სასკამოთა თამაშები

ჩიტიპედია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სასკამოთა თამაშები - ეპიკური ფენტეზი რომანი, რომელიც დაწერა გიორგი მარტენაშვილმა. რომანში მოთხრობილია გამოგონილი სახელმწიფო საქსტეროსის შესახებ, რომელშიც მიმდინარეობს უაღრესად დაძაბული ბრძოლა სკამებისა და ძალაუფლებისათვის.

სარჩევი

მთავარი მოქმედი გმირები

ლანისტერაშვილები და მათი გარემოცვა

  • ბინუს ლანისტერაშვილი - სახელმწიფოს დეფაქტო მმართველი და ყველაზე ძლიერი თანამდებობის პირი მთელს საქსტეროსში.
  • ბერუს ლანისტერაშვილი - ბარდი, პოეტი, მასების შოკში ჩამგდები პრინცი, რომელიც საქსტეროსში მცხოვრები ყველა ნიჭიერი ადამიანის ქომაგია. მთავარ ქურუმს იულიუს დუოსიოუს მისი ღვთაებათა პანთეონში აღზევება აქვს გადაწყვეტილი, რათა ბერუსმა მფარველობა გაუწიოს ყველა ხელოვანსა და იმ ადამიანებს, რომელთაც ტკივილი აწუხებთ.
  • ეკასერსეინე ლანისტერაშვილი - დედოფალი და პრინცის დედა, ბინუსის მეუღლე. ქალთა ეტალონი, მშვიდი და გაწონასწორებული. უყვარს შინდის მურაბა და ლამაზი პეიზაჟები. მავანთა აზრით სწორედ ის მართავს ქვეყანას, თუმცა ისინი ცდებიან.
  • გიუს ევნუხი - გიუს ევნუხი წარმოშობით მეორე კონტინენტიდან არის სადაც თავისუფალი ქალაქებია განთავსებული, მისი სამშობლო ქალაქი ექსპერტიაა. ის სახელმწიფოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ფიგურაა, რადგან ყველაფერი იცის და ყველაფერს აგვარებს (არ აგრიოთ ყველაფერი ტკივასა და ყველაფერი სმენიას-ში). იგი ადრეულ ასაქში გააექსპერტეს, რის შემდეგაც აქვს მანიაკალური სწრაფვა საკუთარი აზრების იმპერატივებად ქცევისა და განხორციელებისაკენ. მიუხედავად იმისა, რომ ევნუხებს ყვერები არ აქვთ, გიუსს დასაჭურისების შემდეგ მაინც შერჩა ე.წ. “გოუსთ” ყვერები და შესაბამისად არაფერს უშინდება ამ ცხოვებაში. (ამ რომანის ავტორი გიორგი მარტინაშვილი არის გეი, ბატონო გიუს და ნუ გამოიუქვეყნებთ კომპრომატებს, რია!).
  • ირიკუს ბეილიშვილი - საქსტეროსის ძალოვანი სტრუქტურების მმართველი, არის მოსასხამებისა და ჯაჭვის პერანგების უპირველესი დამცველი, ვერ იტანს არასამეფო ორგანიზაციებიდან წამოსულ პიროვნებებს და განსაკუთრებით თინუს ტაირელაშვილსა და მის მეუღლეს დავოს ტაირელაშვილს. წინა მეფის მმართველობისას რამდენიმე ყვავი ჩამოაგდეს, რომელთაც ბაელიშვილმა თინუსისა და მისი მეგობრების გინება გაატანა ამოუცნობ პიროვნებასთან. აღნიშნულ გრაგნილებში ის ტაირელაშვილს “საოხრე-ქალას” უწოდებდა.
  • არჩიბალდ პეინაშვილი - ლანისტერაშვილების ჯალათი, მოსამართლე და ბრალმდებელი. იბარებს ადამიანებს მოწმეებად, შემდეგ კი მტკიცებულებების გარეშე ყრის დილეგში. ცნობილია დებილი პროკურორებისა და მოწმეების გილდიასთან მეგობრობით.
  • ლუკიუს კლიგანაშვილი - ქალაქის მცველთა აკადემიის პრორექტორი, ზორბა, დაბალი ინტელექტის მქონე ადამიანი, რომელიც დიდად არ სჩანს ავანსცენაზე. საქსტეროსის მცხოვრებლებს მის შესახებ ინფორმაციები მოსდით მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ რამე იდიოტობას გააკეთებს. მაგალითად, სკამებსთვის აქტიური ბრძოლის პერიოდში ვიღაც დაბალი რანგის რაინდს ლაგოდვილიდან ისეთი უღრიალა “მომისნე ბიჭო!” - რომ საცოდავ რაინდს თეთრი რაში ადგილზე დაეღუპა, ხოლო თეთრმა გედმა აღარ დააყოვნა და ამდენი წლის ჭოჭმანის შემდეგ თავი მოიკლა. სულ ცოტა ხნის წინ, კლიგანაშვილმა სასახლე გაყიდა, რადგან იქ მოჩვენებები ბუდობდნენ.
  • კოკას ქათლბლექაშვილი - მის აღმატებულება ბინუსის ადმინისტრაციის უფროსი, გამორჩეულია სხვადასხვა ნიჭებით. მას გამუდმებით უყურებენ კრისტალური ბურთიდან, რომელსაც წინაპრებმა დანიუსი შეარქვეს.
  • სეპტა იანთი - ყვავ-ყორანთა და ეპისტოლეთა გამგებელი. აქვს წინასწარმეტყველებისა და საოცარი თეორიების წარმოთქმის უნარი. მისი ერთგული ფანია სოლომუს თერნუსი, ასევე არის ირიკუს ბეილიშვილის პირადი პაჟის ალფაქსის დეიდა.
  • ხალ იკო - ხალიანი მებრძოლი, რომელიც ყველას ჰკიდია და ხანდახან სხვა ქვეყნების ქალაქებში ტოვებენ მარტოს.

