რადიკალური ბაბულიზმი

ჩიტიპედია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რადიკალური ბაბულიზმი - ბაბულიზმის რადიკლაური მიმდინარეობა, რომლის მიმდევრებიც რადიკალურად ბაბულიკობენ. წარმოიშვა ვაკის გეტოებში, კეკელიძის ხიდის ქვეშ. მიმდინარეობის მამამთავარი ვაკის რაიონის ბედუინ ბაბულიკთა ლიდერი თორნიკ-თოკა ალ ვაკელია.

წარმოშობა და ფესვები

რადიკალური ბაბულიზმი, მისი დამფუძნებლების თქმით, მსოფლიო ტენდენციების გამოძახილია. მიმდინარეობის სათავეებთან მდგარი თორნიკ-თოკა ალ ვაკელი ძლიერ შეწუხებული იყო, იმით, რომ ბაბულიკთა “მასტის ხალხს” მხოლოდ ლოკალური პრობლემები აწუხებდათ და მხოლოდ მცირე და საშუალო ბიზნესებში იყვნენ ჩართულები.

მას შემდეგ, რაც მსოფლიო ტერორიზმის შიშმა მოიცვა და “აისისთან” ბრძოლაში ნარკო-კარტელები, სიცილიელი მაფიოზები და სხვა დასტოინი ტიპები შეუერთდნენ, თორნიკ-თოკა ალ ვაკელის მოთმინების ბოკალი აივსო და მან განიზრახა ბაბულიზმის რადიკალიზაციისთვის მოეკიდა ხელი. რაც თავის თავში გულისხმობდა, ფილოსოფიის გლობალურ დონეზე ატანას. ალ ვაკელმა გარს შემოიკრიბა რამდენიმე რჩეული ბაბულიკი და მათ თან ერთად დაარსების რუტუალი ჩაატარა კეკელიძის ხიდის ქვეშ, საქართველოს ჰიმნის მინიმალ ტექნო რემიქსისა და გოგი ძოძუაშვილის “არ დაიჯეროს” ფონზე. რიტუალს ესწრებდონენ “ძველი პლეადისა” და ორგანიზაცია “ბეიბი-ბუმერი ბებიაშენიას” წარმომაგენლები, რომლებმაც კლონაზეპამით, გრიმოდინითა და ბაკლოსანით დაულოცეს ახალგაზრდებს მსოფლიო დომინაციისკენ მიმავალი გზა.

პირველი ნაბიჯები

რადიკალური ბაბულიზმის მიმდევრებმა და მათმა ლიდერმა პირველ აქტივობად “ასისისთვის” სტრელის დანიშვნა და მათი დაშინება არჩიეს. აღნიშნული აქტივობა მათი ფილოსოფიის პოპულარიზაციას, ე.წ. ევერნესის აწევას ემსახურებოდა. პირველი ნაბიჯის ამ მიმართულებით გადადგმა თორნიკ-თოკა ალ ვაკელს, ESM დამთავრებულმა ზატრიცეტ კაი ბიჭმა ურჩია.

ამავე აქტივობის პირობებში მოძრაობის წევრებმა თავიანთ ჰიმნად “ასისის” ჰიმნის “სალილ სავარიმის” მინიმალ ტექნო რემიქსი შეარჩიეს, რომელიც ცნობილმა ვაკელმა დიჯეიმ DJ Babzmenა-მ გამიქსა.

ამჟამად რადიკალი ბაბულიკები აქტიურ პიარ აქციებს აღარ გეგმავენ, თუმცა აქტიურად არიან ჩართულები ახალი საუკუნის ბიზნესებში. თორნიკ-თოკა ალ ვაკელის აზრით სახინკლეები, რესტორნები, ბარები და სხვა მსგავსი ბიზნესები წარსულში დარჩა, ისევე როგორც ჩვეულებრივი ბაბულიზმი, ხოლო თანამედროვე ანუ რადიკალური ბაბულიზმის პირობებში საჭიროა ციფრული ტექნოლოგიების განვითარება.

ამჟამად რადიკალი ბაბულიკების მფლობელობაში ვაკეში მდებარე “ბაბუნბატორი” - ანუ ბაბულიკური ტექნოლოგიების ინკუბატორია, რომელშიც მათი პატარა ხაცკერა ძმები მუშაობენ და ახალ-ახალ აპებს ქმნიან. ერთ-ერთი აპი, რომელზეც ამჟამად მიდის მუშაობა “ინსტა ბაბუა” რომელიც ბაბულიკებისთვის შესაფერისი ფილტრების მქონე ფოტო-სციალური ქსელია.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ინსტრუმენტები