მუსიკალური გემოვნება როგორც ასეთი.

ჩიტიპედია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მუსიკალური გემოვნების საწყისები

მუსიკალური გემოვნება ზოგადად ძალიან სპეციფიური თემაა. ჯერ კიდევ საუკუნებიის წინ მიდიოდა მუსიკალური გემოვნების "დატოლება".დმანისის გათხრებისას აღმოჩენილი პერგამენტი სადაც,ერთ-ერთი მეფე(ისტორიკოსები თავს იკავებენ დასახელებისგან) საკუთარ მეჭურჭლეთუხუცესს უმტკიცებს,იმ დროინდელი ქუჩის მუსიკოსების უპირატესობას,დუქნის მუსიკოსებთან.სამწუხაროდ უცნობია ამ კონსტრუქციული დიალოგის გაგრძლება,უნდა ვივარაუდოთ,რომ მეჭურჭლეთუხუცესი თავის გარეშე დარჩა.

ჩვენს დროში ნაკლებად თუ მოიძებნება ისეთი ვინმე,ვინც თუნდაც "ყველაფერ კარგს" ან "გააჩნია ხასიათს" არ უსმენდეს."კარგი" ფლეილისთის ქონა და პოპულარული ჯგუფების/შემსრულებლების სმენა,საზოგადოებაში დამკვიდრების მყარი გარანტიაა. ქართველ მელომანებს ახასიათებს რიგი თვისებებისა,მაგრამ რამდენიმე გამორჩულია.წარმოგიდგენთ სიტუაციას:

1) როცა "გემოვნებიან" მუსიკას მხოლოდ ის უსმენს და სხვა არავინ,ამ შემთხვაში წუხს,რომ ყველა სხვა გოიმობებს უსმენს და შეწუხებული ხმით რიტორიკულ კითხვას სვამს,ბოლობოლო თუ როდის უნდა შეეცვალოს ამ ხახლს მუსიკალური გემოვნება.

2) როცა "გემოვნებიან" მუსიკას მხოლოდ ის არ უსმენს,ამ შემთხვევაში წუხს,რომ ყველამ აიტაცა მისი საყვარელი ჯგუფი/შემსრულებელი და ძაან გააპაპსავეს და ასეთი რამ მარტო აქ თუ ხდება. :(

მუსიკა და ვირტუალური სამყარო

სოციალურ ქსელში radiohead-ის,pink floyd-ის,archive-ის ვიდეოების დაშეარება აპრობირებული მეთოდია.აუცილებელია კომენტარად მივუწეროთ ასოების დაახლოებით ასეთი წყობა - "დქკჯდწქკლდწქკდჯ",რაც ნიშნავს,რომ ამ სიმღერისგან მიღებულ ემოციას სიტყვებით ვერ გადმოცემ.ამ პოსტზე მყისიერად იქნება რეაქცია კომენტარების სახით - <3 <3 <3,ჩემებიიიიიიიიიიიიიი :*, !!!!!!!!! და ა.შ.

რჩევები დამწყებ მელომანებს

თუ ისეთ საზოგადოებაში მოხვდით,სადაც სჯა-ბაასი მუსიკაზე მიდის,აუცილებელია გაითვალიწინოთ შემდეგი რამ:

1) კითხვაზე - "თუ მოგისმენია (....) 1999 წლის ალბომი?" ამ შემთხვევაში არ ვიბნევით და ჩვენი პასუხი ასეთია: -კი,როგორ არა,ერთი-ერთი საყვარელი ალბომია ეგ ჩემი,დაახლოებით 5-6 წლის წინ მაქვს მოსმენილი.ახლაც მახსოვს რაჭაში ვისვენებდი მაგ დროს,მთელი ორი კვირა გადამატანინა ამ ალბომმა.განსაკუTრებით ყურადღება უნდა გავამახვილოთ ალბომის მოსმენის თარიღზე - 5-6 წლის წინ,ეს როგორც მინიმუმ.

2) აუცილებელია ასევე,რომელიმე ძალიან პოპულარული მუსიკოსის შემოქმედებისადმი უარყოფითად იყო განწყბობილი.რაც განსხვავებულობის იმიჯს გაძლევს.

3) უნდა გქონდეს ე.წ. პლასტინკები,რომელიც უცხოეთიდანაა გამოგზავნილი და მაგის შოვნას რამდენიმე წელი დაჭირდა.

4) უნდა იყო დარეგისტრირებული last.fm-ზე და გქონდეს მინიმუმ 30 000 მოსმენა.ასევე youtube-ის პოპულარული ჩანელი.

5) ქართულ ალტერნატიულ მუსიკას პატივს უნდა ცემდე და ის დრო უნდა გენატრებოდეს!

6) აუ რაღა დროს "Creep"-ია. :(

7) უნდა გევასებოდეს Zurgi !

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ინსტრუმენტები