ტარგარიანაშვილები და მათი გარემოცვა

  • მიკუს ტარგარიანაშვილი - გიჟი მეფე, რომელიც ლანისტერაშვილებმა და სხვა პატიოსანმა ხალხმა ჩამოაგდეს ტახტიდან და თავზე დაანგრიეს ყველაფერი. უყვარს ახალი ქალაქების შენება, ქურუმების პატივისცემა, ბევრი ლაპარაკი, რკინის დრაკონებით ფრენა და ხანდახან ღრუბელ-ღრუბელ მალვა. ხალხში თვლიან, რომ ის არ არის საქსტეროსელი და გვარი აქვს გადაკეთებული, სინამდვილეში ის ჰაოსლენდიდან არის და ამისი გვარიც სწორედ ამაზე მიანიშნებს.
  • ედვინ ტარგარიანაშვილი - საქსტეროსის ყოფილი პრინცი, ჭკვიანი, დამჯერი და ბეჯითი ბიჭი. აქვს დამყარებული რეკორდი ყვავის ნისკარტებით ანბანის აკრეფაში. რეკორდის დამყარების შემდეგ ერმა ედვის რამე ხელობის სწავლა ურჩია.
  • აივენჰო მორმონტაძე - მიკუსის თანამებრძოლი, ძმა და მეგობარი, თავის დროზე იყო ძალოვანთა ლიდერი, ხოლო შემდგომში სათავეში ჩაუდგა საბჭოს. ამჟამად დაპატიმრებულია და ბრალად წაყენებული აქვს უმძიმესი დანაშაულებები. მისი საყვარელი საჭმელია ცხელი კარტოფილი. არის ეჭვები, რომ მან უღალატა მიკუსს და მის ხელისუფლებას და მან გაუღო ლანისტერაშვილებს კარები სასახლეში.
  • ბაჩა სელმია - მიკუსის ერთგული მეგობარი და ამირსპასალარი. ის, მისი ძმა, მამამისი და მისი კლასელი აქტიურად ეხმარებოდნენ მიკუსს მომთაბარე ტომთა ძლევასა და დასჯაში. ამჟამად პატიმრობაში, არსებობს ეჭვი, რომ თუ არა აივენჰო მორმონტაძე, მაშინ სწორედ ბაჩა აწვდიდა ინფორმაციას ლანისტერაშვილებს. (ისტორია მოთხრობილია თავში: “ვისი ვისაშია).
  • გივიუს ჰოდორაძე - გივიუსი ყბამონგრეული ბრგე მამაკაცია, რომელიც ხშირად ისროდა შემდეგ ფრაზებს: “დაგაჰოდორებთ თქვე ჰოდორებო!” ან “სულს ამოგიჰოდორებთ თქვე ჰოდორებო!” და სხვა.
  • ჩიორა ასტაპორელი - ჩიორა ჭკიანი და გაიძვერა ქალია, რომელიც ასტაპორელთა ტყვეობიდან მიკუსმა იხსნა და მას შემდეგ გვერდიდან არ იცილებს. მისი სპეციალობაა ნერვები მოუწამლოს პატიოსან მსახიობებსა და პროფესორებს.
  • ნუგზარ ნაცრიფსერი ჭია - ზვისალიდების ლიდერი, რომელიც მიკუსმა შემოირიგა და გახადა თავისი გუნდის წევრი. მისი მთავარი სპეციალობაა ტვინის ტყვნა.
  • გოგ დროგო - უშიშარი მებრძოლი, ველური, გამოირჩევა ველურებისათვის დამახასიათებელი წვერითა და გამომეტყველებით. ის ნამდვილი ბუნების შვილია, უყვარს ხეების დარგვა და თუ ვინმემ რამე გაჩეხა, მე რა შუაში ვარო ამბობს. უკრავს ეგზოტიკურ საკრავებზე, ვარცლზე, მფრინავს თეფშებზე (გაფრენილზე) და ა.შ. არსებობს ეჭვი, რომ სალამურსაც კარგად ფლობს. ბევრს ლაპარაკობს, მაგრამ არავინ უსმენს.

