კონტროლიორი

ჩიტიპედია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კონტროლიორი - ქვეყნის რიგირთი მოქალაქე,რომელსაც საზოგადოება ყველაზე დიდ პატივს სცემს,განსაკუთრებული გულთბილობით სტუდენტები და უმუშევრები გამოირჩევიან,იშვიათია შემთხვევები როცა მათი შეხვედრა ოჯახის მოკითხით არ მთავრდებოდეს,მინიმუმ გულში მაინც.

წარმოშობა

მის წარმოშობაზე ისტორიაში მწირი ინფორმაცია მოიპოვება,რომელთაგან მხოლოდ ერთი შემოინახა დრო და ჟამმა.მისი მიხედვით ერთ-ერთმა უპოვარმა ადამიანმა თბილისის მერიის უკანა კარზე დააკაკუნა და ყვითელ დუტში გახვეული ბავშვი კარებთან დატოვა.ამის შემდგომ პატარა ბიჭუნას ცივ ნიავს არ აკარებდნენ.ერთხელაც იგი მერიის თანამშრომლებთან ერთად სეკას თამაშობდა რა დროსაც მან კონში 2ჯერ იტროლავა.სწორედ აქედან ჩაისახა იდეა ახალი ადამიანის შექმნაზე,რომელსაც მოდიფიცირება აუცილებლად სჭირდებოდა.უპირველეს ყოვლისა მას სუდიას გენი შეუყვანეს,სწრაფად რომ ერბინა,ხოლო მარცხენა თვალი ტერმინატორის ჩაუსვეს,რათა ადვილად ამოეცნო მგზავრს მართლა ეძინა თუ უნიჭოდ აფერისტობდა.აღნიშნული ურთულეს ტრანსპლანტაციები შლუხენბოზენის უშუალო რჩევებით მიმდინარეობდა.

კონტროლიორი დღეს

კონტროლიერებმა უმოკლეს დროში მოახერხეს ხალხისთვის თავის შეყვარება,რასაც წლები მოანდომა ვანოს ზონდერებმა,ახლაიების ბანდამ და ჩიორამაც კი.გადაუმოწმებელი ინფორმაციის მიხედვით გურიაში მშვიდობის სადღეგრძელოს ნაცვლად პირველად კონტროლიორების ისმევა.

ცნობილი ფაქტები

1)ძვ.წ. 490 ძველმა ბერძენმა ჯარისკაცმა ფედიპიდესმა რომელმაც გაუჩერებლად გაირბინა გზა სპარტადან ათენამდე, გადმოცემის მიხედვით,მას კონტროლიორი გამოეკიდა.როცა მან მიაღწია ქალაქს, შესძახა: “მე ბილეთი არ ამიღია!” და უსულოდ დაეცა.ჰეროდოტეს ცნობით, სინამდვილეში ფედიპიდესს სტუდენტურზე ბალანსი ამოეწურა და ამიტომ ვერ აიღო ბილეთი.სხვა შემთხვევაში ის უბილეთოდ არ იმგზავრებდა.

2)უკვე ორი აზრი აღარ არსებობს იმაზე,რომ კონტროლიორები უფრო მეტ გინებას იღებენ საკუთარ თავზე,ვიდრე ყველაზე ბრმა სუდიები.სამსაჯო კომისიისთვის ამ ბედნიერ ფაქტს უმალ მოჰყვა უბედურებაც,კერძოდ ერთ-ერთი სუდიის დედამ შვებით იმხელაზე ამოისუნთქვა რომ დაიხრჩო.

დაუწერელი კანონი უბილეთო მგზავრებისთვის:თუ შენს წინა გაჩერებაზე კონტროლიორი არ ჩანს,აუცილებლად უნდა ჩახვიდე,რადგან შეიძლება მომავალ გაჩერებაზე ყვითელრაზმელთა მთელი ბრიგადა დაგხვდეს.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ინსტრუმენტები