ლექსი

ჩიტიპედია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლექსი: რიტმულად და ინტონაციურად მოწესრიგებული მეტყველება.

შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ მხატვრული ლიტერატურა წარმოდგენილია პოეზიით (ლექსებით). პოეზიამ საუკუნეებს გაუძლო და დღესაც ჩვენი ყოველდღიურობის თანმდევია. ერთ-ერთი პირველი ევროპელი პოეტი ჰომეროსი იყო.

პოეზიას, ჩვენ სამშობლოში უძველესი ისტორია აქვს, უამრავი სახელგანთქმული, გენიოსი პოეტი დაბადებულა ჩვენს მიწაწყალზე. ჩვენი ერი გამოირჩევა რითმული სიტყვათქმანით. ჩვენ ამ სფეროში ნამდვილად საამაყოდ გვაქვს საქმე, ლექსების ზეპირად ცოდნის ოდენობის მიხედვით წამყვანი ქვეყანა ვართ. ჩვენ ხომ პატარაობიდანვე გვასწავლიან ლექსებს, როგორიცაა: "შენ სისხლო ჩემო, სად არ დაღვრილო, შენ სად არ გხვრეპდა შავი ყორანი.. ვინ გაგაკვირვოს, რამ გაგაკვირვოს, ნადიდგორალი, ნაშამქორალი." მერე რა თუ სამი წლის ასაკში სიტყვებ: გხვრეპდა, ნადიდგორალი და ნაშამქორალის მნიშვნელობა არ ვიცით და არც დაჭრილი არწივი ვიცით, როგორია და პურივით დაწრილი კარაქ წასმული გვგონია არწვი. მთავარია სუფრაზე მსხდომი უფროსობა როდესაც ბავშვების სადღღეგრძელოს დალევენ, მშობლებმა გამოიყვანონ საამაყო ბავშვი და წარადგინონ.

 დროთა განმრავლობაში, ისევე როგორც ყველაფერმა, ლექსმაც განიცადა პროგრესი,  და ადრე  თუ ემოციების და 

ისტორიის გადმოსაცემად გამოიყენებოდა, ახლა მანდილოსნის გულის დაპყრობის წარმატებულ ხერხად გვევლინება. ამ ჟანრის ლექსები ძირითადად სუფრაზე იკითხება ოდნავ ან ზედმეტად შეზარხოშებული მამრის მიერ, (თუმცა დასაშვებია ფხიზელ მდგომარეობაში კითხვაც). აუცილებელია: 1) მანდილოსნის თვალებში მზერა 2) სევდიანი სახე 3) კიდევ უფრო დამწუხრებული სახე

ლექში სასურველია ერიოს სიტყვები: ქალი, ქალის სუნელი, გულისდაპყრობა, სევდა, გულში ცეცხლი და ა.შ. ეს ყველაფერი სევდიანი სახით და ხმამაღლა უნდა მიუძღვნათ ობიექტს. ობიექტიც არ დააყოვნებს და თქვენს წინ სანთელივით დადნება.

თუმცა არსებობს ლექსის მეორე დანიშნულებაც დღევანდელობაში. მაგალითად თქვენ თუ გაქვთ ვიდეო კამერა და ასევე პიჯაკი, შეგიძლიათ ჩართოთ ვიდეო კამერა, შემოიცვათ პიჯაკი და რაც შეიძლება გრძელი ლექსი მოყვეთ კამერის წინ, შIნაარსს არანაირი მნიშვნელობაარ გააჩნია, მთავარია ე. ყველაფერი ომახიანად, ემოციურად, შეწუხებული სახით, მკაცრი ტემბრით! განცდებით და მაქსიმალური თეატრალურობით წაიკითხოთ. შემდევ უბრალოდ ერთI მარტივი მოქმედებით YOUTUBE-ზე ატვირთოდ და და FACEBOOK-ზე ერთ-ორ მეგობარს გაუზიაროთ რომელსაც მინიმუმ 1000 მეგობარი ჰყავს. თუ ჭკუას იხმართ და კითვის დროს ერთ-ორ მკვლელ "ლ"-ს გააპარებთ მაშინ შეგიძლიათ დარწმუნებულები იყოთ, რომ ვიდეოს გაზიარების ოდენობა ორჯერ გაიზრდება, დაკომენტარებენ: "ნახეთ რა მაგრად კითხულობს ლექსს" (ის კი არა რა ლექსს კითულობს) დაგცინებენ "ლ"-ზე ბევრს (არა მართლა სასაცილოა მაგრამ რაღას აპოპულარულებენ) თუმცა კვირის ჰედლაინერის თIტულს აუცილებლად მოიპოვებთ.

მოძიებულია „http://chiti.ge/pedia/index.php?title=ლექსი&oldid=831-დან“
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ინსტრუმენტები