ორი ბორბალი

ჩიტიპედია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ორი ბორბალი (იგივე "2 ბორბალი")- ქარველი კონგენიალური რეჟისორის - ირაკლი დონაძის მოკლემეტრაჟიანი სუპერჰიტი.


შექმნის ისტორია

ოფიციალური ვერსიით, ამ ფილმის გადაღება დონაძეს შორეულ 1990-იანებში უნდოდა. პეროვსკაიაზე მიმავალ რეჟისორს ჯიბიდან საფულე გადმოუვარდა. უეცრად გამოჩნდა ეტლში მჯდომი უცნობი, აიღო საფულე ხელში და ირაკლის მიაწოდა.

- უკაცრავად გეთაყვა - შესძახა ხეიბარმა - ეს საფულე თქვენია?

- დიახ! - მიუგო ენამოსწრებულმა ირაკლიმ და საფულე მყისიერად გამოართვა..

ხეიბარი თავის გზას გაუყვა.. ირაკლი კი სახლში დაბრუნდა. გავიდა აივანზე და ფიქრი დაიწყო. ზუსტად აქ დონაძეს დაებადა ამ კონგენიალური ფილმის გადაღების იდეა. ფილმის გადაღება ხეიბარზე, რომელიც ძირს დაგდებულ საფულეებს აწვდის ხალხს თავითავად კარგი იდეა იყო, მაგრამ არც ერთი გენიოსი არ კმაყოფილდება მხოლოდ "კარგი იდეით". ეს შემთხვევა გამონაკლისი არაა. ამ მოვლენიდან ორი წლის შემდეგ ირაკლი კვლავ გავიდა სასეირნოდ (მას ეგონა, რომ მუზა მას კვლავ სეირნობისას ეწვეოდა). ხანგრძლივი სიარულის შემდეგ ირაკლიმ თავი აწია და მიხვდა, რომ პეროვსკაიადან ჩერნობილამდე იარა ფეხით. გაიაზრა რა მანძილი, რომელიც მან გაიარა, უმალვე დაჯდა მიწაზე და დასვენება გადაწყვიტა. უეცრად მას მიუახლოვდა ახალგაზრდა ბიჭი, რომელმაც ირაკლის ხურდა ფული თხოვა. დონაძეს თან არ ჰქონდა ფული და სანაცვლოდ მას თავისი მათარა შესთავაზა. ბიჭმა დატოვა რეჟისორი.. ირაკლიმ ჩათვლიმა. იგი სიცივემ გააღვიძა. წამოდგა თუ არა, მას უმალვე მუზა ეწვია. მის წინ იდგა იგივე ბიჭი, ოღონდ ამჯერად უზარმაზარი წვერით. ნუთუ ამ ბიჭმა სულ რამდენიმე საათში გაიზარდა წვერი?! ჰმ, საკვირველია" - გაიფიქრა დონაძემ. ფილმში წვერის გაჩენა/გაქრობის იდეაც ზუსტად აქედან მოდის. საბოლოოდ უკანასკნელი ჩუქურთმა ამ შედევრს ირაკლიმ მაშინ დაამატა, როდესაც ნიკა ნადარეიშვილი გაიცნო. იგი მიხვდა, რომ ".. არა არს კაიბიჭზე წმინდა არსება ამა მიწაზედ" ამიტომაც, მთავარი გმირი - სანდრო, და მისი ძმები კაიბიჭურ ცხოვრებას ეწევიან.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ინსტრუმენტები