რუსეთი

ჩიტიპედია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რუსეთი
Flag-russia.jpg
დროშა
Coat-of-arms-russia.jpg
გერბი
დევიზი: Будем!
რუსეთის-რუკა.jpg
მუდმივმოქმედი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი
მოსახლეობა გაწყდნენ ერთ დღეს!
ეროვნული ვალუტა ბუნებრივი აირი
ჰობი ოკუპაცია, ტანკით სეირნობა
სამუშაო საათები 21:00—ბოლო კლიენტამდე

რუსეთი - (ასევე ცნობილია, როგორც: ამომავალი მზის ქვეყანა, ღრუსეთი, ერთმორწმუნე მეზობელი, ნაბიჭვრების ინკუბატორი) ქვეყანა დედამიწაზე, პოსტაპოკალიფტიკური ფილმებისა და წიგნების მზა დეკორაცია. გამოირჩევა აგრესიულობით და იმპერიალისტური ზრახვებით. აქვს სიყვარულის და ძმობის გამოხატვის განსაკუთრებული ხერხები, როგორც ფსიქოლოგები აღნიშნავენ რუსეთს BDSM ფეტიში აქვს და სწორედ ამით იკმაყოფილებს თავის ვნებებს.

სარჩევი

ისტორია

გვიან Х საუკუნეში, მას შემდეგ რაც ქართველებმა სახარების თარგმნა დაასრულეს რუსები ხეებიდან ჩამოვიდნენ და გადაწყვიტეს სახელმწიფოს დაარსება. როგორც მაშინდელი რუსული წყაროები იუწყებიან, საქართველოს და სხვა ქვეყნების მიმართ სიყვარული რუსებს ჯერ კიდევ ხეზე ძრომიალისას გაუჩნდათ და სწორედ ეს იყო მათი ჩამოსვლისა და შემდგომში სახელმწიფოს დაარსების უმთავრესი მიზეზი. რუსები თავიდან ახლანდელზე უფრო ურჯულოები იყვნენ, ამიტომ კიევის მთავარმა ვლადიმირმა, მოინდომა ცოტა მოერჯულებინა ხალხი, მასთან მივიდნენ ებრაელები და შესთავაზეს იუდაიზმი, რაზეც დიადმა რუსმა უპასუხათ თქვენ თქვენ ღმერთს საკუტარ ქვეყანაში არ გაუჩერებიხართ და თქვენი რელიგია რად მინდაო, მივიდნენ მუსლიმები რაზეც განაცხადა, რომ რუსეთს დალევის ხალისი აქვსო და ისინიც გამოუშვა, შემდეგ მივიდენ ქრისტიანები და მანაც ისევ ეს აირჩია. მას შემდეგ რუსები სვამენ და ხანდახან წაიბოზებენ კიდეც.

დროთა განმავლობაში რუსეთი ნელ-ნელა გაიზარდა და იქცა უდიდეს სახელმწიფოდ, რომელიც თავის წიაღში ესიყვარულებოდა სხვადასხვა პატარა ხალხებსა და ქვეყნებს. აღნიშნული ფენომენი სექსოლოგების მიერ შეფასებული იქნა როგორც პედოსადოფილია.

ადრეული ХIX საუკუნიდან რუსეთი იქცა ერთ-ერთ ძირითად მოთამაშედ ევროპის პოლიტიკურ ცხოვრებაში. მსოფლიო ისტორიის ქართველი მოქეიფე და ჯიგარი სპეციალისტების თქმით, რუსეთს იმთავითვე მართავდნენ ქართველ მამაკაცთა ნაბიჭვრები. მაგალითად, ერთ-ერთი ისტორიული სუფრისას, რომელსაც მრავალი სამეცნიერო კვლევისას იყენებენ წყაროდ, ეკატერინე II-ს მომკვლელად არა ცხენი არამედ ქართველი თავადი მარადი შიბლიანი სახელდება.

XX საუკუნის 10-იან წლების ბოლოს რუსეთში მოხდა ოქტომბრის რევოლუცია, რომლის ერთ-ერთ შემოქმედი, ასევე ქართველი, ქალაქ გორის აღზრდილი და მის წიაღში ჩანერგილი, იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილი, მეტსახელად სტალინი, გახლდათ. ამ დროიდან იწყება საქართველოსა და რუსეთის განსაკუთრებული მეგობრობის ასწლეული, რომელიც ჯერ არ დამთავრებულა.

