სიძის მამა

ჩიტიპედია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სიძის მამას თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართულ ქორწილში ყველაზე შრომატევადი და რთული საქმე აქვს სატვირთი. მისი მოვალეობაა ღვინის, რესტორნისა და კაი სუფრის გაშლის საკითხებზე ზრუნვა. სიძის მამის მოვალეობაში შედის ასევე ფოტოგრაფისა და ნათესავი ოპერატორის მოძებნა, რომლებიც სხვადასხვა სირთულეებში შეძლებენ ისტორიული კადრების გადაღებას.


მეორეული ფუნქციები

სიძის მამა ქორწილის ბოლოს უკვე დარბაზის ბურჯ ერთერთ სვეტთან დგას ჯერ–ჯერობით მხრით მიყრდნობილი და თავის მეორე, უფრო პატარა 'ვაჟკაცს' აცნობს მის ძველ ბრატსა და ნათესავს, რომელიც დიდი ხანია არ უნახავს და ახლა ბედნიერია მისი ნახვით. ასევე ზემოთხსენებული ბრატი პირდება სიძის მამას, რომ თავის ვაჟკაცსაც გააცნობს ამ დღეებში მას და შემდეგ თავიანთ ბიჭებს სადმე კაი პონტში გაჩითავენ. სიძის მამა უხსნის თავის ვაჟკაცს თუ როგორი ძმაკაცები იყვნენ ის და მისი ბრატი პატარაობაში და მათი ხათრით მათმა შვილებმაც უნდა იძმაკაცონ ერთმანეთთან. პატარა კი ცივი თვალებითა და ძალდატანებითი ღიმილით უსმენს მამის ბოდიალს და ცდილობს მალე გაერიდოს ამ სიტუაციას. ქორწილის ბოლოს სიძის მამა უკვე რესტორნის გარეგანათების ბოძზე თავით არის მიყრდნობილი და მისი ცოლი ამაოდ ექაჩება მხარზე, იმის თხოვნით, რომ მალე წავიდნენ ისინი სახლში.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ინსტრუმენტები