რეალიზებული ქალი

ჩიტიპედია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რეალიზებული ქალი - უასაკო, საქმიანისებრთა ოჯახის წარმომადგენელი ქართველი ქალების ტიპი. ბინადრობენ ძირითადად დედაქალაქში, მშობლების სახლში. განასხვავებენ რაიონიდან ჩამოსულთა კატეგორიასაც, რომელთაც დასაქირავებელი ბინის მოძებნა არ უჭირთ, რადგან ბინას ქირაობენ დასთან, ძმასთან, ან დაქალთან ერთად. რეალიზებულ ქალი დასაქმებულია რომელიმე ბიზნეს კომპანიის, ან სახელმწიფო სამსახურის ქვედა რგოლში, რადგან ზედა რგოლში უკვე მუშაობს რეალიზებული მამაკაცი. მიუხედავად იმისა, რომ რეალიზებულ ქალი ხელფასის სახით რეალიზებული მამაკაცის ხელფასის თითქმის ნახევარს იღებს, მას თვის ბოლოს თითქმის სულ აქვს ფული და თითქმის არ წუწუნებს.

ცხოვრებისეული პიორიტეტები

რეალიზებული ქალი კარიერის აწყობას ნაბიჯ-ნაბიჯ ცდილობს, არის მიზანდასახული. როცა ის პოულობს სტაბილურ სამსახურს და ირგებს საქმიანი ქალის სტატუსს, კარიერულ წინსვლაზე ნაკლებს ფიქრობს. ასეთ დროს ის ამბობს თავის საყვარელ ფრაზას: “გაუთხოვარი გოგოს კვალობაზე მშვენიერი სამსახური და ხელფასი მაქვს, სხვა რა უნდა მინდოდეს?”. სხვა, რაც მას უნდა, ეს არის მისი ზემდგომი, ან მასთან მომუშავე რეალიზებული მამაკაცისგან მეტი ყურადღება, რომელიც, როგორც წესი, შემოიფარგლება მხოლოდ დაბადების დღეებსა და მნიშვნელოვან დღესასწაულებზე სხვადასხვა ნივთების (ხანდახან ძვირადღირებული) ჩუქებით. პრინციპში, რეალიზებულ ქალს გაცილებით მეტი არ აწყენდა, მაგრამ რეალიზებულ მამაკაცს ცხოვრების ამ ეტაპზე სულ სხვა პრიორიტეტები აქვს.

რეალიზებული ქალი თავისუფალი დროის დიდ ნაწილს მეგობარ, ასევე რეალიზებულ ქალებთან ერთად ატარებს. მათ ხშირად ნახავთ ერთად მოსეირნეებს, თვეში 1-2-ჯერ ყიდულობენ კანჭის მენიუს და თავის დამხობამდე ქეიფობენ, მაგალითად, აურაში. არის გამონაკლისები, როცა გართობის ოღრაშულ წესზე უარს ამბობენ და კოქტეილის დასალევად მიდიან რომელიმე ნაკლებად ძვირადღირებული, მაგრამ უცხო და ძერსკი სახელის მქონე ბარში.

რეალიზებული ქალი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თავდაჭერილია, ბოლომდე ინარჩუნებს საქმიანი ქალის იმიჯს. ის ასევე ცდილობს გაუფრთხილდეს მეგობრების იმიჯსაც, რომლებსაც სახე და საქციელი ხანდახან ძალიან ეშლებათ (ზოგჯერ სასმელის, ზოგჯერ კი ხასიათის გამო). რეალიზებული ქალი თავაშვებული გართობის უფლებას საკუთარ თავს მხოლოდ ახლობელთა ძალიან ვიწრო წრეში აძლევს.


რეალიზებული მამაკაცის მსგავსად, რეალიზებულ ქალს მოსწონს სხვადასხვა ფესტივალებზე სიარული, ხანდახან პოეზიის საღამოებზე, ან წიგნების პრეზენტაციებზეც დადის.

პირადი ცხოვრება

ზოგადად, რეალიზებული ქალს ახასიათებს ფემინისტური ქცევები, მოსწონს ფემინისტთა იდეების ნაწილი, ნაწილს კი ძალიან რადიკალურად მიიჩნევს. ის მომხრეა გენდერული ბალანსისა და ცხოვრების მეგზურად ასეთივე იდეოლოგიის ადამიანს ისურვებდა. რეალიზებული ქართველი ქალი თეორიის დონეზე მომხრეა ქორწინებამდე თავისუფალი სექსუალური კავშირის, თუმცა, სექსი ჯერ არ ჰქონია. ჯერჯერობით, დადგენილი არ არის რას ელოდება, რადგან მიუხედავად იმისა, რომ უასაკოა, თინეიჯერობის წლები კარგა ხნის წინ ჩამოიტოვა.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ინსტრუმენტები