ნომრის დადება

ჩიტიპედია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
არ უნდა აგერიოთ "ნომრის მაგიდაზე დადება"-სთან

ნომრის დადება - რიტუალი XXI საუკუნის საქართველოში, რომლის შესრულებასაც მრავლად ითხოვენ, თუმცა უმეტეს შემთხვევებში მოთხოვნა იგნორირებული რჩება.

სარჩევი

დასაბამი

გადმოცემის მიხედვით ტელეფონის გამოგონების დაპატენტების პროცესში, ალექსანდრ გრეჰემ ბელს მისმა მოწინააღმდეგე გამომგონებელმა ელიშა გრეიმ, რომელსაც ასევე ჰქონდა პრეტენზია ტელეფონის გამოგონებაზე საჯაროდ სთხოვა ნომრის დადება. "ნომერი დადეთ სერ! და ჩემი სეკუნდანტები დაგიკავშირდებიან." - განუცხადებია გრეის. ბელმა გრეის მოთხოვნა დააიგნორა და ჩმორის იარლიყიც აიკრა.

ისტორიული წყაროები არაფერს გვამცნობენ საქართველოში პირველად როდის მოითხოვეს რიტუალის ჩატარება ან როდის შესრულდა ის. ქართველი ისტორიოგრაფების ვარაუდით "ნომრის დადებამ" მობილური კავშირგაბმულობის განვითარებასთან ერთად წამოიწია ერის ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ინტერნეტი ბოზურია

ნომრის დადების რიტუალის განუყოფელი ნაწილია იმის აღნიშვნა რომ ინტერნეტში ქურდულად არ ბაზრობენ. კაიბიჭოლოგებმა ვერ დაადგინეს თუ რატომ არ შეიძლება ინტერნეტში ბაზარი. ერთი ერთი ჰიპოთეზაა ისაა, რომ ინტერნეტი თავის დროზე სტალინმა შექმნა ბოზების საკონტროლებლად .

მოწოდება წმინდათაწმინა რიტუალის შესრულების დაწყებისკენ

რიტუალის მიზანი

რიტუალს რამდენიმე მიზანი აქვს:

  • დადებულ ნომერზე დარეკვა და გინება.
  • დადებულ ნომერზე დარეკვა და აბონენტის "სტრელზე" დაბარება.
  • ბლეფი - ამ შემთხვევაში რიტუალის ინიციატორები უბრალოდ ამჟღავნებენ თავიანთ მზაობას კონკრეტულ აბონენტს აგინონ ან სცემონ.
  • ფბ-ზე, როგორც წესი, ამ რიტუალის ჩაშლის შემდეგ მოპირდაპირე მხარე იბლოკება.

რიტუალის ჩაშლი მიზეზი

რიტუალის ჩაშლის ძირითადი მიზეზი ინტელექტია. როგორც წესი "ნომრის დადებას" საშულოზე დაბალი ინტელექტის მქონე ადამიანები ითხოვენ, რომელთაც საკუთარი ნერვების მოთოკვა და ოპონენტთან ცივილიზებულ დისკუსიაში შესვლა არ ძალუძთ.

დამატებითი ინფორმაცია

რიტუალის ჩატარებისა თუ ჩატარების გარეშე, ძალადობა, გინება, მუქარა და ა.შ. დასჯადია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით.

ასევე იხილეთ

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ინსტრუმენტები