ლექსო მაჭავარიანი

ჩიტიპედია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლექსო(ალეკო)მაჭავარიანი- უშიშროების საბჭოს მდივნის ცოლის თამარ ჩერგოლეიშვილის პირადი მადამ დე პომპოდური და მედია ჰოლდინგ ტაბულას კრეატიული მენეჯერი, გამოირჩევა ღვთაებრივი ინტელექტით, არის ინტელექტკლუბი რა?სად?როდის? წევრი. ცოცხალი ლეგენდა.

ბრძოლა სამშობლოსთვის

სარჩევი

ბიოგრაფია

ლექსო მაჭავარიანი E.T.-ს კასტინგზე. (ველოსიპედზე გოგა ხაჩიძე)

ლექსო(ალეკო)მაჭავარიანი დაიბადა 1977 წლის 16 ოქტომბერს, საბჭოთა მოსამსახურის ოჯახში, მისი დიდი ბაბუა ცნობილი იყო თავისი ანტიბოლშევიკური საქმიანობით, რის გამოც მოკლა კომისარი და იძულებული იყო დაეტოვებინა სოფელი და დასახლებულიყო თბილისში ნუცუბიძის გორაზე, სადაც ჩაუყარა საფუძველი თავის ოჯახს, თუმცა მოგვიანებით ის დახვრიტეს, მისი შვილები კი იძულებული იყვნენ გაწევრიანებულიყვნენ კომპარტიაში. 1982 წელს საქართველოში ჩამოსულმა სტივენ სპილბერგმა ლექსო მანჭავარიანის E.T.-ს როლზე აყვანა გადაწყვიტა, თუმცა საბოლოოდ იგი სხვა მსახიობით შეცვლეს რადგან მაჭავარიანი პრინციპულად არ გამოთქვამდა შორისდებულს "Ouch!" 5 წლის ლექსომ განაცხადა, რომ მისი პატრიოტული სული არ აძლევდა საშუალებას მტრის ჯინაზე ტკივილი გამოეხატა.

მომდევნო წლებში ლექსომ ტანი ძალიან აიყარა, რაც მისი სიმაღლისკენ სწრაფვით იყო გამოწვეული. როგორც მისი ბავშვობის მეგობრები იხსენებენ მაჭავარიანი მუდმივად ცდილობდა "დომ კინოზე" აღმართული ვარკვლავის ჩამოგლეჯას და მაშინდელი საბჭოური სისტემის დანგრევას, იმ სისტემისა, რომელიც ცნობილი იყო ადამიანის უფლებების დარღვევით, მიკერძოებული სასამართლოთი, ერთ კაცზე მორგებული სახელმწიფოთი, ერთპარტიული საკანონმდებლო ორგანოთი, პატიმრების წამებით და სხვა. მოარული ხმები ამბობენ, რომ ლექსოს სერგი გვარჯალაძეზე გაცილებით უფრო ადრე სმენოდა და ტკენოდა ყველაფერი.

ლექსოს ბავშვობაში "სარიყლაპიას" ეძახდნენ, თუმცა ეს მისი სიმაღლის გამო არ ყოფილა. ის ბავშვობაში კოლუმბიაში წასვლაზე ოცნებობდა და ამიტომ თავისუფალ დროს სხვადასხვა საგნების "ჩედებით" იყო დაკავებული. ერთ-ერთი ასეთი ვარჯიშისას მას ახლად გამოთლილი სარი გადაეყლაპა და შედეგად 2 კვირის განმავლობაში "o! ye!"-ს ვეღარ ამობობდა.


განათლება

ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა პატრიოტიზმით, ამის გამო პროტესტის ნიშნად უარი თქვა ყველაფერ საბჭოურზე, ასევე უარი თქვა საბჭოურ საგანმანათლებლო სისტემაში სწავლისგან, დაეუფლა რა ტრანსში მოგზაურობის ტექნოლოგიას(მამისგან), ის მუდმივად იღებდა შესაბამის ცოდნას პარალელური სამყაროდან და დღითიდღე იმაღლებდა ინტელექტუალურ შესაძლებლობებს. დღეისთვის იცის კომპიტერი და ინგლისური, კითხვით ბრწყინვალედ ფლობს გერმანულს, ფრანგულს, ლათინურ ენებს. რუსულს შეგნებულად არ სწავლობს.

ლექსოს ძლიერ უნდოდა თავისი თაობის თერგდალეული ყოფილიყო, მაგრამ პრინციპული მიზნების გამო პეტერბურგში წასვლაზე უარი თქვა. თუმცა, პრობლემა მაინც გადაწყვიტა და ყაზბეგში ჩასვლისას თერგი მოსვა.


