სამსახურის შოვნა

ჩიტიპედია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სამსახურის შოვნა - პრაქტიკულად შეუძლებელი ამოცანა, რასაც მიამიტი ქართველი ხშირად უსახავს საკუთარ თავს.

სამსახურის შოვნა საქართველოში ისეთივე რთული პროცესია, როგორც ოლიმპოს ღმერთად კურთხევა ძველბერძნულ მითოლოგიაში, ხოლო ხელფასი იმდენად მცირე, რომ ის წამის მემილიარდედ ნაწილში აორთქლდებოდა, დიად გამომგონებელ შლუხენბოზენს მისთვის სპეციალური კონტეინერი რომ არ დაემზადებინა. შლუხენბოზენის სახელფასო კონტეინერში ხელფასი შეგიძლიათ ჩადოთ თხევად იონიზებულ აზოტში, ზეცივ ტემპერატურაზე, რის შემდეგაც არ უნდა დაგავიწყდეთ სარქველის მჭიდროდ დაგმანვა და ცოლისა და ბავშვებისგან შორს მისი მოთავსება.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ინსტრუმენტები