მხსნელი

ჩიტიპედია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მხსნელები და მესიები მრავლად არიან ისოტრიაში. თუკი გადავხედავთ საქართველოს წარსულს, აღმოვაჩენთ ბევრ გმირს და ქვეყნის ჭაობიდან ამომთრევს. მაგალთად: დავით აღმაშენბელი, დემეტრე II, გიორგი ბრწყინვალე და ასე შემდეგ. დღეს მეფეები აღარ გვყავს, ამიტომ ჩვენი იმედი რჩება მეზობლის ბავშვი, რომელიც ამბობს: "მე რო გავიზრდები პრეზიდენტი გამოვალ!". ჩვენ კი აქედან ვამხნევებთ და სწავლისაკენ მოვუწოდებთ. გვგონია, რომ ავშენდებით მისი პრეზიდენტად გახდომის შემდეგ და კაი ცხოვრებას მოვიწყობთ. დღეისათვის ეს ტენდენცია ნელ-ნელა კარგავს თავის მნიშვნელობას, რადგან განვითარდა ერის აზროვნება და მხსნელს უკვე სხვა ვიღაცაშიც ვხედავთ. უფრო მკაფიოდ და კაშკაშად, შესაბამისად იმედიც უფრო დიდი გვაქვს. ამჟამად საქართველოს მხსნელად მოევლია სიბნელეში მდგომი, იდუმალებით მოცული ოლიგარქი! რომელიც გამოჩნდა მაშინ, როცა იგრძნო თავისი საჭიროება და ნათელი მოჰფინა ქვეყნის მომავალს! ჩვენ მასში დავინახეთ ადამიანი, რომელიც მოვიდოდა და ტრაკებს ფულით ჩაგვითბობდა. ამისათვის მხოლოდ 41 ნომერი უდნა შემოგვეხაზა საარჩევნო ფურცელზე! ასეთი მარტივია ყველაფერი... აგერ უკვე ერთი წელია რაც ის უძღვება ქვეყანას, მართალია ჯერ ფული არგვაცვივა თავზე, მაგრამ აცადეთ კაცო ახალი მოსულია კაცი! ჩვენ ხომ 10 წუთით ტრაკის განძრევას 10 წელი მოცდა გვირჩევნია. მესიამ მოაგვარა ყველა პრობლემა ქვეყნის პოლიტიკაში და მთავრობა სწორ გზაზე დააყენა, მაგრამ ის არდაჯერდება ამას! ჩვენი მამა-მარჩენალი ახლა აპირებს გადაინაცვლოს "სამოქალაქო სექტორში" (ამ სიტყვების თქმა ძალიან უყვართ ტელევიზორის ეკრანებიდან მოლაპარაკე ადამიანებს. უფრო განათლებულები ჩანან, როცა სიტყვა "სექტორი" არღმოხდება მათ ბაგეებს) და წინ წასწიოს ისედაც განვითარებული(სიბნელისკენ) ქართველი ხალხის საზოგადოებრივი ცხოვრება! მზად ვართ ჩვენო მესია! გაგვიძეხი! ოღონდ შენ კარგად გვაცხოვრე და ჩვენ გამოგყვებით!

გმირი რაც არ უნდა ძლიერი იყოს ის ვერაფერს გახდება ხალხის დახმარების გარეშე. მთელმა ერმა კარგად ვიცით საკუთარი მოვალეობები ქვეყნის წინაშე, ამიტომაც ვეხმარებით მესიას იბერიის გაბრწყინებაში. ყურებს ბამბებით ვიტენით, თვალებს ვხუჭავთ, გონებას ვკეტავთ, ტრაკს არ ვანძრევთ. ამაზე გულმხურვალე დახმარება გაგონილა სადმე?! მოკლედ, ვაბრწყინებთ იბერიას! მთავარია ამდენი ლოდინით არ მოვიქანცოთ, მაგრამ აქაც იმარჯვა ოლიგარქის გამჭრიახმა გონებამ! ახალი თაობა, ჩვენი მომავალი უდნა გამოვაწრთოთ ამაში. ახლანდელი თაობაც ხომ მამა-პაპამ აღზარდა, რომელიც მე-19 საუკუნიდან მოყოლებული ეძებს მესიას. ახალი თაობის გასაზრდელად წამოვიდა ის "სამოქალაქო სექტორში" (ერუდიციის მაფრქვეველი სიტყვა. ასეთი კიდევ ბევრია ტელევიზიაში, არ გვაკლია ეს სიამოვნება), რათა ძველი, ტრადიციული მეთოდებით მოხდეს ახალი სისხლის გადასხმა!

ასე და ამგვარად გრძელდება საქართველოს არსებობა და ისევ სხვისი ტრაკის იმედით გააგრძელებს ქართველი "ხვალმენი" ცხოვრებას. აბა როგორ გვეკადრება საკუთარი ღირსშესანიშნავი ქართული ტრაკები ავაშოროთ ზედაპირს. სამაგიეროდ, ხომ გვყავს მხსნელი. ის გააკეთებს ჩვენ გასაკეთებელს. ამდენი ხანი ტყუილად ველოდით? ერთი ლოდინი შეგვიძლია და ესეც წყალში უნდა ჩაგვიყარონ?!

მოძიებულია „http://chiti.ge/pedia/index.php?title=მხსნელი&oldid=20872-დან“
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ინსტრუმენტები