სოსო ჯაჭვლიანი

ჩიტიპედია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სოსო ჯაჭვლიანი
სოსო ჯაჭვლიანი

სოსო ჯაჭვლიანი — კაცობისა და ვაშკაცობის კაცღმერთი თანამედროვე

[ქართულ მითოლოგიაში]. ამირანის ჯაჭვის მხერხავი და ერის სული განსხეულებული. ყოვლად სუფთა და ჩაუჭრელი პიროვნება. უაღრესად კულტურული, შეგნებული და პროგრსული ახალგაზრდა. მარად ახალგაზრდა.

შეაქვს აქტიური წვლილი. ოღონდ რაში, ეს მხოლოდ რჩეულმა წრეებმა იციან.


სარჩევი

დაბადება

სოსო ჯაჭვლიანი დაიბადა მაშინ, როცა დაიბადა ქართველი ერი და რომ მოკვდება, ქართველ ერთან ერთად მოკვდება. გამიგე ჩემო ძმაო? აღსანიშნავია რომ სოსო ჯაჭვლიანი გააჩინა დეიდამ, რადგან მას დედას ვერავინ უტყნავდა და შესაბამისად დეიდამ აიღო თავის თავზე ეს მოვალეობა -

ზრდა

ადრეული ასაკიდანვე გამოირჩეოდა დიდი მადითა და სხეულებრივი სიკისკასით. იზრდებოდა არა წლობით, არამედ დღეობით და ალბათ ამიტომაც, მისი გონებრივი განვითარება, გარკვეულწილად, ჩამორჩა ფიზიკურს. 16 დღისა უკვე მძლავრი ვაშკაცი იყო და თვალისმომჭრელი ღიმილი ჰქონდა, ოღონდ, ლაპარაკი ჯერ არ იცოდა. სამაგიეროდ, კავკასიონის ცადაზიდული მწვერვალები უკვე მისი ძმები იყვნენ და უშბიდან თეთნულდზე და იქიდან შხარაზე დახტოდა წინდაუკან და ჯიხვებს და არჩვებს დასდევდა. სხვა მწვერვალებსაც სტუმრობდა, მაგრამ ძირითადად ამ მიდამოებში მოძრაობდა. მისი ძმები იყვნენ ადგილობრივი მგლებიც. ეჭვი არავის შეგეპაროთ. სწორედ მათთან ერთად დასდევდა ჯიხვებსა და არჩვებს. ხერხავდა აგრეთვე ამირანის ჯაჭვსაც, მაგრამ, მძიმე სამუშაო კვირის შემდეგ, პარასკევ საღამოს ყოველთვის უგონოდ თვრებოდა მგლებთან ერთად და სანამ ეძინა, მიდიოდნენ მჭედლები და ჯაჭვს ამთელებდნენ.

დავაშკაცება
ისევ სოსო ჯაჭვლიანი

ლეგენდა მოგვითხრობს, რომ სოსო ჯაჭვლიანის თვალისმომჭრელი ღიმილი ბოლოს თვით ნადირთა მფარველმა ქალღმერთმა, დალმა (და არა დალიმ! დაიმახსოვრეთ, ეს მნიშვნელოვანია!) შენიშნა და თავისი სიყვარული შესთავაზა. ვაშკაცს ფრიად გაუხარდა, რადგან ჯიხვები და არჩვები ყელში ჰყავდა ამოსული. რა თქმა უნდა, საქმე მხოლოდ გართობით შემოიფარგლა და ქორწილამდე არ მისულა, რადგან, დალი ქალიშვილი არ იყო. მანამდე იგი ამირანს ჰყავდა მოტყნული (სანამ დაიჭერდნენ), პახოდუ, სოსო ჯაჭვლიანსაც ეგრევე მისცა და როგორც თავად ვაშკაცმა შემდგომში განაცხადა, პირშიც აუღო თურმე. იტოგში, ოჯახში არ შეიშვებოდა რა. მოვლენათა შემდგომმა განვითარებამ დაადასტურა სოსო ჯაჭვლიანის სიმართლე. ეს დალი მერე ბეთქილთან გაიჩითა და ცოლს დააშორა და კაროჩე. სოსო ჯაჭვლიანისა და დალის ამ ურთიერთობის შედეგად იშვნენ ქართლოსი, ჰაოსი, ნასოსი, პათოსი (ვაშკაცური!), ათოსი, პორთოსი და დარტანიანი. არამისს რაც შეეხება, არსებობს გონივრული ეჭვი, რომ იგი დალს სოსო ჯაჭვლიანისგან არ ჰყოლია. თვითონ სიტყვა გვეუბნება, არამისიო, ანუ არ არის ეს მისიო.

