კოჭლი ბაბულიკი

ჩიტიპედია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კოჭლი ბაბულიკი - ბაბულიკის ტიპი, რომელიც კოჭლობს. ატარებს ე.წ. ტროსტს და არის უფრო დინჯი და იდუმალი სიძერსკით მოცული. ახასიათებთ ჩაღიმება, რომლის დროსაც სახეზე ეწერებათ: "ჩეეეემი კარგი მოვტყაან!" ხშირად იფიცებენ დისშვილს (მაგ. დი შვილს ფიცავარ!).

სარჩევი

კოჭლობის მიზეზი

ბაბულიკების კოჭლობის მიზეზი ძაღლებისთვის არის წაქცევა, დაცემა, ჭიდაობისას ტრავმის მიღება და სხვა არასაეჭვო აქტივობები. კოჭლობის ნამდვილი მიზეზი კი ე.წ. პერესტრელკაში მოხვედრაა. უმეტეს შემთხვევაში კოჭლი ბაბულიკი მუხლში ვინმე ძაღლს ან ნაბოზარს ყავს დაჭრილი. იარაღი, რომელიც მისი დაკოჭლებისას გამოიყენეს მაკაროვის სისტემისაა, ხოლო ტყვია "რამაშკა."

"მთელი ჩაშკა ჩამეშალა, დი შვილს ფიცავარ! სამი თვე ფეხზე ვერ ვდგებოდი, ბაბუ!" - არის ფრაზა, რომელსაც ხშირად გაიგებთ კოჭლი ბაბულიკის დაკოჭლების ისტორიის მოსმენისას.

კონფლიქტი, რომელიც ვიღაც ნაბოზართან წარმოიშვა, ძირითად სათავეს იღებს უბანში, მას შემდეგ, რაც ამ ნაბოზარმა ან ძაღლმა უბნის პატარა ძმები დაჩაგრა.

"მივედი, ვეუბნები, მეთქი რეებს აკეთებ, შე თესლო, სიმონ!" - აღნიშნული ფრაზის შემდეგ, ძაღლი ან ნაბოზარი ძირითადად ადგილიდან ტყდება და სამი ან ოთხი დღე არ ჩანს. მხოლოდ მას შემდეგ გამოჩნდება, რაც ჯერ საღსალამათ ბაბულიკს მარტოდ მოიგულებს და სადმე შორიდან დაუშვებს ფეხებში. ამის შემდეგ, ბაბულიკი მიყავთ ძირითადად არამიანცის საავადმყოფოში ან რესპუბლიკურში, "ნახუდოი კანეც" მიხაილოვში.

სამ თვიანი სარეაბილიტაციო კურსი

სამ თვიანი სარეაბილიტაციო კურსი მიმდინარეობს მეზობლის ბიჭისა და ძმაკაცების დახმარებით.

მეზობლის ბიჭი როგორც წესი არის 10-12 წლის ჟიგანი ბავშვი, რომელიც აზრზე მოსულია და ხშირად არიგებენ, რომ "ქუჩაში რა ყრია ჩემი დედას შევეცი, მარა მამენტ კაცი იყო ჯობია, სიმონ!"

მეზობლის ბავშვის მორიგეობის საათები კვირის დღეებში 5-დან 9 საათამდეა - ანუ სკოლის და მეცადინეობის შემდეგ, ვიდრე ძმაკაცების მოსვლამდე. აღნიშნული 4 საათის განმავლობაში, მეზობლის ბავშვი თამაშობს ნარდს, შაშს, იაპონურ ჯოკერს და სხვ. აწ უკვე დაკოჭლებულ ბაბულიკთან. მის მოვალეობაში ასევე შედის, ბაბულიკსა და ბაბულიკის დედასთან შუამავლობა. მაგალითად: "ნათელა დეიდა, გიომ კარტოფილი შემიწვიოოო! ბორში არ მინდა, ამომივიდა ყელშიო!" და ა.შ. ხშირ შემთხვევებში ბავშვს მოაქვს წყალი, ვაშლი და სიგარეტი მაღაზიიდან.

მას უწევს მოისმინოს ისტორიები, როგორი ნიჭიერი ფეხბურთელი იყო აწ უკვე კოჭლი ბაბულიკი, მაგრამ როგორ გადაძლია ქუჩამ, რადგან ტრენერი ყავდა ნაბოზარი და შემოელახა.

9 საათის მერე მოდიან ძმაკაცები, რომლებიც მანამდე რაღაც საქმეებით იყვნენ დაკავებულები, თუმცა შემოირბენდნენ ხოლმე. ისინი არასოდეს მოდიან ხელცარიელები. მოაქვთ მანგოს წვენი, ფორთოხალი და გერაინი.

ფეხზე დადგომის შემდეგ

ფეხზე დადგომის დღეს საძმოს მოაქვს ტროსტი, რომელიც ვიღაცასთან ეგდო და იჩალიჩეს დროებით, სანამ უკეთეს გაჩითავს ერთი კონკრეტული ძმაკაცი, რომელიც "ამ დღეებში გავა და გამოიტანს შეჩემა!"

უკეთესი ტროსტი ძირითადად მოვერცხლილია და ხელის მოსაჭიდთან სადმე ან ხელის მოსაჭიდად აქვს მგლის თავი.

ფეხზე დადგომისთანავე აწ უკვე კოჭლი ბაბულიკი გადის ეზოში, რადგან სახლში ვეღარ ჩერდება და დგება ბირჟაზე, ვიდრე მოვა მანქანიანი ძმაკაცი და წავლენ ბოზებში. ხოლო მოტყნაურების შემდეგ, კოჭლი ბაბულიკი და მისი საძმო მიდიან ლისზე, სადაც სიურპრიზად იმ ძაღლს ან ნაბოზარს ახვედრებენ, რომელმაც ის დააკოჭლა.

თანამედროვეობაში

თანამედროვე საქართველოში კოჭლი ბაბულიკები კვლავ კოჭლობენ, ჰყავთ მეუღლე და ორი შვილი.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ინსტრუმენტები