"ედინაია რასიას" ახალგაზრდული ფრთა

პოლიტიკა

რუსეთში გასაოცარი დემოკრატიაა. რუსეთში არ ხურავენ ტელევიზიებს, არ არბევენ მიტინგებს, არ ჰყავთ პოლიტიკური და პრეზიდენტის პირადი პატიმრები, არ კლავენ ჟურნალისტებს და დაუმორჩილებელ ადამიანებს.

ვლადიმერ პუტინის გაპრეზიდენტების შემდეგ რუსეთში მოღვაწე ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და ხელოვანები მუდმივად ცდილობენ სიტუაციის არევას. დესტაბილიზაციის ყოველდღიური მცდელობების მიუხედავად ვლადიმერ პუტინი ახერხებს დემოკრატიული კურსის შენარჩუნებას, სულ ცოტა ხნის წინ მან მოახერხა ვინმე "აჩკარიკა ინტელიგენტი იურას" მიჩმორება.

ვლადიმერ პუტინი რუსეთის პრეზიდენტად მესამე ვადით აირჩია რუსმა ხალხმა, დემოკრატიისა და არჩევანის თავისუფლების სრული დაცვით. ბოლო არჩევნებისას, დასავლეთისთვის სიმართლის დასამტკიცებლად პუტინმა ყველა საარჩევნო უბანზე დაამონტაჟა ლაივ კამერები, რომელთა მეშვეობითაც ნებისმიერ ადამიანს შეეძლო დაკვირვებოდა არჩევნებს. დაკვირვების პერიოდში დაფიქსირდა მხოლოდ ერთი არაორდინალური ფაქტი, როდესაც გროზნოს ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე კავკასიური ნაციოონალურობის სახეები ცეკვავდნენ. დასავლურ და ანტი-რუსულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს ეს ცეკვა პუტინის დადგმული იყო, რათა ყველა დამვკირვებლის ყურადღება ამ ადამიანებზე გადაეტანა, დრო ეხელთა და არჩევნები გაეყალბებინა. თუმცა სხვადასხვა კომპეტენტურმა ექსპერტებმა ეს ვერსია თავიდანვე უარჰყვეს.

რუსეთის პრემიერ-მინისტრი არის დიმიტრი მედვედევი, რომელიც დამოუკიდებელი და ძლიერი პიროვნებაა, ის სახელმწიფო ინტერესების გამო გადადგა საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე და ადგილი ვლადიმერ პუტინს დაუთმო. დიმიტრი მედვედევი ვლადიმერ პუტინთან შედარებით დაბალია, რაც მხოლოდ და მხოლოდ დამთხვევაა.

ეკონომიკა

რუსეთის ეკონომიკა დაფუნძნებულია უძველეს ადამიანურ პრინციპებზე, რომელიც მსოფლიოს ეკონომიკურ სახელმძღვანელოებში ცნობილია როგორც "ბარიგის ეკონომიკა". აღნიშნული პრინციპი ეფუძნება კონკრეტული ერების კონკრეტულ ბუნებრივ ან ადამიანურ რესურსზე "შესმას," რის შედეგადაც ვითარდება მწვავე დამოკიდებულება და "რუსოფილია" განუკურნებად სენად იქცევა.

დღემდე ცნობილია "რუსული ბარიგის ეკონომიკის" რამდენიმე სახეობა:

  • ერთმორწმუნომანია - დამოკიდებულების დროს ვითარდება მანიაკალური სურვილი საკუთარი ისტორის (მათ შორის რწმენის შეურაცხყოფა, ავტოკეფალიის ჩამორთმევა, ეგზარქოსების დანიშვნა, პატრიარქების მკვლელობა, ეკლესიების ნგრევა, ათეიზმის ოფიციალურ რელიგიად ქცევა და ა.შ.) უარჰყოფისა და დიდ ძმასთან და ერთმორწმუნე ერთან დაახლოებისა. (გვხვდება საქართველოში).
  • გაზნავთობოფილია - საუკეთესო ნარკობარონულ ტრადიციებში გამოყვანილი გაზი და ნავთობი მრავლად მიედინება დამოკიდებული პიროვნების ვენებში, შედეგად გაზნავთოფობილს ნებისმიერ უსამართლობაზე მხოლოდ შეშფოთების გამოხატვა შეუძლია. ემოციებისა და ადეკვატურობის ატროფირება ამ სახეობის მთავარი ნიშანია. (გვხვდება ევროპაში).
  • ნაშოფილია - ნოვოკუზნეცკელი ნაშების ვაგინის მიმართ ნოსტალგია, რომელიც მამაკაცის რეპროდუქციული ინსტინქტების ფესვებიდან არის წამოსული და სინთეზს ქმნის ცხოველურ ჟინთან. (გვხვდება საქართველოში).


