ნაცარქექია

ჩიტიპედია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნაცარქექია როგორც ქართველი გმირი

ნაცარქექია არის ქართველი ნახევრადლეგენდარული გმირი რომელიც განასახიერებს ქართველი ხალხის საუკეთესო თვისებებს: სიზარმაცეს, მუქთამჭამელობას, მკვეხრობას, ბაქიბუქობას და ა.შ. ნაცარქექია არის გმირი რომელიც ლოხების გადააგდებს და მაყუთს მოღუნავს. სინამდვილეში წარმოადგენს დიდ ქართულ ოცნებას (არ აგერიოთ უბრალოდ ქართულ ოცნებაში იხ. ქოცები). სინამდვილეში გმირი არის ნაცარქექიას ძმა (სხვა ვერსიებში - ძმები, ცოლი ან ძმის ცოლი), რომელმაც სახლიდან გააგდო და ამდენი საქმე გააკეთებინა, ეგ თუ არა ნაცარქექიას შესახებ არაფერი გვეცოდინებოდა.

ნაცარქექიას სინდრომი

ქართველი მეცნიერების - კერძოდ კი ქართველი ფსიქოლოგების აზრით საქართველოს მოსახლეობის გარკვეულ პროცენტს აღენიშნება ნაცარქექიას სინდრომი (Latin - Natsarceciasis).

სინდრომის დახასიათებაა:

  • ქრონიკული უსაქმურობა და მუქთახორობა (თავისი თანამდევი შედეგებით)
  • ოცნებები ლოხების გადაგდებაზე და მაყუთის მოღუნვაზე, სახლიდან გაუსვლელად
  • ბავშვობაში ნაცარქექიას ზღაპრით დაინტერესება/გატაცება, ხოლო ზრდასრულობაში დიდი მაყუთის მოკლე დროში შოვნის ისტორიებით.
  • მოქმედების დაწყების მოლოდინი (აი შემდეგ თვეში დამირეკავენ და მერე..., აი შემდეგ არჩევნებზე ამათ მოვიცილებთ და მერე...)

ქართველი ფსიქოლოგების აზრით ნაცარქექიას სინდრომი მეტ-ნაკლებად ყველა ქართველს აღენიშნება, თუმცა მკვეთრად გამოხატული აქვს ეს სინდრომი საქართველოს მოსახლეობას 50-70%. უფრო ხშირად გვხვდება მამაკაცებში და ასევე თბილისის ე. წ. ცენტრალურ უბნებში.

პირდაპირი კავშირი ბავშობაში ნაცარქექიას ზღაპრის წაკითხვასა (მოსმენას) და ნაცარქექიას სინდრომის განვითარებას შორის ჯერ ჯერობით არ დადასტურდა, თუმცა ქართველი მეცნიერები განაგრძობენ კვლევას ნაცარქექიას ზღაპრისგან თავისუფალ ადამიანთა პოპულაციაზე. ქართველ მეცნიერთა ნაწილში მუსირებს აზრი რომ ზღაპარი ნაცარქექია უნდა აიკრძალოს (დროებით მაინც, ზღაპარსა და სინდრომს შორის მიზეზ- შედეგობრივი კავშირის დადგენამდე), როგორც საზოგადოებისთვის მავნე მოვლენა.

ნაცარქექიას სინდრომის მკურნალობა

ნაცარქექიას სინდრომის მკურნალობის მეთოდოლოგია შემუშავაბული არ არის თუმცა ხალხული მედიცინა თვლის რომ ნაცარქექიას სინდრომი იკურნება ცხოვრებისგან ძლიერი პანჩურით. სასურველია უფრო ადრეულ ასაკში, რადგანაც ასაკის მატებასთან ერთად კლებულობს ტრაკის მგრძნობელობა პანჩურებისადმი და შესაბამისად გამოჯანმრთელების ალბათობა.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ინსტრუმენტები