ნაბახუსევი

ჩიტიპედია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნაბახუსევი (ძვ. ქართულდ პახმელია) - მდგომარეობა ალკოჰოლის მოხმარების მეორე დღეს.

სიმპტომები: თავის ტკივილი, გულის რევა, სიმშრალე, მძღნერის გემო პირში, სურვილი (და შესაძლებლობაც) დალიო რამდენიმე ლიტრი წყალი (აბსოლუტურად უშედეგოდ) და რა თქმა უნდა, სირცხვილის გრძნობა (მიუხედავად ამ უკანასკნელის მიზეზის არსებობისა).

ჩვეულებრივ, გრძელდება არაუმეტეს ერთი დღისა. იშვიათ შემთხვევებში, ისევე როგორც ცხოვრებაში პირველად, შეიძლება გაგრძელდეს მეტხანს.

გამოირჩევა 2 ქვეტიპი: "ალკოჰოლური გენეზის პოსტინტოქსიკაციური ასთენია" (საკუთრივ "პახმელია") როდესაც გაქვს "ატვრაშენიე" ყოველგვარი საჭმელისა თუ სასმელის მიღების მიმართ და ალკოჰოლური აბსტინენციის სინდრომი (ე. წ. "ზაპოი") - როდესაც გამოსასვლელად აუცილებელია ლუდი ან ლუდი+არაყი.

მკურნალობა: თავის ტკივილის ტაბლეტები. დეფეკაცია (ყველაზე მეტი შხამი მძღნერშია.) ხაში, ჩიხირთამა, სუფ-ხარჩო. ბევრი მინერალური წყალი. მსუბუქი პახმელიის დროს, შველის დილის სექსი (კონკრეტულად სექსი და არავითარ შემთხვევაში ნძრევა!). სექსუალური პარტნიორის არყოლის შემთხვევაში, მსუბუქი ფიზიკური დატვირთვა (სუფთა ჰაერზე სეირნობა, სახლის დალაგება, ჯართით დატვირთული ვაგონის გადმოტვირთვა, სანგრის თხრა). ეგზოტიკური მეთოდები: ამბობენ, რომ ექიმები იყენებენ წვეთოვნებს საიდუმლო სითხით, სავარაუდოდ 4% ფიზიოლოგიური ხსნარით (მოითხოვს დაზუსტებას).

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ინსტრუმენტები