როკსტარი

ჩიტიპედია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სარჩევი

წარმომავლობა

როკსტარი მომდინარეობს ლათინური სიტყვების "როკოს" და "სტარიოს" შერწყმით მიღებული "როკოსსტარიოსგან" და სიტყვა-სიტყვით რომ ვთარგმნოთ, ”idgaf”-ს ნიშნავს. მათ არსებობის დიდი ისტორია აქვთ, რომელიც ჯერ კიდევ ედემის ბაღიდან იწყება და შემდეგ ეტაპობრივად ვითარდება. პირველი ადამიანი, რომელმაც როკსტარობისკენ მიდრეკილება გამოავლინა, სწორედ პირველი ადამიანი იყო. მან უბრალოდ არ გახსნა ღვთისგან მოსული წერილი, რომელიც, როგორც შემდეგში გაირკვა, აკრძალულ ხილს ეხებოდა. ძალიან შორს რომ არ წავიდეთ, განვიხილოთ როკსტარობის თანამედროვე მაგალითები.

ან არადა დავახასიათოთ ზოგადად

როკსტარი რომ ამოვიცნოთ, საკმარისია, გავუგზავნოთ friend request ან მივწეროთ. ორივე შემთხვევაში როკსტარი პასუხს მინიმუმ ერთი დღით დააგვიანებს მიუხედავად იმისა, რომ მან ეს ერთი დღე მთლიანად facebook-ს მიუძღვნა.უარეს შემთხვევაში კი ის ან ფოლოუერებში გაგამწესებთ, ან თქვენს მიწერილ თბილ წერილს სხვა ასეთივეთა მორევში ჩასაკარგად გაიმეტებს.

როკსტარი და როკი

უნდა აღინიშნოს, რომ როკსტარს ძირითად შემთხვევებში არავითარი საერთო არ აქვს როკთან, მეტიც, "როკი" სიტყვა "როკსტარიდან" მომდინარეობს და ასახავს ორსახოვან ბუნებას, ლაივზე თბილს და მსმენელთა მოსიყვარულეს, ხოლო ლაივის შემდეგ ფანებისგან თავმობეზრებულს. ასევე, უნდა განვასხვავოთ როკსტარი და როკელი.

სხვა საგულისხმო ფაქტები

როკსტარისთვის, ასევე, დამახასიათებელია შეხვედრაზე დაგვიანება ან არმისვლა, 37-გიგაბაიტიანი ფილმების გადმოწერა. მუსიკოსი როკსტარი აუცილებელია არც უსმენდეს და არც წერდეს არაფერს. როკსტარს, საერთოდ, გამოულეველი უფლებები აქვს, როგორიცაა უკონტექსტო წინადადების დაკომენტარება, სმაილების უხვი რაოდენობით ან, პირიქით, არგამოყენება, გოგოების ცემა[1].

რა არის საჭირო, რომ გავხდეთ როკსტარი?

დიდი არაფერი, მთავარია მოჭარბებული ნარცისიზმი და ხელსაყრელი გარემო, რომელიც სხვათავის სასურველს, საინტერესოს ან საგინებელს გაგხდით. კონკრეტული მაგალითებიდან რომ ვიმსჯელოთ, მაივიდეოზე ატვირთული თქვენი *რამე სკანდალურზე* მსჯელობის რამდენიმე წუთიანი ვიდეო სრულიად საკმარისია. ასევე, დაგეხმარებათ ბერას სიმღერის დაქავერება (მნიშვნელობა არ აქვს, როგორ გამოგივათ), გრძელი ფეხები, ნიკონის ან ქენონის *პროფესიონალური* კამერა (აბა სამოყვარულო მეც მაქ), ღრძილი და სხვა. პოპულარულობის მოპოვების შემდეგ ყველაფერი თავისით მოხდება, თქვენმაგაზეარინერვიულოთ.

  1. გოგოების ცემა Todd Ingram: "What? I'm not afraid to hit a girl. I'm a rock star".
მოძიებულია „http://chiti.ge/pedia/index.php?title=როკსტარი&oldid=2574-დან“
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ინსტრუმენტები