რეალიზებული მამაკაცი

ჩიტიპედია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სტანდარტული რეალიზებული მამაკაცი
რეალიზებული მამაკაცი - 30 წლამდე ასაკის საქმიანისებრთა ოჯახის წარმომადგენელი ქართველი მამრების ტიპი. ბინადრობს ძირითადად დედაქალაქში. დასაქმებულია საჯარო უწყებებში ან მსხვილ ბიზნეს კომპანიებში და აქვს იმდენი ფული, რომ თვის ბოლო ორი კვირის განმავლობაში ხელფასს არ უცდის.

ცხოვრებისეული პრიორიტეტები

რეალიზებული მამაკაცი კარიერულ კიბეზე ნელ-ნელა და თანმიმდევრულად მიიწევს. ამის გამო მისი ცხოვრების კრედო, მაქსიმა და მთავარი პრიორიტეტი უფროსი სპეციალისტობიდან დეპარტამენტის უფროსობამდე დაწინაურებაა.

დატვირთული აჯენდიდან (და არა „დღის განრიგიდან“) გამომდინარე რეალიზებული მამაკაცი არასდროს ეკარება ალკოჰოლს კვირის განმავლობაში. თუმცა რელაქსაციისთვის ის თვეში ერთ პარასკევს „როგორღაც იცლის“ და საღამოს თანამშრომლებთან ერთად სვამს ლუდს.

რეალიზებულ მამაკაცს ყველაზე მეტად იზიდავს ისეთი ფესტივალების მონახულება, როგორიცაა ღვინის ან წიგნის ფესტივალები. ასეთ ადგილებშიც ძირითადად თანამშრომლებთან ერთად შეინიშნებიან. მას შეიძლება თვალი მოჰკრათ ღამის კლუბებშიც, ოღონდ ის თავს არ უყადრებს რიგით არარეალიზებულ მამაკაცებს და აუცილებლად ჯდება VIP ზონაში.

რეალიზებული მამაკაცი აღარ ეწევა სიგარეტს და ეწევა ცხოვრების ჯანმრთელ წესს. ამის გამო ის ხდება ვეგეტარიანელი, გული უჩვილდება დასაკლავად განწირულ ცხოველებზე, ხშირად ვარჯიშობს რამე ისეთ დარბაზში, რომლის პოსტერზეც კუნთებდაბერილი მამაკაცია გამოსახული და თამაშობს ფეხბურთს რომელიმე პრესტიჟულ სტადიონზე, მაგალითად „იოსებიძეზე“. ერთადერთი, რის უფლებასაც რეალიზებული მამაკაცი საკუთარ თავს აძლევს, სიგარის, ან ევროპიდან ჩამოტანილი თუთუნის დაგემოვნებაა.

რეალიზებულ მამაკაცი მუდმივად გამოწყობილია პერანგში, რომლის შიგნიდანაც გამოსჭვივის „შევარდნაძე-მაიკა“. პერანგი აქტუალურია შაბათ-კვირასაც, რადგან ამ დროსაც საქმიანია და უკეთესი სამოსი ჯერ არ გამოგონილა. თუმცა, იმ იშვიათ დღეებში, როცა ფესტივალს სტუმრობს, რეალიზებულმა მამაკაცმა შეიძლება გარისკოს და მოტკეცილი მაისური ჩაიცვას. აბა ტყუილად ხომ არ ვარჯიშობს?!

რეალიზებული მამაკაცი უკვე იმდენად რეალიზებულია, რომ თავს უფლებას აძლევს, წელიწადში ორჯერ იმოგზაუროს. რა თქმა უნდა, შვებულების პერიოდში და რა თქმა უნდა ეგვიპტეში ან თურქეთში, რადგან რეალიზებული მამაკაცის პრიორიტეტს მაინცდამაინც უკრაინელი ნაშების აყრა არ წარმოადგენს.

რეალიზებული მამაკაცი ფეისბუქზე ახლობლობს პრადვინუტებთან, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში ვერ ახერხებს მათთან კომუნიკაციას, ამიტომ მათდამი პატივისცემას მხოლოდ მათი სტატუსების დალაიქებით გამოხატავს.

რეალიზებული მამაკაცის გეგმები

რეალიზებულ მამაკაცს მომავალი 10 წელი (მინიმუმ) მკაცრად აქვს გაწერილი. 10 წლის განმავლობაში არ აპირებს ცოლის მოყვანას, მაგრამ ეს ათი წელი ასაკის მატებასთან ერთად არ მცირდება. ფიქრობს, რომ 30 წლამდე დრო მსუბუქი ურთიერთობებისთვის უნდა დახარჯოს, მაგრამ ამისთვისაც ვერ იცლის. 30 წლის შემდეგ კი დროს პულობს, მაგრამ ისე აღარ უდგება და პოტენციალის ზრდას ისევ საქმიან ქაღალდებში თავის ჩარგვით ცდილობს.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ინსტრუმენტები