კულტურა

რუსეთის მდიდარი კულტურა, რომლის შესახებაც არაერთხელ გვსმენია, ერთად-ერთი მიზეზია რის გამოც შეიძლება ეს სახელმწიფო გიყვარდეს. თუმცა ეს პოსტულატიც სადაოა, რადგან თუ გამოჩენილ ქართველ მწერალ დავით ტურაშვილს დავუჯერებთ "ერთი გრიბოედოვის დედაც მოვ**ანთ!"

ქართველთათვის რუსული კუტურა ძალიან ღრმაა და მის შესახებ ნებისმიერი ქართველი დაგელაპარაკებათ. გააჩერეთ ნებისმიერი ადამიანი ქუჩში და კითხეთ, როგორ კულტურა აქვს რუსეთს და რა შეუძლიათ მათ გითხრან რუსული კულტურის შესახებ. აბსოლუტურად ყველა გიპსაუხებთ, რომ რუსეთს მდიდარი კულტურა აქვს. ცხადია, ამ აბზაცში მეტის დაწერა არც ღირს, რადგან საქართველოში მცხოვრებ ადამიანებს არ ესწავლებათ რუსული კუტურა, ხოლო თუ ესწავლებათ, მაშინ თავის თავს დააბრალონ.

რუსეთში ყველაზე პოპულარული ჯგუფია "სტეკლო ვატა," რომლის ჰიტმა "Новы, Новы, Год," ცნობილი "В лесу родилас ёлочка" ჩაანაცვლა. რუსული ცხოვრება

სპორტი

რუსეთში სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობა სიფხიზლეა. სიფხიზელს ძალიან რთული და ძნელად შესასრულებელი წესები აქვს. სპორტსმენების მიზანია ყველაზე დიდ ხანს მოითმინონ უალკოჰოლობა. ეროვნულ სპორტში ჩართულია მთელი რუსეთი და ამჟამად ნაციონალური რეკორდი არის 20 წუთი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ვალერია ნოვოდვორსკაიამ დაამყარა.

პოპულარობით მეორე ადგილზეა ფეხბურთი, რომელიც ბოლო წლებში ძალიან განვითარდა. რუსეთის საფეხბურთო ლიგაში მოსახევრად მსოფლიო დონის ისეთი ვარსკვლავები იღწვიან როგორებიც არიან: გოგიტა გოგუა და სხვები.

ქართველი ფეხბურთელებისთვის რუსულ ლიგაში თამაში ძალიან წარმატებულია, ისინი იქ საოცარ გამოცდილებას აგროვებენ და შემდეგ სანაკრებო თამაშებში ჩინებულად გამოიყურებიან.

ძმური ურთიერთობა საქართველოსთან

მეფის რუსეთი და საქართველო

საქართველოსა და რუსეთის ძმური ურთიერთობა იწყება 1783 წლიდან, როდესაც ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II გეორგიევსკში ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა. იმ ხანად გეორგიევსკში ჩიკაგოსა და ბუქარესტის სამიტის მსგავსი შეხვედრა მიმდინარეობდა, რომელსაც მხოლოდ ორი ქვეყანა ესწრებოდა, რუსეთი და საქართველო. სამიტის ფარგლებში განხილული იყო საქართველოსათვის "Карта"-ს მიცემის საკითხი, რომელიც "მაპის" რუსული ანალოგია. ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად საქართველოს მიიღო "Карта" ე.წ. ტრაქტატი, რომელის ფარგლებშიც რუსეთი ვალდებულებას იღებდა დაეცვა საქართველო ყველა გარეშე მტრისგან.

