ლევან ვასაძე

ჩიტიპედია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Icon edit.png
დაუმთავრებელი სტატია ეს დაუმთავრებელი სტატიაა ან უბრალოდ არცისე შეეფერება ჩვენს სატირულ-იუმორისტულ სტანდარტებს. თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩიტიპედიას და შეავსოთ იგი.

ლევან ვასაძე - ქართველი მესია.

ბიოგრაფია

ლევან ვასაძის დაბადების თარიღისა და ადგილის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. არსებობს ვერსია, რომ ის თემურ ქეცბაიამ დაბადა. როდესაც საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელი მესის დაბადვას ცდილობდა, მას შემთხვევით ვასაძე შემოებადა.

ლევან ვასაძე ბავშვობაში მხოლოდ სევდიან მულტფილმებს უყურებდა, რადგან იმთავიდან ცდილობდა თავისი პოლიტიკური იმიჯისა და მესიის მჭმუნვარების შექმნა-დამუღამებას. ცნობილია, რომ სწორედ ლევან ვასაძემ გამოიყენა პირველად სმაილი :(

ვასაძე იმდენად ეროვნულია, რომ ტელეფონზე ლაპარაკისას, თუ სხვები კვადრატებს ან რომბებს ჯღაბნიან, ის ბორჯღალს ან ბოლნურ ჯვარს ხატავს.

მესიას ბავშვობიდანვე აწუხებდა მისი ცხვირის ფორმა, რომელიც არაბუნებრივად არაკავკასიური იყო, სწორედ ამიტომ მან პირველი ფულით ცხვირის ოპერაცია გაიკეთა და წამყვანი პლასტიკური ქირურგების დახმარებით კეხი ჩაიმატა, რამაც მას არწივისებური იერი შესძინა.

როგორც ჭეშმარიტ კონსერვატორს დამთავრებული აქვს კონსერვატორია. პროფესია - გეოფიზიკოსი.

ჭაბუკობისას, მტრის უკეთ შესაცნობად ტროას სტუდენტის ფორმით შეაღწია ამერიკაში და წარმატებით დაამთავრა კიდეც ერთ–ერთი პრესტიჟული სასწავლებელი, მეტიც, მას წამოეწია ის ვაჟკაცობა, რომელიც ძველთაგან მოგვდევს და კარიერაც იმ ქვეყანაში დაიწყო, რომელიც აქტიურად გვრყვნის და უფრსკრულისკენ მიგვერეკება ერს.

ამგვარად, აწ უკვე გამობრძმედილი ვაჟკაცი, ერს გამოცდილებას გვიზიარებს ეპისტოლარულ ჟანრში, ამ მხრივ კი აღსანიშნავია მისი აზრის ბოლო ნაჟური „ერი და სახელმწიფო“, რომლითაც დაეწია და მნიშვნელოვნად გაუსწრო ბიძინას პირველ წერილს „ქალი და ბუტკა“.

მამულიშვილი, დაოჯახების დღიდან მოყოლებული (და არავითარ შემთხვევაში მანამდე!) აქტიურად ცდილობს შეცვალოს დალოცვა „ღმერთმა გამრავლოთ“, დალოცვით „ვასაძემ გამრავლოთ“ და ის აქაც წარმატებულია – ლევანს შვიდი შვილი ჰყავს.

ჰობი

ლევან ვასაძის ჰობი ბედნიერების ძებნაა. თუმცა, რამდენიმე წლის წინ ბედნიერებამ მესიას მკაცრად მოსთხოვა მისი ძებნის შეწყვეტა. ამ მეტად სამწუხარო მოვლენის შემდეგ, ვასაძემ საქართველოში შექმნა "ბედნიერების მაძიებელთა კლუბი" - სადაც ყოველთვიურად იმართება ბედნიერების ძებნის ინსცენირებები. ბედნიერების ფორმაში გადაცმულ ადამიანებს უშვებენ ტყეში და ლევან ვასაძე და მისი თანამოაზრეები მათ ეძებენ.

ლევან ვასაძის კიდევ ერთი ჰობი ქველმოქმედებაა. მან ქველმოქმედების ნიშნად საქართველოს საპატრიარქოს თმის ნაწილი და საკუთარი ჩუჩაც კი შესწირა.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ინსტრუმენტები