ლოცვაში გაძლიერება(სერიალი)

ჩიტიპედია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლოცვაში გაძლიერების პოსტერი

ლოცვაში გაძლიერება - ქართული ტელესერიალი, ცნობილი ამერიკული სერიალის "Breaking Bad"-ის ანალოგი. სერიალი საღამოს ეთერში გადის ტელეკომპანია "ერთსულოვნებაზე." ამჟამად გადაღებულია ერთი სეზონი და სექტემბრიდან ეთერში გავა მეორე. სერიალი ეთერში გადის ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტი იობის ლოცვა კურთხევით. სერიალის რეჟისორი არის ქართველი ერი.


სარჩევი

შინაარსი

სეზონი პირველი

ამბიციური ახალგაზრდა მამაკაცი, მოწიფულობის ასაკში განცდილი ხელცარვის გამო გადაწყვეტს პროფესია შეიცვალოს და სასულიერო კარიერის აწყობას მიჰყოფს ხელს. სტიქაროსნის მანტიის მორგების შემდეგ, იგი ხდება მღვდელი და საეკლესიო სახელად ირჩევს ანდრიას.მას მალევე აწინაურებენ დეკანოზად თბილისის ერთ-ერთ პატარა ეკლესიაში. გახარებული მოძღვარი უმალ იწყებს თავისი საქმიანობის მონეტიზაციას, თუმცა რამდენიმე თვიანი მუშაობის შემდეგ მისი ფინანსური მენეჯერი ადგენს, რომ შეგროვებული ფულით მან მხოლოდ "ნოლშესტი" შეიძლება იყიდოს, ხოლო თუ ასეთი ტემპებით გააგრძელებს პრადოზე მოჯდომა ზეციურ საქართველოშიც კი არ ეღირსება.

მჭმუნვარების ჟამს მოძღვართან აღსარების ჩასაბარებლად მიდის მისი სულიერი შვილი ალეკო, რომელიც ყოფილი ნარკომანია. ალეკოს უკვე გადაგდებული აქვს წამალი, რადგან ის მონასტერში იყო და ეფექტურად შესძლო ამ სენის დაძლევა. თუმცა როგორც ყველა სუსტ ადამიანს ალეკოსაც აქვს ბრძოლები და სწორედ ამ ბრძოლებისთვის ეძებს მამა ანდრიაში დამხმარეს, მედროშესა და მეჭურჭლეთუხუცესს. თუმცა, მოძღვარი გადაწყვეტს ალეკოს უნარების სხვაგვარად გამოყენებას და სთავაზობს მას დაიწყონ კრისტალური მეტამფეტამინის წარმოება. მას შემდეგ რაც, უფლის სახელით ალეკო გადალახავს ბარინგობის იარლიყის გარტყმის შიშს, ის და მისი სულიერი მამა იწყებენ ლაბორატორიის მოწყობას. თავიანთი ოპერაციების ბაზად "ხვთის" ჯარისკაცნი ირჩევენ ტაძრის ქვეშ ნაპოვნ ძველ სარდაფს, სადაც წინაპართა საძვალეა. აღმოჩენილ წმინდა ნაწილებს მამა ანდრია და ალეკო ჰერმეტულად ფუთავენ და იქვე კუთხეში ალაგებენ, რათა არ მოხდეს მათი ნარკოტიკული ორთქლით შებილწვა.

პირველი პარტიის დამზადების შემდეგ ალეკო გადაწყვეტს პროდუქტის გასასინჯად თავისი ძველი ძმაკაცები მოიყვანოს. ამისათვის სპეციალურად ინიშნება ზეთისცხების ცერემონიალი, რომელზეც რიგში ჩამდგარ ალეკოს ძმაკაცებს მალულად გადასცემენ სასინჯ დოზას და ინფორმაციულ ფლაერს, რომელზეც ქიმიური ხსნარის დაქცევისას გამოსახული ბოლნური ჯვრის ფოტოა გამოსახული. ბროშურის მიხედვით მეტამფეტამინის დოზები გაიყიდება ეკლესიაში გამოყოფილ სპეციალურ ადგილას. ფალსიფიკაციის თავიდან ასაცილებლად კი მომხმარებლებს ურჩევენ, ნუ შეიძენენ პროდუქტს ქუჩაში მოვაჭრე შავოსან ქალბატონებთან, რადგან აღნიშნული პროდუქტი შეიძლება იყოს გაზავებული ან უბრალოდ არ იქნება ნაკურთხი.

