სამოქალაქო საზოგადოება

ჩიტიპედია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სამოქალაქო საზოგადოება - ერის ნაწილი, რომელსაც აქვს პრეტენზია პრადვინუტობაზე, განსხვავებით ერის დანარჩენი ნაწილის, ანუ ბრბოსგან.

სარჩევი

სამოქალაქო საზოგადოების მიზნები

სამოქალაქო საზოგადოების მიზანია შეამჩნიოს და დროულად დაგმოს საზოგადოების დანარჩენი ნაწილის, ანუ ბრბოს ისეთი მანკიერი მოქმედებები, რომლებიც ძირს უთხრის ჩვენი ქვეყნის სწრაფვასა და გაწევრიანების პერსპექტივას ევროატლანტიკურ ალიანსსა და ევროკავშირში. თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სამოქალაქო საზოგადოებას ქვეყნის საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით არ გააჩნია ერთიანი პოზიცია, მისი წევრები მხოლოდ და მხოლოდ თანხმდებიან მიზანზე - ოღონდ რუსეთი არა და..

სამოქალაქო საზოგადოების არსებობის და მუშაობის პრინციპები

სამოქალაქო საზოგადოება არსებობს მხოლოდ ვიწრო წრეებში და მუშაობს პრინციპით ყველა ერთმანეთისთვის. სამოქალაქო საზოგადოების შემჩნევა შეუძლებელია ბრბოსთვის განკუთვნილ ადგილებში, მაგალითად ისეთებში, როგორიცაა საახალწლო კონცერტი თავისუფლების მოედანზე, თბილისობა, ახლადშერემონტებული აღმაშენებლის გამზირის გახსნის ცერემონიალი, და კუს ტბის პლაჟის უფასო ნაწილი. სამოქალაქო საზოგადოების წევრები აქტიურად გვხვდებიან სოციალურ ქსელ ფეისბუქში, სადაც აშეარებენ ერთმანეთის დაწერილ სტატიებსა და ბლოგებს და ძირითადად კვერს უკრავენ ერთმანეთს. ასევე სამოქალაქო საზოგადოება ხშირად არის შემჩნეული დისკუსიებში, რომელიც იმართება ბათუმის ლიტ-კაფესა და თბილისში, ბიოლის ფონდში.

სამოქალაქო საზოგადოების პროტესტის და ბრძოლის ხერხები

სამოქალაქო საზოგადოება ძირითადად აპროტესტებს ისეთ საკითხებს, რომლებიც საზოგადოების დარჩენილ ნაწილს, ანუ ბრბოს არ აღელვებს. ასეთი საკითხებია: ცნობილი ადამიანების უფლებების დარღვევა, სხვადასხვა უმცირესობების ნაცნობი წევრების დისკრიმინაციის ფაქტები, სხვა ქვეყნებში არსებული დემოკრატიის ხარისხი, ჯულიან ასანჟის დაკავება, გუდიაშვილის სკვერის დანგრევა, ისრაელის ძალადობრივი ქმედებები პალესტინის წინააღმდეგ, SOPA & PIPA და ა.შ.

სამოქალაქო საზოგადოება პროტესტის გამოსახატად ირჩევს არატრადიციულ გზებს, როგორებიცაა: ფეისბუქში აქტიური პოსტვა და სხვადასხვა ფეიჯების შექმნა, ბლოგზე წერა, სტენსილი, ძუძუდან რძის გამოწველა და გაყიდვა, კიჩი, თრეში და ა.შ.

როგორ ამოვიცნოთ სამოქალაქო საზოგადოების წევრები

სამოქალაქო საზოგადოების წევრია ყველა ის ადამიანი, ვისაც ჰყავს ფეისბუქში თითქმის 5,000 ფრენდი და 2,000-ზე მეტი Follower-ი. სამოქალაქო საზოგადოების თითო წევრზე დღეში საშუალოდ მოდის სტატუსის 200-მდე ლაიქი და 50-მდე შეარი. სამოქალაქო საზოგადოების წევრების სტატუსების კოპირებით და მათი სტატიებად ქცევის დიდი გამოცდილება აქვთ ისეთ საინფორმაციო საშუალებებს, როგორებიც არიან news.ge და ambebi.ge

სამოქალაქო საზოგადოება და ბრბო

ამ ორ დაჯგუფებას ერთმანეთთან ურთიერთობა თითქმის არ აქვს, თუ არ ჩავთვლით იმ ფაქტს, რომ ზოგჯერ ერთი დაჯგუფებიდან მეორეში ძალთა გადასროლა და ახალი სისხლის გადასხმა ხდება. ოღონდ ეს ხანგრძლივი და მტკივნეული პროცესია, და როგორც ძველი ელინური ანდაზა ამბობს - სამოქალაქო საზოგადოებიდან ბრბოში მოხვედრა ადვილია, უკან დაბრუნება კი ძნელი.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ინსტრუმენტები