სხვა მნიშვნელოვანი პერსონაჟები

  • შალვუს ფრეიშვილი - მუდმივად თამაშგარე მდგომარეობაში მყოფი პერსონა, რომელიც არავის უნდა თავის რიგებში. ამის გამო ის განაწყნებულია და ყველას ლანძღავს. ხშირად დადის ქალაქიდან ქალაქში და ხალხს სთხოვს ერთხელ მაინც ანდონ სკამი.
  • ლევ ბარათეონაძე - ეროვნული ადამიანი, იმდენად ეროვნული, რომშეიძლება სიტყვა ერი სულ მალე ლევ-ით შეცვალონ, ხოლო ეროვნული ლევონურით. დადის საქსტეროსის ლევონურ სამოსელში და წერს ლექსებს რაღაც გრძნობებზე, რომლებიც მოუწოდებენ შეჩერებისკენ.
  • იულიუს დუოსიუსი - ადამიანი, რომელსაც ყველაზე მეტი საქსტეროსელი ენდობა. აქვს განუზომელი ძალაუფლება, ემორჩილება მხოლოდ შორეუტა სნოუს. წერს ლექსებს, სიმღერებს, წერილებსა და სხვა მსგავს რამეებს, რომელსაც ლანისტერაშვილების მიერ გამოყოფილი ხალხის ფულებით თარგმნიან სხვადასხვა ენაზე.
  • ადე სტარკიშვილი - დაკარგულია. კაცმა არ იცის როდის მიაღწევს ოჯახამდე და სამშობლომდე.
  • ვლად და ირმუს ბოლტონაშვილები - სწორედ მათ ჩაუყარეს ტარგარიანაშვილების სამეფოს დანგრევას საფუძველი, როდესაც გასცეს საიდუმლო ამ ტირანების შესახებ. ისინი დიდი ხანი იმყოფებოდნენ გადახვეწაში ბელგილენდში, ხოლო ჩამოსვლისას მატ დახვდნენ მხედრები რკინის ცხენებით და პორტიდან მთავარ გამზირამდე სულ ჭენებითა და მარულათი მოაცილეს.
  • ვლადიმირი მენსინი - მეფე კედლის ჩრდილოეთით. გადმოცემით საქსტეროსშია დაბადებული და გაზრდილი, ქალაქ კასპელი როკში, შემდეგ გადაიხვეწა ჩრდილოეთში და მუდმივად უტევს საქსტეროსს თავისი ჯარების საშუალებით.
  • დავით დეფიუსი - წითელ ფოთლებიანი ხე, რომელსაც უძგერს გული. მას მუდმივად აქეთ-იქით დაათრევს ვიღაც თავის თავში გაურკვეველი ქალი და ყოველ ჯერზე ეკითხება: “აქ რატომ მოვედით, ხე?”
  • ჯებრაილ ბლექაძე - ცნობილი სამოქალაქო აქტივისტი, რომელიც ასულდგმულებს საქსტეროსის საზოგადოებრივ პრიტესტს, ერში არის მოარული შეკითხვა: "ჯებრაილმა გააპროტესტა?" - მისგან ყოველთვის მოელიან მკვეთრ და სამართლიან რეაქციას.
  • მასხარა ტირიონი და მისი მეგობრები - რაღაც სატირულ-იუმორსტული გუნდი, რომელიც არც ლანისტერაშვილებს უყვართ და არც ტარგარიანაშვილებს. მხოლოდ იმატ ევასებატ, ვისაც წიგნი აქვტ წაკითხული ან სერიალი - ნანახი.

ფრაქციები და მათი ისტორიები

ლანისტერაშვილების ფრაქცია

  • დევიზი - ლანისტერაშვილები ჩადებე ფულს სოფლის მეურნეობაში და ყველა სოფელს ერგება 5-5 მილიონი.
  • ჰერბი - ზებრაზე შემომჯდარი პინგვინი.

