როგორ გავხდეთ ფოტოგრაფი

ჩიტიპედია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

როგორ გავხდეთ ფოტოგრაფი

(პამფლეტის მაგვარი)

წინამდებარე ნააზრევი არ ისახავს ვინმეს დაკნინებას,იგი გახლავს ჩემი ზოგადი დაკვირვების ნაყოფი.

მაშ ასე,ფოტოგრაფია გასაოცარი ხელოვნებაა. მითუმეტეს თუ ნიჭიერი ადამიანის ხელშია მოქცეული აპარატი.რათქმა უნდა ორთავე სქესს აქვს ამ სფეროში ბრწყინვალე მიღწევები მაგრამ დღეს, ქალთა მშვენიერ კორჰოტას არ მივმართავ....

პირველ რიგში აუცილებელია გარეგნობა,გარეგნობა გადამწყვეტია ასეთ საქმეში.აუცილებელია გქონდეთ ბლანჟე და გრძელი ბაკები.სასურველია იყოთ გაორებული ბუნების მქონე და პერსპექტივა ფეხებზე გეკიდოთ! თანმიმდევრობა რომ არ დავარღვიოთ მივყვეთ ქამაც–ქამაც... უნდა გეცვათ რაც შეიძლება უცნაურად და ესტრავაგანტულად.მყვირალა ფერები უკეთესია.ჰო მართლა, გამოხედვა,–გამოხედვა უნდა გლიჯავდეს,ოდნავ ნამთვრალევი და ვნებიანი თვალებით უნდა შეათვალიეროთ გარემო, აპარატი ხელში,ბუნდღა თავში და მიდი....ცივ ამინდებში პლაში უნდა გეცვათ ან მოკლე ქურთუკი.ქუდი უნდა გქონდეთ ბრტყელი და ტვინი თხელი, და შარფიიიი... ჩემო ძვირფასებო შარფი არის თქვენი ნიჭიერების,და დენდობის სიმბოლო..!

ეხლა გადავიდეთ აპარატზე,აუცილებელია ქენონის ფირმის ნაწარმი,ობიექტივი დაიკიდეთ. აუცილებელი არაა,მთავარია კარგი ლენტი და მოზრდილი ზურგჩანთა,რომელიც სავსე იქნება ათასი ხარა–ხურით და უნიჭო ჩანახატებით.ჰო, ხეტიალი უნდა შეგეძლოთ. არ დაგავიწყდეთ თქვენსა და მონადირეს შორის სხვაობა მხოლოდ იარაღშია,იმას თოფი თქვენ ქენონეეე.., ხშირად უნდა იყოთ მარტო და გულაძგერებულმა უნდა ელოდოთ ღვთაებრივ ნიშანს,ამას ზოგჯერ ქენონე მიგანიშნებთ.კიდევ ერთი საიდუმლო, აპარატს სახელი უნდა დაარქვათ ვთქვათ ლუსი ან მარი... ასევე უნდა გქონდეთ თილისმა, რომელიც აპარატზე იქნება ჩამოკონწიალებული...სულ მავიწყდებოდა მეთქვა, დღევანდელ ციფრულ,ელექტრონულ,ინტერნეტულ,აჩქარებულ დროებაში, ლენტიანი აპარატი ნამდვილი მიქარვაა,მოკლედ აპარატიც ციფრული უნდა იყოს,და ქონდეს მაღვიძარა..!

რაც შეეხება სურათებს,ეტიუდებს,აბსრაქციებს და ასეთ რამე–რუმეებს უხვად იქნება... ჯობია გოგონები გადაიღოთ მორცხვი და სევდიანი მზერით,შემდეგ დააძველოთ სურათი ფოტოშოპში, და რამდენიმე გულის ამაჩუყებელი სიტყვაც წააწეროთ... ხშირად გადაიღეთ რაიმე ისეთი რომელიც გაოცებას და ველურულობას გამოიწვევს,კადრები გადღაბნეთ,ამარიაჟეთ ქენონე, და მტკიცედ გჯეროდეთ რომ ამ საქმის ოსტატი ხართ!!! და ბოლოს როდესაც პერსონალურ გამოფენას მოაწყობთ,ღიმილით და მოწყალე სახით მიიღეთ მილოცვები,შეეცადეთ ოდნავ ნამთვრალევი და ჟუჟუნა თვალებით ვინმე გოგონა აცდუნოთ(საკმარისია უთხრათ,თქვენ ძლიერ ფოტოგენური ხართ–ძალიან გავხართ მას, და... სანამ ფრაზას დაასრულებდეთ სურათი უნდა გადაუღოთ,მნიშვნელობა არა აქვს როგორ და რა კუთხით!) როდესაც უკვე ამ ხელოვნებას კარგად ეზიარებით,ცხვირი მაღლა აყინჩეთ რადგან, არაფერი ისეთი დამაჯერებელი არაა მასისთვის, როგორც პრეტენზიული უნიჭობა....სულ ესაა, გისურვებთ წარმატებებს და მაგარ ფოტოებს."

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ინსტრუმენტები