დავარსკვლავება

დალთან (და არა დალისთან! დაიმახსოვრეთ, ეს მნიშვნელოვანია!) დაშორების შემდეგ, სოსო ჯაჭვლიანი გარკვეული პერიოდის მანძილზე დევების ხოცვით და მათი ცოცხლად გატყავებით იყო დაკავებული, როცა იგი ნატვრის ხის დარაჯმა, მხცოვანმა აბულათენგმა შენიშნა და თავისი ქალიშვილის, მარიტას საქმროდ მოიაზრა. ეს მოაზრება სოსო ჯაჭვლიანმა კარგად გაიაზრა და დათანხმდა, რადგან, მარიტა, როგორც აღვნიშნეთ, ქალიშვილი იყო. თანაც, ქართული სილამაზის ქალღმერთის ტიტულის მრავალგზის მფლობელიც გახლდათ და ყოველმხრივ სასურველ საცოლეს წარმოადგენდა. აბულათენგმა გაიხარა ვაშკაცის თანხმობით და რადგან ნატვრის ხის ყარაულობასთან ერთად, შეთავსებით, საქართველოს ზეცაში ვარსკვლავების მეინტენანსიც ებარა, გადაწყვიტა, საქმე წინ წაეგდო და ცაზე სოსო ჯაჭვლიანის ვარსკვლავიც აანთო. თუმცა, ქორწინებამდე საქმე არც ამჯერად მისულა. მოულოდნელად რუსეთიდან დაბრუნდა ბლატაობის დემონი მურტალო და სოსო ჯაჭვლიანი ორთაბრძოლაში გამოიწვია. მეტოქეები ერთმანეთს უნდა შეჯიბრებოდნენ ჭამაში, სმაში და მოწევაში. პირველი ორი შეჯიბრი სოსო ჯაჭვლიანმა მოიგო, მაგრამ მესამეში, მურტალომ, რომელსაც ყველანაირი მოსაწევი გატრუხებული ჰქონდა, შეძლო მეტოქის გათიშვა და სანამ სოსო ჯაჭვლიანს ეძინა, მარიტას დაეჩალიჩა. მარიტამ ვერ გაუძლო გამოცდილი ბლატნოი კაცის შარმს და იტოგში, სახლში არშესაშვები გახდა ეგეც. როცა სოსო ჯაჭვლიანმა გაიღვიძა და გაიგო, რაც მომხდარიყო, განრისხდა და მურტალოს დაედევნა. მაგრამ ეს უკანასკნელი უკვე რუსეთში იყო გასული ჩერეზ აფხაზეთი. ასე არ უნდაო, სოსო ჯაჭვლიანმა, გაექანა და რეკა თავი კავკასიონის ქედს და გაიტანა მეორე მხარეზე. ასე გაჩნდა დარიალის გასასვლელი და მოკლე გზა რუსეთში. თუმცა, ჩრდილოეთის თვალუწვდენელ ველებზე გაჭრილმა სოსო ჯაჭვლიანმა, მიმოიხედა და ოქროსთმიანი ლამაზმანები დაინახა, რომლებმაც, რატომღაც, დალი მოაგონეს. ვაშკაცმა ღრმად ჩაისუნთქა, მძლავრად ამოისუნთქა და ლამაზმანებს თავისი თვალისმომჭრელი ღიმილით გაუღიმა. მან იგრძნო, რომ რისხვამ დატოვა მისი გული. იგი მიხვდა, რომ გაიზარდა.

