ლიფტი

ჩიტიპედია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სარჩევი

ისტორია

გადმოცემით ლიფტის ისტორია იწყება საქართველოში ლ.ი. ბრეჟნევის ვიზიტის შემდეგ, როცა მისი ტრიბუნის ქვეშ სუკ-ის აგენტებმა დაამონტაჟეს ტყვიაგაუმტარი კოლოფი Дорогой Леонид Ильич –ის ტრიბუნაზე ასაწევად. ასევე გადმოცემით ამ პირველი ლიფთის მოძრავი მექანიზმის ყველა ელემენს მხარბეჭიანი სუკ-ის აგენტები ასრულებდნენ. საქართველოს დიდ აღმშენებელს და რეფორმატორს ე.ა.შევარდნაძეს ისე მოეწონა ლიფტის იდეა რომ მალე საქართველოს მასშტაბით განავრცო, თუმცა სუკ-ის მხარბეჭიანი ბიჭების დეფიცითის გამო მექანიზმის დამზადება უფრო გავრცელებული მასალებისგან დაიწყეს.

გავრცელება

ლიფთი გავრცელებულია საკმაოდ ფართოდ – და ხშირად მოდის ერთ კომპლექტში პადიეზდთან და პადიეზდის კიბესთან ერთად.

აღწერილობა და გამოყენება საქართველოში

ლიფტი გამოირჩევა დახვეწილი დიზაინით და მრავალფეროვნებით. შეიძლება იყოს ლურჯი, ყავისფერი (ხის ფაქტურაში), ან კიდევ ‘ცისფერი მთების’ ლიფტი. ცხრა სართულიანის ან თხუთმეტ სართულიანის. ჩვეულებრივი – ან გრუზავოი. ფასიანი ან უფასო. ფასიანი ორივე გზაზე ან მხოლოდ ასვლაზე. ფაბრიჩნი მატორით ან ხელითგადახვეული მატორით.

ლიფტი გამოიყენება:

  • ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისათვის
  • საწერი დაფის მაგივრად
  • სიგარეტის მოსაწევად
  • გრუზინების მტკიცებიტ შესაძლებელია ლიფთის გამოყენება სექსუალური ურთიერთობების დასამყარებლად – განსაკუთრებით ცნობილ ადამიანებთან (ა, ეგა? ეგ ლიფტში მყავს მოტ*ნული...)
  • სამშენებლო ბლოკების, ცემენტის, პიანინოს, ნაგვის პარქების ასა/ჩასატანად და ასევე ადამიანების ასა/ჩასაყვანად.

ქართველი მეცნიერების მტკიცებით, ლიფტის გამოყენება სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, რადგანაც ლიფტში ხდება არასასურველი და არასასარგებლო სითხეებისგან ორგანიზმის განთავისუფლება. ასევე მასში ხდება სუნთქვის ხანგრძლივად შეკავების და თითის წვერებზე დგომის ვარჯიში. ქართველი მეცნიერების აზრით ლიფტი არ გვაკარგვინებს ქართული ჯიგრული ჩახუტების განცდას. ლიფტი ქართულ ინწილიგენციას თვითკრიტიკის და თვითგვემის საშუალებას აძლევს – ‘აბა, ამის გამკეთებელი რა ოჯახშია გაზრდილი!!!’ – ხშირად გამოთქვავენ აღშფოთებას საკუთარი შვილების ნამოქმედარით. ლიფთი განსაკუთრებით მოსახერხებელია ეტლიანი ინვალიდებისთვის და ხანში შესული ადამიანებისათვის გამოსაყენებლად.

ლიფტს აყვს სამი მდგომარეობა, ლიფტი მუშაობს, ლიფტი გაფუჭდა და ლიფტი გაიჭედა. ლიფტი გაფუჭდა სტადია ხშირად იწყება პარასკევს საღამოთი და გრძელდება ორშაბათის შუადღემდე. ლიფტი გაიჭედა უფრო კონკრერული ცნებაა – და გულისხმობს ლიფთის გაფუჭებას შიგნით ადამიანის მომვყვდევით. საქართველოში გავრცელებული ერთ ერთი ფობია – ლიფტოფობია – ზუსთად ლიფტში გაჭედვის შიშითან არის დაკავშირებული. ქართველი მეცნიერების მთკიცებით – ყველა ბავშვი გადის ლიფტოფობიის სტადიას – რაც შემდეგ ზრდასრულობაში ხშირად ლიფტების მიმარტ ზიზღში გადაიზრდება. ყველა ლიფტს აყვს უნიკალური ხმაური-ჩახჩახი-ვიბრაცია. თუ ქართველი აქტიურად იყენებს ლიფტს – მაშინ იგი თავისი ლიფთის ხმაურს ათასი ლიფტის ხმაში გამოარჩევს. უცხოეთში გადახვევილი ქართველები იტყვიან ხოლმე – ‘ჩემი ლიფთის ხმა მომენატრა’ ან ‘ჩვენს საქართველოში დარჩენილ ლიფტებს გაუმარჯოს’.

საინტერესო ფაქტები

  • ლიფტებს სწავლობს სპეციალური მეცნიერება – ლიფტოლოგია
  • ლიფთის კართან ორი კუთხე უფრო სუფთაა ვიდრე შიდა ორი კუთხე
  • საქართველოს მტრები ლიფტებში აგროვებენ ბიოლოგიურ მასალას – გრუზინების გენეტიკური კოდის გაშიფრვის მიზნით (ჯერ-ჯერობით უშედეგოთ)
  • ფასიან ლიფტში იყრება 5, 10, და 20 თეთრიანი მონეტები. თუ არ გაქვთ - მაშინ 50 თეთრიანიც წავა.
  • ქართული ინწილიგენცია და საშუალო კლასი ხშირად იყენებს ძაფზე მიბმულ გახვრეტილ ხუთ თეთრიანებს ლიფტში უფასოდ სამგზავროდ. ყველაზე ელიტარულები გახვრეტილ 50 თეთრიანებს იყენებენ.

ფოტო გალერეა

დააჭირე - თუ შეძლებ
დაელოდე
შედი რაა!!!
დააჭირე!!!
და დაიცავი სისუფთავე
მოძიებულია „http://chiti.ge/pedia/index.php?title=ლიფტი&oldid=3082-დან“
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ინსტრუმენტები