ლანისტერაშვილების ისტორია ძალიან საინტერესოა, ისინი თავიდან გაჭირვებულები იყვნენ, ხოლო შემდგომ ოჯახის უფროსი წავიდა საზღვარგარეთ და დიდძალი ფული იშოვა. დღემდე უცნობია რა ხერხებით მოახერხა მან ეს. თუმცა არსებობს ვერსიები, რომ გრანგილთა ავტომატური გადამწერი გამოიგონა და სწორედ ამის გაყიდვით დააგროვა ქონება. ის დიდი ხნის განმავლობაში პატრონობდა საქსტეროსის მოსახლეობას და მის სასიქადულო ინტელიგენციას, რომლებიც წერდნენ ლექსებს, თხზავდნენ რომანებს, დგამდნენ სპექტაკლებს ესპანურ ტარკნებზე და კაცმა არ იცის რატომ, იხვეჭდნენ ავტორიტეტს საქსტეროსელებში.

დიდხნიანი სიჩუმის შემდეგ ლანისტერაშვილებმა გადაწყვიტეს გიჟ მეფეს დაპირისპირებოდნენ და ძალაუფლება მიეცათ ხალხისთვის. თავიდან გზას პრინცი ბერუსი სხლავდა თავისი სიმღერებით: “მასა შოკშია,” “გულისსწორი არ მყავს” და სხვ. გაუფურჩქნავი ქალწულების დასველებისა და გზის გაჭრის შემდეგ ბინუს ლანისტერაშვილი მუხანათურად შემოიჭრა ავანსცენაზე და ფონოგრაგნილზე თქვა ლექსი, რის შედეგადაც მთელი საქსტეროსი დასველდა.

ტარგარიანაშვილების ფრაქცია

  • დევიზი: გაზითა და სპეცრაზმით!
  • ჰერბი: მეფეზე გადამჯდარი ნიმფა.

ტარგარიანაშვილები ხელისუფლებაში დრაკონებისა და ხალხის დახმარებით მოვიდნენ, როდესაც ტახტიდან ჩამოაგდეს თეთრი მელის კლანი და მისი დამქაშები. ბედნიერი საქსტეროსელები მიკუსს და მის მეგობრებს ძლიერ ენდობოდნენ, შესაბამისად მიკუსმა და მისმა თანაგუნდელებმა აქტიურად დაიწყეს სხვადასხვა რეფორმების გატარება. როგორც რომანიდან ირკვევა, ძალიან მალე ისინი საერთოდ მოწყდნენ რეალობას და ხალხს და სხვადასხვა უაზრო გადაწყვეტილებების მიღება დაიწყეს. მაგალითად, ტარგარიანაშვილების გარემოცვის წევრები აქტიურად სტუმრობდნენ ბორდელებს, დოღებს, რაინდთა ტურნირებსა და სხვა გასართობ ადგილებში. უკმაყოფილო ხალხი ქუჩებში გამოდიოდა, მათ კი ტარგარიანაშვილთა დაქირავებული რაზმები სასტიკად უსწორდებოდნენ. საბოლოო ჯამში ტარგარიანაშვილები სასტკიდად დამარცხდნენ და ახლა შორიდან უმზერენ მოვლენებს.


შავოსანთა ორდენი

შავოსანთა ორდენი ერთ-ერთი ყველაზე ძველი ორდენია საქსტეროსში. გადმოცემით, სწორედ მათი დამსახურებაა რომ საქსტეროსმა და საქსტეროსელებმა აქამდე მოაღწიეს. თუმცა, ბოლო პერიოდში შავოსანთა ორდენი თავის პირვანდელ დანიშნულებას აღარ ასრულებს და ვლადიმერ მენისისგან საქსტეროსის დაცვის ნაცვლად, პირიქით ხელს უწყობენ კედლის იქით მცხოვრებ მეფესა და მის დამქაშებს.

შავოსანთა სპეც. იარაღია ტაბურშეტი, კატაბულტისებრი მოწყობილობა, რომელიც ისვრის სკამებს. ძირითადად საქსტეროსის პრო-ვესტეროსული მოსახლეობისკენ.

შავოსანთა ორდენის წევრებს ძლიერ უყვართ შავი ბედაურები, რომლებსაც მრავლად იღებენ ხელისუფლებისა და მიმდევრბისგან.

ბუსუსიანი სკამი

ბუსუსიანი სკამი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საგანი მთელს საქსტეროსში. მასზე დაჯდომა ყველას უნდა, რადგან არის ძალიან კომფორტული, სასიამოვნო და სწორედ ამ სკამზე ჯდომით იმართება ქვეყანა.

ამჟამინდელი მდგომარეობა საქსტეროში

ქვეყანას უახლოვდება მეტეორი.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ინსტრუმენტები