მამაოსა და მრევლის საეჭვო აქტივობების შესახებ ცნობილი გახდება სინოდის წევრებისათვის, თუმცა ისინი გადაწყვეტენ არ დასაჯონ მამა ანდრია და მას გადასცენ მიტრა და განმშვენებული ჯვარი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტი-ნარკოტიკული დეპრატამენტის თანამშრომლები აქტიურად ეწევიან გამოძიებას აღნიშნული პროდუქტის გარშემო და წარმატებით აკავებენ მამა ანდრიას დიაკონს, რომელსაც ას ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ ათავისუფლებენ.

მამა ანდრია ამასობაში იკრებს ძალაუფლებასა და ავტორიტეტს, ის მრევლში ცნობილია მეტსახელით "ოქროპირი." მისი მრევლი აქტიურად აშეარებს მამაოს ფოტოებს ფეისბუქზე:

  • "ვაიმე ჩემი მამაო ძალიან მკაცრია, ერთხელ დოზის ფული არ მივუტანე დროზე და 600 მეტანია გამაკეთებინა"
  • "ვაიმე მამაო რა Badass-ი და ისპალნიწელი ხარ!"
  • "მამაო, ათხადნიაკში კიშკა რო მეხსნება თევზის ჭამაზე მაინც მომეცით კურთხევა"

და ა.შ.

მამა ანდრიას ხშირად ეპატიჟებიან სხვადასხვა უნივერსიტეტების თვითმმართველობები საჯარო ლექციების ჩასატარებლად, მისი ვიდეოებით გადაჭედილია მთელი სოციალური ქსელები. ლექციების დროს აქტიურად იყიდება ალეკოს და მამაოს მიერ დამზადებული მეტამფეტამინი, რომელსაც მადლიერმა ერმა "Blue მადლი" შეარქვა.

მამა ანდრია ლოცვა-კურთხევით, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც "Blue მადლის" ოვერდოზით დაიღუპება პირდაპირ სამოთხეში ხვდება და ზეციურ საქართველოში აგრძელებს განცხრომას.

ნარკო-ოპერაციების მასშტაბების გაზრდის შემდეგ, მამა ანდრია და ალეკო "Blue მადლის" რუსეთის ბაზარზე გატანას იწყებენ და კონტეინერებად ქართულ ღვინოსა და მინერალურ წყალს იყენებენ, ხოლო ფული რუსი ძმინდანების ძვლებით შემოაქვთ.

"საიდ სთორი"

მამა ანდრიასა და ალეკოს ამბავთან ერთად სერიალი მოგვითხრობს საშინელი მღვდლის შესახებ, რომელიც არათანმიმდევრული განცხადებებით გამოირჩევა და მას სინოდი პირველივე სერიაში ხსნის ჯვარს, რის შემდეგაც მას ვეღარ ვხედავთ სხვა სერიებში.

სეზონი მეორე

მეორე სეზონი დაანოსებულია 25 სექტემბრიდან. ჯერ-ჯერობით უცნობია თუ რა სიუჟეტურ ხაზს შემოგვთავაზებენ სცენარისტები. თუმცა, არის ეჭვი, რომ ახალ სეზონში ანდრიასა და ალეკოს იაღოვლები და სოროსელები უპირისპირებენ თავიანთ ნარკოტიკს და ტერიტორიული ბრძოლა აქტიურად მიმდინარეობს ერის ცნობიერებაში.

ბრენდინგი

სერიალის პოსტერზე სათაური სიტყვების პირველი ორი ასო გამოსახულია ქიმიური ელემენტების სახით.

  • Lo - ლოცვიუმი (ახალი ელემენტი, რომლის 3 მოლეკულაც მირონს ქმნის)
  • Ga - გალიუმი (გალის პლანისა და გალიაკის აღსანიშნავად)
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ინსტრუმენტები