პროწივი

ჩიტიპედია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პროწივი - ტაქსისტების, ყვითელი მარშუტკების, დაბურულ მინებიანი შკოდების და სხვა ე.წ. შვიდ თვიანი მძღოლების სამოძრაო ზოლი, რომლებსაც სისტემატიურად ხელს უშლიან საპირპირო მხრიდან მოძრავი ავტომობილები.

როგორც წესი, პროწივზე მოძრავ ავტომობილის მძღოლს ეჩარება. აჩქარება შესაძლოა გამოწვეული იყოს მრავალი მიზეზით, მათ შორის მეუღლის მშობიარობით, ძმაკაცის მეუღლის მშობიარობით, ჩერეზ ძმაკაცის მეუღლის მშობიარობით და ა.შ.

ხშირად პროწივზე მოძრავი ავტომობილის მძღოლები თვლიან რომ გზა მარტო “შენი” არ არის და მათაც აქვთ უფლება სადაც უნდა იქ იმოძრაოს, თუნდაც 180 გრადუსით შემობრუნებულმა.

პროწივი გამოყოფილია დიიდი თეთრი ზოლით, რომელიც უმეტეს შემთხვევაში საბურავის სქელი ფენით არის დაფარული.

პროწივზე გადასულ მძღოლს, საპირისპიროდ მიმართულებით მოძრავი ავტომობილის შემჩნევის შემთხვევაში აქვს ექსკლუზიური უფლება ჩაგიხტეს წინ და შენთან ერთად განაგრძოს სვლა ან დაბრუნდეს ისევ პროწივზე მოძრაობას.

მოძიებულია „http://chiti.ge/pedia/index.php?title=პროწივი&oldid=58921-დან“
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ინსტრუმენტები