ზრდილობა

ზრდილობის პერიოდი სოსო ჯაჭვლიანის ცხოვრებასა და მოღვაწეობაში დარიალის გატანის შემდეგ დაიწყო და ამჟამადაც გრძელდება. ამ პერიოდს ეკუთნის მისი მრავალი მიღწევა სხვადასხვა ასპარეზებზე.

დიახ, ისევ. პრობლემაა რამე, ჩემო ძმაო?
სპორტი

სოსო ჯაჭვლიანი გახლავთ სამყაროს ჩემპიონი მკლავჭიდში. ტურნირის ფინალში მისი მეტოქე იყო [გრუზავიკის მძღოლი სტალონე], რომელმაც, შეხედა რა კაცღმერთის თვალისმომჭრელ ღიმილს, დუხზე დაეცა და უბრძოლველად აღიარა მარცხი. მას შემდეგ, სოსო ჯაჭლიანი რჩება უცვლელ ჩემპიონად. ერთადერთი, ვინც მისმა ღიმილმა დუხზე ვერ დასცა, ჩაკ ნორისი იყო, მაგრამ მაშინ, სოსო ჯაჭვლიანმა მას გაუცინა და ამას უკვე ვეღარც ჩაკ ნორისმა გაუძლო და უბრძოლველად აღიარა მარცხი.

ხელოვნება

სოსო ჯაჭვლიანმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ქართული ხელოვნების განვითარებაში. მის კალამს ეკუთნის ისეთი ცნობილი ფილმები, როგორიცაა მრავალი საყოველთაოდ ცნობილი და კრიტიკოსთა მიერ შედევრად აღიარებული ფილმი. როგორც სამსახიობო, ისე სარეჟისორო განხრით.

ბიზნესი

ამბობენ, რომ კავკასიონის თავით განგრევის შემდეგ, სოსო ჯაჭვლიანს გაუჩნდა აზრი, დაფიქრებოდა ცხოვრების აზრს. ასეც მოიქცა და საბოლოოდ, გადაწყვიტა, სიწმინდის დამცველი ყოფილიყო, რის შედეგადაც, სარეცხი საშუალებების ბიზნესში შეაბიჯა და დიდ წარმატებას მიაღწია ამ სფეროში.

უბანი

თავის "უბანზე" სოსო ჯაჭვლიანი ურყევი ავტორიტეტით სარგებლობს, რადგან, უშუქობის მძიმე დროს, თავისი უბნელებისთვის, თავისი კაშკაშა ღიმილით, სინათლის ერთადერთ წყაროს წარმოადგენდა. ამას გარდა, ყოველთვის დიდ პატივს სცემდა ქურდებს და მათ პიროვნულ არჩევანს. არსებობს ვარაუდები, რომ წვლილი სწორედ მათთან შეჰქონდა, თუმცა, ამ მხრივ რამის დანამდვილებით თქმა რთულია.

