სერიოზულობა

ჩიტიპედია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

DSM V მიხედვით, დეგენერაციული დაავადება, რომლის მთავარი სამიზნე არის ლიმბური სისტემა და ნეოკორტექსის cingulate girus. ვინაიდან ტვინის ეს სისტემები პასუხისმგებელია ემოციებზე, დაავადების გამწვავებასთან ერთად კლებულობს ემოციურობა და თავს იჩენს ემოციური სიხისტე. ICD 10-ის მიხედვით სერიოზულობის დიაგნოსტირებისთვის საჭიროა შემდეგი სიმპტომების არსებობა: ემოციების შეზღუდული გამოხატვა; დადებითი ემოციების სრული რეპრესია; დადებით ემოციებთან დაკავშირებული სიტყვების (მაგაგლითად, საყვარელი, კეთილი, სასიამოვნო) კრიმინალიზება; ხელოვნებისადმი განყენებული და მხოლოდ პროფესიული მიდგომა; ადამიანებთან ფიზიკური სიახლოვისადმი აკვიატებული შიში; საზოგადოების ნორმებთან და კონვენციებთან გადაჭარბებული კონფორმულობა; ბავშვობის დროინდელი განცდებისა და ინტერესების რეპრესია. დიაგნოსტირებისათვის საჭიროა ინდივიდი აკმაყოფილებდეს სულ ცოტა 5 კრიტერიუმს.

დაავადების გავრცელება გენდერის მიხედვით არაპროპორციულია, კაცების 99.99% აკმაყოფილებს დაავადების კრიტერიუმებს, ქალების რაოდენობა კი 15%- ს უახლოვდება. აღსანიშნია, რომ ორი დეკადის წინ ქალების წილი მხოლოდ 5% იყო. მაჩვენებლის ასეთი ზრდა შესაძლოა გამოწვეული იყოს ქალების სოციალური ექსპანსიით, ძირითადად სამუშაო ბაზარზე დასაქმებით. ნახევარი საუკუნის წინ კაცების სრული უმრავლესობა დაავადებული იყო, მას შემდეგ რევერსიული პროცესი მიმდინარეობს და მომდევნო 200 წლის განმავლობაში მოსალოდნელია 0.01%-ით შემცირება.

დაავადების გენეზისი

დაავადების გამომწვევი მიზეზები მეტ წილად გარემო ფაქტორებითაა განპირობებული. მსოფლიოს ყველა კულტურაში წახალისებულია სამყაროსადმი პრობლემატური მიდგომა, რაც ბიძგს აძლევს რაციონალურ აზროვნებას და ბარიერს ქმნის ემოციური ინტელექტის განვითარებისთვის. დაავადების საწყისი ასაკი საშუალოდ არის 9-10 წელი. ასაკის მატებასთან ერთად დაავადებაც მწვავდება. როგორც ბანგლადეშის ეროვნული სერიოზულობის ნევროლოგიური კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი ქურუმურუმ შერემცუ იუწყება, დაავადების პირველ სტადიაზე ემოციების შეკავების შედეგად ბოლიკერბას იწყებს ის ნეირონული გზები, რომლებიც დოპამინის გადაცემას უზრუნველყოფს. ამ ნეირონების სინაპსური ველი უფრო ღრმავდება, დროთა განმავლობაში კი საერთოდ წყდება ნეიროტრანზმიტერ დოპამინის გამოყოფა.

ქეის ფაილი - ჯემალ O

პატარა ბიჭი ვიყავი, მხიარული, ხვანცალა. ღამით ვარსკვლავიან ცას ვუყურებდი, დღისით ტყეში დავდიოდი და მცენარეებს ვეფერებოდი. ბიჭებიც და გოგოებიც ერთმანეთს ვეხუტებოდით. მერე მივედი სკოლაში და ნახევარი დღე უმოძრაოდ ვიჯექი მერხთან. დამიწყეს ნიშნების წერა, ცნებებით ლაპარაკი. მაგ დროს დამშვიდობებისას ბიჭებს რომ გადავეხვეოდი მეუბნებოდნენ, რას მეხუტები პიდარასტი ხო არ ხარო. მე და ძმაკაცებმა დავიწყეთ გინება და დაცინვა. ტყეში თუ წავიდოდით მარტო მწვადებს ვწვავდით, ფოთლებს კი მხოლოდ ჰიგიენური მიზნით ვიყენებდით. რო ვთვრებოდით მერე კი მაინც ვერ ვმალავდით ემოციებს და ვეხუტებოდით ხოლმე ერთმანეთს, ხუმრობით ვამბობდით მთვრალ კაცს პიდარასტობაც ეპატიებაო. მერე დავიწყე მუშაობა ერთ-ერთ ფირმაში. ოფისში ვიჯექი, შარვალ-კოსტუმ-ჰალსტუხიანი. შეხვედრებს ვესწრებოდი. მოკლედ დავსერიოზულდი. ერთხელ ბოტანიკურ ბაღში ჩანჩქერის წინ ვიდექი. ვუყურებდი და ვხვდებოდი რომ ლამაზი იყო და უნდა გამხარებოდა, მარა ვერაფერს ვგრძნობდი. მაშინ ვუთხარი საკუთარ თავს "ე, ჯემალ, მგონი დედა გაქვს მ%^#*%+ი" მეთქი. გადავწყვიტე ფსიქოლოგთან მისვლა, რომელმაც წარმატებით მიმკურნალა და დღეს უკვე "ფისოებსაც" ვეფერები.

სახელის დაფარვის მიუხედავად, მისი ვინაობა შემდგომში მაინც გამჟღავნდა. ჯემალ ონიანი ახლა წარმატებული სოცმუშაკია.

თერაპია

სერიოზულობის წინააღმდეგ ძირითადად იყენებენ ბიბლიოთერაპიას ისეთი წიგნებით, როგორებიცაა ლიდია ობუხოვას "ლილიტ", რიჩარდ ბახის "თოლია ჯონათან ლივინგსტონი", ეგზიუპერის "პატარა პრინცი" და ა.შ. რაც ეხმარება პაციენტებს გარკვეული ემოციური კავშირი დაამყარონ იმ ობიექტებთან თუ მოვლენებთან, რომლებსაც აქამდე მხოლოდ რაციონალური პოზიციიდან უყურებდნენ.

დაავადების პრევენცია.

სერიოზულობის პრევენციული ღონისძიებები ჯერ არსად გატარებულა. გამონაკლის წარმაოდგენს გურჯისტანის პატრიარქ ილია მეორეს კურთხევა, რომლის მიხედვითაც ყველა ოჯახში ყოველი მეოთხე ბავშვი დაიბადება არასერიოზული. თუმცა კურთხევა გარკვეულ შეზღუდვებს უკავშირდება, ის ვრცელდება მხოლოდ გენეტიკურად ქართველ მართლმადიდებლებზე, დედა კი აუცილებლად ქალწული უნდა იყოს, მიუხედავად იმისა, რომ მეოთხე შვილს გააჩენს. ამ პარადოქსთან დაკავშირებით, საქართელოს პარლამენტში შეიქმნა კომისია, რომელსაც ხელმძღვანელობს თინდა ხიდაშელი.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ინსტრუმენტები