მომღიმარი მენეჯერი

ჩიტიპედია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მომღიმარი მენეჯერი - მენეჯერი, რომელიც იღიმის.

სარჩევი

ისტორია

მომღიმარი მენეჯერების ორდენი პირველად სირიის ჩრდილოეთში ჩამოყალიბდა, ისინი ე.წ. "ასასინების" ორდენის კონკურენტები იყვნენ. მომღიმარი მენეჯერები თავდადებულ მკლველებად ითვლებოდნენ, რომლებიც შეუდარებელი ღიმილით ნუსხავნდნენ და აქვავებდნენ თავიანთ მსხვერპლებს. "მენეჯერთა" ორდენის გერბი იყო ფუტკარი, რაც მათი თავდადებისა და შრომის სიმბოლო იყო. ფუტკრისამებრ, მომღიმარი მენეჯერების გაღიმება მათთვისაც და მსხვერპლებისთვისაც უკანასკნელი ღიმილი იყო. სწორედ ამის გამო, ამ ორდენის წევრები, პირველ თვითმკვლელ ტერორისტებად ითვლებიან.

ცნობილია, რომ ერთ-ერთი საჩვენებელი სესიის დროს, მენეჯერთა მენეჯერმა აბუ-იბნ ღიმმა თავის 100-მდე ქვეშევრდომს უბრძანა გაღიმება და შესაბამისად თავის მოკვლა, რათა სტუმრებისთვის მათი ერთგულება და თავგანწირვა ეჩვენებინა. ისტორიული წყაროების მიხედვით, აბუ-იბნ ღიმი ვერ იტანდა თვითნებურ ღიმილს და სწორედ ამიტომ, მან ერთ-ერთი თავისი ქვეშევრდომი, რომელმაც ვიწრო წრეში გაიღიმა, ვიცე-მენეჯერობიდან გაათავისუფლა.

ზოგიერთი სპეციალისტის აზრით მედუზა გორგონა არა მზერით, არამედ ღიმილით აქვავებდა თავის მსხვერპლებს, თუმცა ეს ვერსია მკაცრად უარჰყო რისმაგ გორდეზიანმა.

სხვა ვერსიების თანახმად, სწორედ ციდან ღმერთის მიერ ნასროლი მომღიმარი მეჯენერებით დაიბუგა სოდომი და გომორი, სწორედ ასეთი ღიმილი დაინახა უკან მოხედვისას ლოთის ცოლმა და სწორედ ამიტომ იქცა ის მარილის ქვად. თუმცა, ეს ვერსია მკაცრად უარჰყო მოსადმა.

მომღიმარი მენეჯერები საქართველოში

გახსენი ანაბარი ქეი ეს ბი-ში

მომღიმარი მენეჯერების ბაგეთა კუნთოვან დაჭიმვას მიეწერება ვახტანგ გორგასლის აბჯრის ჯერ იღლიის ქვეშ გარღვევა, ხოლო შემდეგ ამავე იღლიიდან სასიკვდილო ჭრილობის მიღება. მემატიანეს მიხედვით, გორგასალმა მომღიმარი მენეჯერი ცოცხლად შეიპრყრო და ამოიღლიავა, მეფის სიძლიერის გამო მკვლელმა ხელიდან დასხლტომა ვერ შეძლო, ამიტომ მყისვე გაიღიმა და ვახტანგი სასიკვდილოდ განღიმა.

მომღიმარი მენეჯერების ხელს უკავშირდება ილია ჭავჭავაძის, ივანე მაჩაბლის, პაატა სააკაძის და სხვათა სიკვდილი. ასევე ვარაუდობენ, რომ სწორედ მომღიმარმა მენეჯერმა ჰკრა ხელი დავით აღმაშენებელს, როდესაც ის კოშკიდან გადავარდა და გზაში "გალობანი სინანულისანი" დაწერა.

ბოლო მომღიმარი მენეჯერი ქართველმა ინტერნეტ მომხმარებლებმა KSB ბანკის საიმიჯო ვიდეოში[1] ამოიცნეს. ცნობილია, რომ ყველა ადამიანი, რომელმაც ამ კლიპს უყურა და შემთხვევით მოჰკრა თვალი ამ ღიმილს, მოინუსხა და მაშინვე KSB ბანკში წავიდა ანაბრის გასახსნელად. ექსპერტთა აზრით ეს კონკრეტული მენეჯერი ზომბიების სპეციალისტია და არა მკვლელობის.

პოპკულტურა

  • მერაბ სეფაშვილის "გაიღიმე!" - ქართველ მომღიმარ მენეჯერთა ჰიმნი, რომელიც ამაღლებს ღიმილის ალბათობასა და ეფექტიანობს.
  • ღიმილის ბიჭები - ქართული ფილმი, რომელიც მოგვითხრობს მეორე მსოფლიო ომში ჰიტლერის წინააღმდეგ მებრძოლი ქართველი მომღიმარი მენეჯერების შესახებ.

ღიმილიანი საქართველო

2012 წელს პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ დაანონსდა ახალი საპრეზიდენტო პროგრამა "ღიმილიანი საქართველო." საბედნიეროდ არჩევნებში მალე მოიგო ქართულმა ოცნებამ და ამ საპრეზიდენტო პროგრამის განხორციელება შეიძლებელი გახდა. როგორც მოგვიანებით გაზეთმა ასავალ-დასავალმა გამოიკვლია, "ღიმილიანი საქართველო" ზბიგნევ ბჟეზინსკისა და ალენ დალასის პროექტი იყო, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეებს ერთმანეთისთვის უნდა გაეღიმათ და შესაბამისად, ამტყდარიყო ძმათამკვლელი ღიმი.

წყარო

  1. http://youtu.be/n_azSPNqBX8
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ინსტრუმენტები