პირველი ღამე

ჩიტიპედია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პირველი ღამე - ავბედითი მოვლენა ყველა ქართველი მამაკაცის ცხოვრებაში. შენ უნდა დაუმტკიცო მომავალ მეუღლეს რომ ლოგინში ხარ მეგა ზვიგენი და გიგანტური რვაფეხა, გოძილა და ანაკონდა, ტარიელ მკლავაძე და სექს აგრეგატი. სათქმელად ადვილია შესასრულებლად ძნელი რადგან საშუალოსტატისტიკურ მამაკაცს ამ დიადი საქმის აღსრულებაში ხელს უშლის სხვადასხვა ფაქტორები.

ხელისშემშლელი ფაქტორები

  • ქორწილზე პაპისპაპის ნაქოლი დამტვერილი, გაურკვეველი ცხოველის რქისგან დამზადებული n-ლიტრიანი ყანწით ლიტრობით ღვინოს ჩასხმა მუცელში შენი 200, მამაშენის 500 ძმაკაცის და თანამესუფრეების ოვაციის ქვეშ. არცთუ ისე იშვიათად ამ ღვინის მარათონს თან სდევს ენამჭევრი თამადას სადღეგრძელო (რომელიც სავარაუდოდ იწყება სიტყვებით მე დღეს ამაყი ვარ): ჩვენ სიძეს ვენაცვალე შავ ტესტიკულებში ( ცენზურა დაცულია) და ბალღი გვინდა ბალღი. მიდი ვეფხვო და ასე შემდეგ. მომავალ საცოლეს აქვს კლასიკური "მიწა მაინც გასკდეს და თან ჩამიტანოს" სახე.
  • არაერთხელ ხსენებული პოხუისტი, კიტრიან ლიმონათიანი ბავშვების უაზრო სირბილი და "ვაგონი მიქრის" დროს ჯგუფური ცეკვისას ფეხებში წამოდება. ეს ბავშვები გხვდებიან ასევე ქელეხში, ნათლობაში, ჯვრისწერაზე და საერთოდ ნებისმიერ თავყრილობის ადგილზე და ყოველთვის ამყარებენ ტვინთან სქესობრივ კავშირს ფრაზით "დე მალე წავალთ?", "კიტრი გამითალე რა".
  • კლასიკური ხუმრობა ჯვრისწერის დროს: კარგად დაფიქრდი ბიჯო და ხორხოცი.
  • ლოგინი სადაც წვებით საცოლესთან ერთად ცოლქმრული მოვალეობის აღსასრულებლად სავარაუდოდ განლაგებულია იმავე სახლში სადაც მოვლენ რამდენიმე საათის მოგვიანებით "ნიხვატკაში" მყოფი ძმაკაცები და ახლობლები რომლებმაც ვერ მოასწრეს პირუტყვის დონეზე დათრობა და უნდათ სადმე გააგრძელონ. სპალნაში ასევე საჩქაროდ დადგმულია ე.წ. სერვანდი (იატაკზე ნახაზები ჩანს) შიგნით შელაგებული მადონას სერვიზით და გულისამრევი ნახჯლის ფორმის ბოთლში ჩასხმული იაფიანი კონიაკით. მომავალ ცოლს რაღა თქმა უნდა ვახვედრებთ ვარდისფერ, ფუშფუშა სახელდახელოდ ნაყიდ ჩუსტებს.

თუ ყველა ან უმეტესი ამ ექსცესების თავიდან აცილება მოხერხდა მაშინ კაცს, რომ არ ჩააჯვას ყველაფერში, ევალება მხოლოდ: გვერდზე გადაბრუნებასა და ხვრინვის ამოშვებამდე ერთხელ მაინც გამოხატოს სიყვარული, მოერიდოს ღიპის დაფხანას ხმაურიანად და ბოლომდე არ აჩვენოს ახალგამომცხვარ მეუღლეს როგორ შარშია გახვეული.


პირველი ღამე ძველად

ძველათ პირველი ღამის ტიტანური წარმატების დასამტკიცებლად გამოიყენებოდა ერთგვარი ბაირაღი ე.წ. "სისხლიანი ზეწარი" რომელზე იმედია გააკეთებს ვინმე ცალკე სტატიას :)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ინსტრუმენტები