1795 წელს, როდესაც საქართველო აღა-მაჰმად ხანი შემოესია, რუსეთს საქართველოსთვის არ უღალატია. სხვადასხვა პრო-ამერიკული ისტორიული წყაროები გვამცნობენ, რომ გენერალი ტოტლებენი იმ დღეს ბრძოლის ველზე არ გამოცხადდა, ხოლო მის მაგივრად 70 ჰუსარი იბრძოდა, რომელმაც სიტყვის გატეხვას თავის გატეხვა ამჯობინეს. სინამდვილეში გენერალი ტოტლებენი და მისი არმია სწორედ ზემოთხსენებულ ჰუსარებს ეძებდნენ. როდესაც ბრძოლის ბუკს ჩაჰბერა ნოვოსიბირსკელმა ბუკისმკვრელმა, იოან სევეროვმა, გენერალს 70 ჰუსარი მოუკითხავს, ხოლო ისინი ადგილზე არ დახვედრიან. გაშმაგებული ტოტლებენი, იმის შიშით რომ ქართველებს უპირო ადამიანი არ ვეგონო როცა 70 კაცი დამაკლდებაო, შეუდგა ხსენებული რაინდების ძებნას, რომლებიც მას ან მკვდრები, ან დეზერტირები ანდაც სადმე ღვინოში ჩამხრჩვალები ეგონა. როდესაც მაძებრები ვერაფერს გახდნენ გენერალი იძულებული იყო ბრძოლის ველზე 70 კაცით ნაკლული არმიით გამოცხადებულიყო. კრწანისში მისვლის შემდეგ, ტოტლებენისთვის უთქვამთ, რომ მის მიერ დაკარგული მებრძოლები ქართველების მხარდამხარ იბრძოდნენ, ბრძოლის ველზე ადრე გამოცხადებულან, რადგან შეეშინდათ პახმელიაზე რომ ვართ არ დაგვაგვიანდესო. შემოირტყა თავში ხელი გენერალმა ტოტლებენმა, მაგრამ უკვე გვიანი იყო, როდაგან სულ რაღაც ერთი კვირის აღიარებულმა სახელმწიფო აშშ-მ, მისმა ისტორიკოსებმა და სპეც. სამსახურებმა დრო იხელთეს და ანტი-რუსული ისტორიული წყარო შექმნეს.

ერეკლესა და შემდეგ მისი ვაჟი გიორგი XII-ს გარდაცვალების შემდეგ რუსეთს საქართველოს ოკუპაცია, მისი სამეფო ტახტის გაუქმება და გუბერნიებად დაყოფა არ მოუხდენია. 1801 წელს რუსეთის ჯარი საქართველოში შიდა არეულობის ჩასაცხრობად ჩადგა. სამეფო ტახტი, რომელზეც რამდენიმე პრეტედენტს ჰქონდა პრეტენზია გადამალეს, რადგან როგორც რუსი ისტორიკოსი პავლე მართალი იუწყება ერთ-ერთი დავის დროს უფლისწულებმა ტახტს ფეხი მოატეხეს. გუბერნიებად დაშლა კი მტრის თვალის ასახვევად მოხდა. იმ ხანად საქართველოში ოსმალეთის არმია ცდილობდა შემოჭრას, რუსებმა გადაწყვიტეს ოსმალთა მოტყუება და საქართველო გააუქმეს. ოსმალთა არმიამ საქართველოს ვეღარ მოაგნო, რადგან მათი რუკები უკვე მოძველებული იყო და ისინი არარსებულ სახელმწიფოს ეძებდნენ.

1801 წლის შემდეგ რუსეთი 1918 წლამდე მართავდა საქართველოს, ამ პერიოდის განმავლობაში არ მომხდარა არც ერთი აჯანყება და შესაბამისად ამ აჯანყების სისხლში ჩახრჩობა. არც ერთი შეთქმულება, გადასახლება, მკლელობა, დარბევა და ა.შ.

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებისთვის ტალახის მოსაცხებად პრო-ამერიკულმა და მასონურმა ძალებმა სპეც. სამსახურების გამოეყენებით მოახერხეს საქართველოში მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება, რომლის ბრძანებულებაც გააყალბეს. ამავე სპეც. სამსახურების მიერ იქნენ საქართველოში გამოგზავნილი ეგზარქოსები და მათ მიერვე მოხდა ქართული ენისთვის ბრძოლის გაჩაღება.