საქმიანობა და ჰობი

თანამედროვეობის ღირსეული წარმომადგენელი, გამოირჩევა მამულისშვილობით და უაღრესად მორწმუნეობით, სიცოცხლეშივე იქცა მოწამეთ თავისი საზოგადოებრივ/რელიგიური მოღვაწეობისთვის, როგორც თვითონ ამბობს, თავისი ღვთაებრივი ინტელექტის ძალასა და ენერგიას იღებს ტრანსში ყოფნის დროს(რასაც აღწევს მარიხუანას მოხმარების მეთოდიკით, რომლის საიდუმლოებაც მამადან შვილზე გადადის) და კონტაქტში შედის ჰელიოსთან. მიუხედავად იმისა, რომ ჰქონდა საკმაოდ მძიმე და წინააღმდეგობებით სავსე ბავშვობა, ყოველთვის გამოირჩეოდა კეთილშობილებით და რაინდული სულისკვეთებით, ხშირად მონაწილეობს საზოგადოებრივ აქციებში, რომელიც მიმართულია ქვეყნის გარე მტრის წინააღმდეგ, სადაც ავლენს საოცარ სულისკვეთებას და პატრიოტიზმს. აქვს ძალიან დახვეწილი მუსიკალური გემოვნება.

სხვადასხვა დროს მოღვაწეობა; ინტელექტკლუბის გადაცემა რა? სად? როდის?, სარეკლამო კომპანია სარკეში სადაც მონაწილეობდა ქართული თანამედროვეობის საუკეთესო სარეკლამო რგოლების შექმაში, გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე, მას შემდეგ რაც მიხვდა, რომ მას სჭირდებოდა უფრო მეტი განვითარება, გადავიდა ჟურნალ ტაბულაში და შეუდგა თავისი ცოდნის ამაღლებას, ის ღირსეული მოწაფე გამოდგა ქალბატონი თამარ ჩერგოლეიშვილის, დიდი ადამიანის კახა(იუდა)ბენდუქიძე-ს,რის შემდეგაც ის უკონკურენტო კრეატიული მენეჯერია საქართველოში, წერს სტატიებს და აწარმოებს ბლოგს, სადაც ნიჭიერად აღწერს თავის თავგადასავლებს ჰოლანდიასა თუ სხვა ქვეყნებში, გვაცნობს იქ მცხოვრები საზოგადოების კულტურას და განვითარებას. ჟურნალმა ტაბულამ თავისი მოღვაწეობის პიკზე, შეიძინა მაუწყებლობის ლიცენზია, დააარსა მედია ჰოლდინგი tabula TV და შეუდგა თანამედროვეობისთვის ყველაზე რეიტინგული ტელეეთერის შექმნას, სადაც დიდი როლი აკისრია ლექსო (ალეკო) მაჭავარიანს. დღესდღეობით ის მუშაობს ახალ გადაცემაზე "მამულიშვილი", რომელიც გავა tabula TV ეთერით, სადაც განიხილავს და ისაუბრებს სამშობლოსადმი თავდადებაზე, სულის მოუდრეკელობაზე, ქართულ ტრადიციებზე, პატრიოტიზმის მაგალითებზე, ქართვლის დედის როლზე საქართველოს ისტორიაში და სხვ.

სათნო ალეკო

მეგობრები

ლექსო (ალეკო) მაჭავარიანის მეგობრები არიან საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები, თანამედროვეობის გამორჩეული საზოგადო მოღვაწეები, როგორიცაა გიგა ბოკერია, თამარ ჩერგოლეიშვილი, კახა(იუდა)ბენდუქიძე, ცნობილი ფილოსოფოსი და საზოგადო მოღვაწე, თავისუფლების ინსტიტუტის ერთერთი ფუძემდებელი ლევან რამიშვილი, მუსიკოსი და მედოლე გოგა ხაჩიძე, ცნობილი მართლმადიდებელი მისიონერი და პატრიარქის სტიქაროსანი ლეონ (მნათეუს) სუთიძე და სხვები.

ლექსო და თამარა

ლექსო და თამარა სულიერი სიამის ტყუპები არიან და მათი განცალკევება შეუძლებელია.

საყვარელი ფრაზა

ღმერთს შენთვის გონება, გული მოუცია, ავარჯიშე, სანამ სიცოცხლე შეგწევს. გონება გზას გაგინათლებს, გული – გაგითბობს. ღმერთი ძლიერია.. ყველას გულში, – ბატონია თუ ყმა, მე ვარ თუ შენ, – ღვთისგან ანთებული ცეცხლი ანთია; ის ცეცხლი არ უნდა გავაქროთ, თუ გვინდა რომ პირნათლად შევეყაროთ ჩვენს გამჩენს.

ისტორიული ფოტო კოლაჟი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ინსტრუმენტები