისი პარტიის დამარცხებით მიყენებული სტრესის მიუხედავად, რამდენიმე თვიანი დუმილი დაარღვია და განაცხადა, რომ ნაციონალებთან თანამშრომლობას ნანობს.

მომღერალი, მსახიობი, საზოგადო მოღვაწე და ტელეწამყვანი სოფო ნიჟარაძე ცნობილია მისი უკიდურესი სინანულითა და სასოწარკვეთილებით გაკეთებული განცხადებებითაც. მან ერთხელ ნინა წკრიალაშვილის ფეისბუქის ვოლზე დაწერა, რომ ის ნანობს თავის საქციელს და მზად არის შეცდომის გამოსასწორებლად ყველაფერი გააკეთოს. აღნიშნული კომენტარი მას ნანუკა ჟურჟოლიანმა დაულაიქა და იქვე გულის სმაილიც მიუკომენტარა.

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, სოფო ნიჟარაძემ ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვიტა გაემიჯნოს მკვლელი სააკაშვილის მეთაურობით სატნების პარტია „ნაციონალურ მოძრაობას“ და სხვა პარტიას დაუჭიროს მხარი, თუნდაც ლეიბორისტებს ან კომუნისტებს.

მან ერთხელ ჟურნალისტ ნოდარ მელაძის კითხვაზე აპირებს თუ არა ქართულ ოცნებასთან თანამშრომლობას, უპასუხა, რომ თუ იქნება ამის შემოთავაზება უარს არ იტყვის და მეტიც, მომღერალ ბერასთან დუეტსაც ჩაწერს.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ინსტრუმენტები