სსრკ და საქართველო

1921 წელს სერგო ორჯონიკიძე საქართველოში წითელ არმიას ქართველ მამაკაცთა დაჟინებული თხოვნის შედეგად შემოუძღვა. "შავყანწელების" წერილში, რომელიც ორჯონიკიძემ 1920 წლის მიწურულს მიიღო, კაცები დაჟინებით ითხოვდნენ საქართველოს სსრკ-ში ინტეგრაციას, რათაც მომავალი 70 წლის განმავლობაში ქართველ მამაკაცებს სექსი და გართობა არ მოჰკლებოდათ. აღსანიშნავია ისიც, რომ ოსტანიკოს ანძა სწორედ ქართველი მამაკაცების მოთხოვნით აიგო, რომლის თავდაპირველი დანიშნულებაც ერეგრირებული ქართული ფალოსის ობელისკი იყო, ხოლო ტელევიზიის გამოგონების შემდეგ მასზე დააინსტალირეს რესტორანი და ანტენები.

1937 წელს საქართველოდან გადაასახლეს და დახვრიტეს მხოლოდ ასექსუალები და ცოლისადმი ერთგული მამაკაცები, რომლებიც უარს ამბობდნენ ქართველი კაცის უპირველეს მოვალეობაზე - გაეთანგათ რუსი ქალები. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად ქართველ მამაკაცთა მიზანი რუსეთის ნაბიჭვართა ქვეყნად გადაქცევა სახელდება, თუმცა აღნიშნული ვერსია ზედმეტად ოპტიმისტი ქართველი პატრიოტის შეთითხნილს ჰგავს, რომელიც მიზნად რუსეთ-საქართველოს ურთიერთობისთვის ჩრდილის მიყენებას ისახავს.

საბჭოთა კავშირის შემადგნელობაში ყოფნისას საქართველოს ეკონომიკა და კულტურა აღზევდა. სწორედ ამ პერიოდში აღორძინდა ქართული ჩაის კულტურა, მანდარინის პლანტაციები და კინემატოგრაფია, რომელშიც საოცრად მღეროდნენ სოპრანოები.

ზემოთხსენებული ამერიკული და მასონური სპეც. სამსახურების შეთითხნილია 1956 წლის 9 მარტისა და 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებიც, რომლის დროსაც საქართველოს არც ერთი მოქალაქე არ დაშავებული და მითუმეტეს არ დაღუპულა.

რუსეთ-საქართველოს ძმობა 1990 წლის შემდეგ

საქართველოში წარმოქმნილ სეპარატისტულ ომებთან რუსეთს არანაირი კავშირი არ აქვს, ისინი მხოლოდ სამშვიდობო მისიას ასრულებდნენ კონფლიქტების წარმოქმნის შემდეგ. სხვადასხვა წყაროების მიერ შეთითხნილი ინფორმაციების მიუხედავად, რუსეთის სამშვიდობო ჯარებს არასოდეს მიუციათ სეპარატისტებისთვის უფლება დაერღვიათ დე-ფაქტო საზღვერებს აქეთ მცხოვრები ადამიანების სიმშვიდე და უსაფრთხოება. უფრო მეტიც, 1995 წლის შემდეგ რუსეთის სამშვიდოდბო ჯარების 100-მდე სამხედრო დაიღუპა სეპარატისტების მიერ ნასროლი ყუმბარების შეჩერებისას. ისინი პირდაპირ თავითა და ტანით იგერიებდნენ დე-ფაქტო საზღვარს აქეთ მცხოვრები ქართველებისათვის განკუთვნილ ჭურვებს. აღნიშნული სამშვიდობოები დაჯილდოვებულნი არიან საქართველ-რუსეთის მეგობრობის ორდენით.

2008 წლის აგვისტოში საქართველო-რუსეთ შორის სიტუაცია დაიძაბა და ამის მთავარი შემოქმედი იყო ამერიკის შეერთებული შტატები, რომელმაც სპეციალურად შექმნილი ინტერკონტენტალური ტრანკვილიზატორით დააძინა ცხინვალი და შემდეგ მწვანე ბერეტების დახმარებით გააჩაღა ომი, ვიდრე რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტები მშვიდად უყურებდნენ ოლიმპიადას და მაიკლ ფელფსის პოტენციალის შესახებ საუბრობდნენ. საბოლოო ჯამში გაუგებრობა აღმოიფხვრა და ორმა ქვეყანამ განაგრძო მეგობრული ურთიერთობა, რომელსაც აწი აღარაფერი ემუქრება, რადგან დრომ და ჟამმა ათასჯერ გამოსცადა.

მოძიებულია „http://chiti.ge/pedia/index.php?title=რუსეთი&oldid=62746-დან“
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ინსტრუმენტები