პოლიტიკა
იე ბეიბი

სოსო ჯაჭვლიანი ყოველთვის დაუღალავად ირჯებოდა ქართველი და რუსი ხალხების ძმობის გასამტკიცებლად და თვით ყველაზე შავბნელ დროს, როცა ქვეყანაში ჰალსტუხიჭამიას შავბნელი დიქტატურა დამყარდა, სოსო ჯაჭვლიანმა გამოიყენა თავის უბანში შუქურის როლით მიღებული გამოცდილება და ამჯერად, მთელ ერს გაუნათა გზა თავისი კაშკაშა ღიმილით. მანვე ზიდა ამირანის ჯაჭვის ნაწილი და ფეხით გადმოიარა ლიხის ქედი ტყის ღმერთთან, ელდარ-ლუკასთან და კიდევ ერთ ნაკლებად ცნობილ გმირთან ერთად, რომელიც ამ ორი ღვთაებრივი არსების სხივებში ჩაიკარგა და ხალხს არ დაამახსოვრდა. ხოლო, როდესაც გამოჩნდა მესია, სოსო ჯაჭვლიანი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც იცნო და სცნო იგი და ბოლომდე კაცურად და ვაშკაცურად ედგა მხარში. ამჟამად, სოსო ჯაჭვლიანი გახლავთ ზეციური საქართველოს საფიხვნოს წევრი და აქტიურად მუშაობს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა რელიგიურ ნიადაგზე მოძალადე მოსახლეობის ჯგუფებისათვის მდუმარე თანხმობის გამოცხადება, მტრების ცოცხლად გატყავების ლეგიტიმაცია და ენების ამოგლეჯა მათთვის, ვინც მას სიძულვილის ენის გამოყენებისათვის გააკრიტიკებს. ხოლო თავის ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში კი განაცხადა, რომ სურს სექსუალურ უმცირესობებს დაეხმაროს ისე ცხოვრებაში, როგორც ეს მათ მოსწონთ. ამ განცხადებამ საზოგადოებაში წინააღმდეგობრივი რეაქციები გამოიწვია და ზოგს ეჭვიც კი შეეპარა, ხომ არ აქვს სოსო ჯაჭვლიანს გარკვეული ფანტაზიები ამ თემაზე. იგი მალევე შეეცადა, ნათელი მოეფინა საკითხისათვის და თვალისმომჭრელად გაიღმა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, რის შემდეგაც, იგი შეეცადა საკითხისათვის სიტყვიერი ახსნა მიეცა, რომელიც, ცოტა არ იყოს, სადისტური გამოუვიდა და ასევე არ აღმოჩნდა საკმარისი ნათლის მოფენისათვის. ამრიგად, ეს საკითხი ჯერჯერობით ბნელით მოცული რჩება, თუმცა, სოსო ჯაჭვლიანის ურყევი ავტორიტეტი "უბანზე" და ერში, საშუალებას გვაძლევს, მსგავს წვრილმანებს ყურადღება არ მივაქციოთ.

მანქანები

სოსო ჯაჭვლიანს მოსწონს დიდი, მძლავრი ჯიპები და ჰყავს კიდეც. ერთი ქალაქში სამოძრაოდ, მეორე ქალაქგარეთ სამოძრაოდ, მესამე სვანეთში ვოიაჟებისთვის, მეოთხე ქუთაისში გასვლებისთვის და მეხუთეც პროსტა ისე, იყოს, რა იცი რაში გამოადგება. თუმცა, ხუთი თარსი რიცხვიაო და მეექვსე ჯიპის ყიდვასაც აპირებს, მაგრამ, ექვსიც თარსიაო, შვიდზე პანაშვიდი მთავრდებაო, რვაზე ჯიბე გაგერღვა ირითმება და საბოლოოდ, როგორც ზეციური საქართველოს ყოვლისმხედავმა მისანმა იწინასწარმეტყველა, ივერია გაბრწყინდება მაშინ, როდესაც ჯაჭვლიანის ჯიპების რაოდენობა 41-ს მიაღწევს.

ჩაკ ნორისის ძლევის მომენტი
სვანობა

თავად სოსო ჯაჭვლიანის თქმით კი, იგი არც სპორტსმენია, არც მსახიობი. იგი სვანია. რასაკვირველია, მისი მოღვაწეობა ამ სარბიელზეც წარმატებულია და შედგება მრავალი საგმირო საქმისა თუ ბრძნული გამონათქვამებისაგან, რომლებიც ზედმეტად ცნობილია საიმისოდ, რომ დავასახელოთ.

ტრივია

სოსო ჯაჭვლიანი დადებით ურთიერთობებშია თანამედროვე ქართული პანთეონის ქოც ღმერთებთან და ერთმორწმუნე რუს ხალხთან. ავტორიტეტი ჰყავს ორად ორი, კაცობა და ვაშკაცობა, რისი კაცღმერთიც გახლავთ კიდეც და სწორედ ამ ერთიანობიდან და მონოლითურობიდან იღებს ენერგიას მისი ღიმილის სიკაშკაშე და მისი თავის გამტანი ქმედების წარმოუდგენლად მაღალი კოეფიციენტი. იცის რუსული და კომპიუტერის არსებობა.

ივერიის გაბრწყინებაზე მუშაობის ჟამს
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ინსტრუმენტები